გაიცანით, 24 წლის ქართველი გოგონა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს

გაიცანით, 24 წლის ქართველი გოგონა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს

მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. ახლა უკვე 6 წელია მომსახურების სფეროშია. ბოლო 5 თვე კი თბილისში, ტაქსის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალი მძღოლია.

მერი მძლეური 24 წლის ავტომოყვარულია და უმაღლესი განათლების მისაღებად ახლა ემზადება. მერი "ბიზნესპრესნიუსს" თავის საქმიანობაზე, ავტომობილების სიყვარულსა და მისწრაფებებზე ესაუბრა.

გოგონა ტაქსის კომპანიაში მუშაობს მძღოლად. როგორც თავად ამბობს, მანქანის მართვის სიყვარულთან ერთად, ეს სამსახური მისთვის დამატებითი შემოსავალია.

"ტაქსის მძღოლად მუშაობა ჩემთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, ამჟამად Foodpanda-შიც ვმუშაობ, სადაც დელივერი რგოლის ერთ-ერთი მმართველი ვარ. ტაქსის მძღოლად მუშაობის დაწყებით ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა, ვერ გავაბედნიერე, მაგრამ ამ ამბავს გაგებით მოეკიდნენ. მეგობრებს არც გაკვირვებიათ, ვინაიდან მგონი უკვე მიჩვეული არიან ჩემს "არასტანდარტულ" გადაწყვეტილებებს. ტაქსიზე მუშაობას დიდ დროს ვერ ვუთმობ, კვირაში სულ რამდენიმე საათს ვმუშაობ. მგზავრებს, განსაკუთრებით გოგონებს, ძალიან უხარიათ, როცა საჭესთან გოგონა ხვდებათ და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება მეც მსიამოვნებს. სულ უფრო ხშირად ვგრძნობ, რომ მგონი საზოგადება მიხვდა, შრომა სათაკილო არ არის", - ამბობს მერი მძლეური "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი