სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი სოფელ ფლავში, საიდანაც გატაცებულ მამაკაცს გამოსასყიდად 120 ლარს სთხოვენ
რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი სოფელ ფლავში, საიდანაც გატაცებულ მამაკაცს გამოსასყიდად 120 ლარს სთხოვენ

"სამ­ხრეთ ოსე­თის" დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ე. წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფლა­ვის მცხოვ­რე­ბი, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კა­ხა­ბერ ქი­სიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის მი­ლი­ცი­ის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

კონ­კრე­ტუ­ლად, რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და და­კა­ვე­ბა და გა­დაკ­ვე­თა თუ არა 43 წლის ქი­სიშ­ვილ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თვითმხილ­ვე­ლე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. კა­ხა­ბერ ქი­სიშ­ვი­ლი ბო­ლოს თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა ფლა­ვის სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2 დღის წინ ნა­ხეს. სო­ფე­ლი ფლა­ვი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას ესა­ზღვრე­ბა. სა­საფ­ლაო კი სოფ­ლის გა­ნა­პი­რას მდე­ბა­რე­ობს და საკ­მა­ოდ ახ­ლოს არის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან.

ქი­სიშ­ვი­ლე­ბი უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ოჯახს არა­თუ ჯა­რი­მის გა­და­სახ­დე­ლი 2000 რუბ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 120 ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი), არა­მედ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი თან­ხა არ გა­აჩ­ნია. მათი სახ­ლი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - ოჯა­ხი ფაქ­ტობ­რი­ვად, ღია ცის ქვეშ ცხოვ­რობს. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ოჯახს შე­წყვე­ტი­ლი აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა.

და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დის მარო ქი­სიშ­ვი­ლის თქმით, ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და შემ­წე­ო­ბას იღებ­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა წევ­რმა თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა, სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბა მო­ეხ­სნა.

"მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩემს შვილს ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კა­ვე­ბი­სას სცე­მეს. გარ­და ამი­სა, მას ეპი­ლეფ­სი­აც აქვს და ხში­რად გულყრა ემარ­თე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ცხინ­ვა­ლის მი­ლი­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­უ­უ­ა­რეს­დე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი სახ­სრე­ბი არ გაგ­ვაჩ­ნია იმის­თვის, რომ მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხა გა­და­ვი­ხა­დოთ", - აცხა­დებს და­კა­ვე­ბუ­ლი კა­ხა­ბერ ქი­სიშ­ვი­ლის დედა.

მარო ქი­სიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი ოსუ­რი მხა­რის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სო­ფელ ოტ­რევ­ში ახ­ლო­ბელ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი გა­დაკ­ვე­თა, რის გა­მოც და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

ფოტო: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი სოფელ ფლავში, საიდანაც გატაცებულ მამაკაცს გამოსასყიდად 120 ლარს სთხოვენ

რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი სოფელ ფლავში, საიდანაც გატაცებულ მამაკაცს გამოსასყიდად 120 ლარს სთხოვენ

"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული კახაბერ ქისიშვილი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებული ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

კონკრეტულად, რა ტერიტორიაზე მოხდა დაკავება და გადაკვეთა თუ არა 43 წლის ქისიშვილმა საოკუპაციო ხაზი, ჯერჯერობით უცნობია იქიდან გამომდინარე, რომ თვითმხილველები არ არსებობენ. კახაბერ ქისიშვილი ბოლოს თანასოფლელებმა ფლავის სასაფლაოს ტერიტორიაზე 2 დღის წინ ნახეს. სოფელი ფლავი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. სასაფლაო კი სოფლის განაპირას მდებარეობს და საკმაოდ ახლოს არის საოკუპაციო ხაზთან.

ქისიშვილები უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ოჯახს არათუ ჯარიმის გადასახდელი 2000 რუბლი (დაახლოებით 120 ლარის ექვივალენტი), არამედ ელემენტარული საჭიროებებისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნია. მათი სახლი სავალალო მდგომარეობაშია - ოჯახი ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ოჯახს შეწყვეტილი აქვს სოციალური დახმარება.

დაკავებულის დედის მარო ქისიშვილის თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და შემწეობას იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თურქეთის მიმართულებით საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, სოციალური შემწეობა მოეხსნა.

"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემს შვილს ტვინის შერყევა აქვს. სავარაუდოდ, დაკავებისას სცემეს. გარდა ამისა, მას ეპილეფსიაც აქვს და ხშირად გულყრა ემართება. ვფიქრობ, რომ ცხინვალის მილიციაში ყოფნისას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუუარესდება. აბსოლუტურად არანაირი სახსრები არ გაგვაჩნია იმისთვის, რომ მოთხოვნილი თანხა გადავიხადოთ", - აცხადებს დაკავებული კახაბერ ქისიშვილის დედა.

მარო ქისიშვილის ინფორმაციით, მისი შვილი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ოტრევში ახლობელთან იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა, რის გამოც დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ფოტო: ია თინიკაშვილი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა