"სასჯელაღსრულების დაწესებულების მსგავსი ოთახებია" - რატომ აბრუნებენ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეებს

"სასჯელაღსრულების დაწესებულების მსგავსი ოთახებია" - რატომ აბრუნებენ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელთაც ისრაელში ტურისტული ვიზიტი, სამუშაო შეხვედრა ან რაიმე სხვა აქტივობა ჰქონდათ დაგეგმილი, მესაზღვეებმა უკან მოაბრუნეს. მოქალაქეების თქმით, მათ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, თუმცა მესაზღვრეებმა არაფერი აუხსნეს და რამდენიმე დღე ჯერ საემიგრაციო დაწესებულებაში გაატარებინეს, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნეს.

ლევანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ისრაელში ტურისტული ვიზიტით ჩაფრინდა და უკან გამოაბრუნეს. მისი თქმით, მესაზღვრეეებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ ისრაელისთვის არასასურველი სტუმარი იყო და "ქართველებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ისრაელში დაესვენათ".

"არაფერს არ გიხსნიან, აეროპორტიდან პირდაპირ საემიგრაციო სამსახურში გადაყავხარ. ჩვეულებრივი სასჯელაღსრულების დაწესებულების მსგავსი ოთახებია და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირები სხედან. პირველ სართულზე კაცები ვიყავით, მეორე სართულზე ქალები და ბავშვები.

წყლისა და საკების მიწოდების დრო განსაზღვრულია, ჩაკეტილი ხარ, გარეთ არ გიშვებენ, საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს როდესაც მოუნდებოდათ, მაშინ გვაქცევდნენ ყურადღებას. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი