სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი ანდრიაძე - თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას დავტოვებ
გიორგი ანდრიაძე - თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას დავტოვებ

მა­ს­მე­დი­ას შე­უძ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­და­ა­მოწ­მოს მე­უ­ფე პეტ­რეს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ე.წ. რძე­ზე, ყველ­ზე და კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ზე, რო­მელ­საც მისი სუ­ლი­ე­რი ძმე­ბი - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ეწე­ოდ­ნენ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტის, პეტ­რეს გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც მე­უ­ფემ გუ­შინ გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ მე­უ­ფე პეტ­რემ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. ან­დრი­ა­ძის თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­მელ­ზეც მე­უ­ფე სა­უბ­რობ­და, იგი სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ას ქმნი­და და ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი იყო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"გუ­შინ მე­უ­ფე პეტ­რემ გა­ავ­რცე­ლა ცი­ლის­წა­მე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი. ეტყო­ბა, არც მეშ­ვი­დე მცნე­ბა იცის – ცილი არ უნდა დას­წა­მო, არც ის იცის, რომ ტყუ­ილს მოკ­ლე ფეხი აქვს. ვთხოვ მა­ს­მე­დი­ას, შე­უძ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­და­ა­მოწ­მონ მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ე. წ. რძე­ზე, ყველ­ზე და კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ზე, რო­მელ­საც მისი სუ­ლი­ე­რი ძმე­ბი - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ეწე­ოდ­ნენ. ამ პე­რი­ოდ­ში მე ვა­კე­თებ­დი სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ას, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც მე ვარ და ორი წელი ვი­ყა­ვი მისი დი­რექ­ტო­რი. რა­დი­ოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც მე ვარ. მე ამ კუ­თხით ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ვინ ახორ­ცი­ე­ლებ­და, ძა­ლი­ან იოლი და­სად­გე­ნია. თუ 1% მა­ინც იქ­ნე­ბა სი­ნამ­დვი­ლე, რაც პირ­და­პირ ეთერ­ში მე­უ­ფე პეტ­რემ იბო­დი­ა­ლა, ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბას (მე ბევ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა მაქვს აქ) დავ­ტო­ვებ. ეს არის მოკ­ლე პა­სუ­ხი, ვი­საც უნდა სი­მარ­თლე გა­ი­გოს. ქურ­დე­ბის თემა კი­დევ სა­ერ­თოდ კო­მი­კუ­რი ჟან­რი­დან არის. მა­ინ­ტე­რე­სებს, ფულს პატ­რი­არ­ქის სე­ი­ფი­დან ვი­პა­რავ­დი, თუ ვაგ­ზლის ჯი­ბის ქურ­დი ვი­ყა­ვი?", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე პეტ­რე 2009 წელს პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის მო­წამ­ვლა­ზე სა­უბ­რობს. ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე პეტ­რემ "იმე­დის დრო­ში" ისა­უბ­რა.

"როცა 2009 წელს, ნი­ნო­ო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წინა დღეს, პატ­რი­არ­ქი შეხ­ვდა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, მე ვეს­წრე­ბო­დი ამ შეხ­ვედ­რას. გვმას­პინ­ძლობ­და, გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქალ­ბა­ტო­ნი (შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი), პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რან­ტი, პრე­ზი­დენ­ტი იღებს ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბულს - ღვი­ნოს, სას­მისს, ყა­ვას, საჭ­მელს, ასე ვთქვათ პატ­რი­არ­ქის ულუ­ფა­საც თვი­თონ ჭამს, მე­ო­რე დღეს პატ­რი­არ­ქი ხდე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დად, ერთი სა­ა­თი იყო უკონ­ტრო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნი­ნო­ო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, როცა მე წირ­ვის შემ­დეგ დავ­ბრუნ­დი სა­პატ­რი­არ­ქო­ში და შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში. მა­შინ, ე.წ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი კა­კა­ბა­ძე, ე.წ სა­პატ­რი­არ­ქოს უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი არამ­ზა­და გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე, თუ გა­იხ­სე­ნებთ 2009 წლის იან­ვრის პრე­სას, პირ­და­პირ წერ­დნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მო­წამ­ლა პატ­რი­არ­ქი. მაგ­რამ მა­შინ არ ეყო გამ­ბე­და­ო­ბა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა ეს ფაქ­ტი. მე იმე­დი მაქვს ამ ჯერ­ზე მა­ინც იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი ანდრიაძე - თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას დავტოვებ

გიორგი ანდრიაძე - თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას დავტოვებ

მასმედიას შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმოს მეუფე პეტრეს მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე.წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები - "ნაციონალები" ეწეოდნენ, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს განცხადებებს, რომელიც მეუფემ გუშინ გააკეთა.

მისივე თქმით, გუშინ მეუფე პეტრემ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. ანდრიაძის თქმით, იმ პერიოდში, რომელზეც მეუფე საუბრობდა, იგი საპატრიარქოს ტელევიზიას ქმნიდა და ამ ტელევიზიის დირექტორი იყო ორი წლის განმავლობაში.

"გუშინ მეუფე პეტრემ გაავრცელა ცილისწამების კორიანტელი. ეტყობა, არც მეშვიდე მცნება იცის – ცილი არ უნდა დასწამო, არც ის იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ვთხოვ მასმედიას, შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმონ მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე. წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები - "ნაციონალები" ეწეოდნენ. ამ პერიოდში მე ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზიას, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ და ორი წელი ვიყავი მისი დირექტორი. რადიოს დამფუძნებელიც მე ვარ. მე ამ კუთხით ვსაქმიანობდი, კომერციულ საქმიანობას ვინ ახორციელებდა, ძალიან იოლი დასადგენია. თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას (მე ბევრი თანამდებობა მაქვს აქ) დავტოვებ. ეს არის მოკლე პასუხი, ვისაც უნდა სიმართლე გაიგოს. ქურდების თემა კიდევ საერთოდ კომიკური ჟანრიდან არის. მაინტერესებს, ფულს პატრიარქის სეიფიდან ვიპარავდი, თუ ვაგზლის ჯიბის ქურდი ვიყავი?", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

იხილეთ ვიდეო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე 2009 წელს პატრიარქის, ილია მეორის მოწამვლაზე საუბრობს. ამის შესახებ მეუფე პეტრემ "იმედის დროში" ისაუბრა.

"როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს - ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი