მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის ლტოლვილებს?

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის ლტოლვილებს?

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმაც უნდა გაიხსნას. ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული,- განაცხადა კურცმა bild-თან ინტერვიუში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა.

"ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში.ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დევნილების მიღებასთან დაკავშირებულ განცხადებას რუსული მხარეც გამოეხმაურა.

"რია ნოვოსტისთან" საუბრისას, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა, რომ ეს ჯერჯერობით საქართველოს რეაციის შემოწმებაა, მაგრამ ამას შესაძლოა, უფრო კონრეტული წინადადებებიც მოჰყვეს. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."