სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის კომენტარი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის კომენტარი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს, რომ სარ­ჩე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა იქ­ნე­ბა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია.

"რუს­თა­ვი 2" არ იქ­ნე­ბა სა­ერ­თოდ ამ და­ვის მო­ნა­წი­ლე, ვი­ნა­ი­დან განმცხა­დებ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლო". "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ნა­აღ­მდეგ არ გა­მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ფორ­მა­ლუ­რად, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ვერ იქ­ნე­ბა მხა­რე. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა იქ­ნე­ბა ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­სი, ამა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია. უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს, რომ სარ­ჩე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ხილ­ვა წინ არის. საქ­მეს პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და სხვა საქ­მე­ებ­ზე ადრე გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა, რა ვადა დას­ჭირ­დე­ბა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ სა­ბო­ლოო გან­ხილ­ვამ­დე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ქი­ბარ ხალ­ვაშს არ ექ­ნე­ბა.

"ჩვენ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბა შეგ­ვიძ­ლია, რად­გან არ ვიც­ნობთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არსს. სა­ინ­ტე­რე­სოა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა. არ გვი­ნა­ხავს მხა­რე­თა პო­ზი­ცი­ე­ბიც, თუ რა იყო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი. ჩვენ რამ­დე­ნი­მე დღეა ვი­თხოვ­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გამ­ხდა­რი­ყო სა­ჯა­რო, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე ითხოვ­და ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე ამ შე­ჩე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, თუმ­ცა, ამ ეტა­პამ­დე არ გვი­ნა­ხავს. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ, ფაქ­ტია, რომ საქ­მის გან­ხილ­ვამ­დე შე­ა­ჩე­რა საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბა, ანუ ჩვენ ამ ეტა­პამ­დე არ გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ვახ­დი­ნოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. უნდა და­ვე­ლო­დოთ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მოხ­დე­ბა თუ არა გა­ნახ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სის. ავ­ტო­მა­ტუ­რად არ აუქ­მებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ეროვ­ნულ დო­ნე­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა სა­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ხალ­ვა­შის მხა­რის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა რა იქ­ნე­ბა, ეს მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა. "სა­მოქ­მე­დო გეგ­მა ჩვე­ნი მხრი­დან ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­ვად­გი­ნოთ სა­ჯა­რო რე­ესტრში, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს აქვს აკ­რძა­ლუ­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რა­ი­მე ქმე­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მხრი­და­ნაც, სა­ნამ დავა არ იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი, რა­ი­მე კონ­კრე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ნა­ად­რე­ვი იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. ჩვენ გა­ვივ­ლით კონ­სულ­ტა­ცი­ებს, კი­დევ ერთხელ ვნა­ხავთ, რა არის, შე­ვის­წავ­ლით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი რა­ი­მე მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, შემ­დეგ ვიმ­სჯე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის კომენტარი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის კომენტარი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით, ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება, ამაზე საუბარი რთულია.

"რუსთავი 2" არ იქნება საერთოდ ამ დავის მონაწილე, ვინაიდან განმცხადებლები უნდა იყვნენ ყარამანიშვილები და ტელეკომპანია "საქართველო". "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ არ გამოსულა საქართველოში გადაწყვეტილება, შესაბამისად, ფორმალურად, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ვერ იქნება მხარე. საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება ევროსასამართლოსი, ამაზე საუბარი რთულია. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება. შესაბამისად, განხილვა წინ არის. საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და სხვა საქმეებზე ადრე განიხილება, თუმცა, რა ვადა დასჭირდება, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია", - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ევროსასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საბოლოო განხილვამდე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება ქიბარ ხალვაშს არ ექნება.

"ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ფაქტის შეფასება შეგვიძლია, რადგან არ ვიცნობთ გადაწყვეტილების შინაარსს. საინტერესოა ამ გადაწყვეტილების დასაბუთება. არ გვინახავს მხარეთა პოზიციებიც, თუ რა იყო სასამართლოში წარდგენილი. ჩვენ რამდენიმე დღეა ვითხოვდით, რომ საზოგადოებისთვის გამხდარიყო საჯარო, თუ რის საფუძველზე ითხოვდა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ამ შეჩერების გამოყენებას, თუმცა, ამ ეტაპამდე არ გვინახავს. სტრასბურგის სასამართლომ, ფაქტია, რომ საქმის განხილვამდე შეაჩერა საქმის აღსრულება, ანუ ჩვენ ამ ეტაპამდე არ გვექნება შესაძლებლობა მოვახდინოთ გადაწყვეტილების აღსრულება. უნდა დაველოდოთ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა განახლება საქართველოში პროცესის. ავტომატურად არ აუქმებს სტრასბურგის სასამართლო ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა სალიამ.

მისივე თქმით, ხალვაშის მხარის სამოქმედო გეგმა რა იქნება, ეს მსჯელობის შედეგად მიიღება. "სამოქმედო გეგმა ჩვენი მხრიდან ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, გადაწყვეტილება წარვადგინოთ საჯარო რეესტრში, თუმცა სახელმწიფოს აქვს აკრძალული განახორციელოს რაიმე ქმედება და, შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც, სანამ დავა არ იქნება გადაწყვეტილი, რაიმე კონკრეტულ ღონისძიებაზე ნაადრევი იქნება საუბარი. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს, კიდევ ერთხელ ვნახავთ, რა არის, შევისწავლით გადაწყვეტილებას და თუ არის შესაძლებელი რაიმე მოქმედების განხორციელება, შემდეგ ვიმსჯელებთ", - განაცხადა სალიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ