დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - მამა გიორგი ითხოვს ზიარების მიღებას, რაც აკრძალული აქვს

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - მამა გიორგი ითხოვს ზიარების მიღებას, რაც აკრძალული აქვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ზიარების მიღებას ითხოვს, რაც მას ამ ეტაპზე აკრძალული აქვს, - ამის შესახებ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძე მეუფე თეოდორეს კურთხევით მოინახულა. როგორც მამა გიორგი თევდორაშვილმა აღნიშნა, დღეს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

"პირველ რიგში, ითხოვს წმინდა ზიარების მიღებას, რაც მას აკრძალული აქვს და იმედი მაქვს, მოგვცემენ უფლებას მამა გიორგის ზიარების. თავს ცნობს უდანაშაულოდ და ჩვენგან ითხოვს თანადგომას, ლოცვებში მოხსენიებას. იმედი მაქვს, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი მას ლოცვებში მოიხსენიებს. ჩვენი განსასჯელი არაა ის დამნაშავეა თუ არა. მამა გიორგი ამ შემთხვევაში განსაცდელშია და იმედი მაქვს, ამ განსაცდელიდან დროულად გამოვა", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ