რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქარველო შეძრა. ცნობილ ტელეწამყვანს მაია ასათიანს 18 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. ნუცა მახვილაძე მენინგოკოკურმა ინფექციამ იმსხვერპლა. ტელეწამყვანს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი უსამძიმრებდა. მაია ასათიანის ტრაგედიას ემოციური პოსტით გამოეხმაურა პიანისტი თათია შარანგია.
"დღეს ყველა ქართველისთვის მძიმე დღეა.... ტკივილით სავსე... არა მარტო ქართველისთვის, ნუცამ მოასწრო და მოახერხა ფრანგებს შეაყვარა თავი, მოასწრო რომ ამერიკული უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტის შთაგონება და მოტივაცია გახდა.... მე არვიცი როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი მაია ამ დანაკლისს. მისი ოჯახის წევრები.... მაგრამ იცით სულ რაზე მეფიქრება? რამდენი ადამიანი ცხოვრობს ხანგრძლივ ცხოვრებას და რჩება მისგან არაფერი... ნუცამ დატოვა ინდივიდუალური სახელი, ნიჭი, სიყვარული, მზე, მუდმივი მონატრება მისი... ამას ქვია კვალი დატოვა.... ამაყია მისი მშობლები!!! მხოლოდ ერთმა ღმერთმა იცის რატომ შეიძლება ხდებოდეს ასეთი ამოუხსნელი ტკივილები, ასეთი უსამართლო გულის გახეთქვა, ასეთი კანონზომიერების დარღვევა, ჩვენ-ჩვეულებრივი ადამიანები ვერასოდეს გავცემთ ამ კითხვებს პასუხს. მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემთვის სახელი ნუცა გახდა სითბოს და სიყვარულის სახელი... მზიანი და ბრჭყვიალა გოგოსი... ყველა მისნაირი გულანთებული, ყველა მისნაირი ნათელი ადამიანის ანგელოზია ნუცა!!!
მისი დედიკოს გვერდით ვართ და ვიქნებით მთელი საქართველო!!!! მე ერთხელ არ შევალ ეკლესიაში ისე, რომ ნუცას ხსოვნას არ დავუნთო სახელი!!!! ყველა წავალთ ერთ დღეს და კარგი იქნება კი არ გავქრეთ ისე თითქოს არც არასდროს ვყოფილვართ, ამხელა სიყვარული და დანაკლისი, ამხელა საკუთარი ღირსება დავტოვოთ ამ ქვეყნად როგორც ამ პატარა მზესავით გოგომ შეძლო!!!! ნ უ ც ა !!!", - წერს შარანგია.
წაიკითხეთ: "პარიზში, მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმე ნუცას... გოგოს, რომელიც სულ იღიმოდა"