"მათე მოტორსის" დაკავებული ხელმძღვანელის გელა ბარკალაიას შვილი ნათია ბარკალაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ვიღაცას უხარია...ვიღაცას წყინს... ეს იმათზე მაქვს საუბარი ვინც პირადად იცნობს მას. ვერ ვხვდები რატომ ილანძღებიან და რატომ აფრქვევენ ბოღმას კომენტარებში მის მიმართ ისინი, ვინც არც კი იცნობს პირადად პიროვნებას... რამ გააბოროტა ეს ხალხი??? ვინმეს რამე წაართვა და ისე მიაღწია იმას რაც გააჩნია თუ რა ხდება?? ან თქვე ოჯახდალოცვილებო რა დაგიშავათ?? ბოღმა და შური დაღუპავს ქართველობას....მეამაყები მამა, ჩვენ მუდამ შენს გვერდით ვიქნებით...იმდენი კი ვართ რომ ერთიანი ძალებით მტრები დავამარცხოთ", - წერს ბარკალაია.
სამართალდამცავებმა "მათე მოტორსის" ხელმძღვანელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 144-ე მუხლის (წამების მუქარა) მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 157-ე პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დააკავეს. გელა ბარკალაიას სასამართლო პროცესი რამდენიმე დღის წინ შედგა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.