სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მისი მთელი ქონება და ცხოვრება მხოლოდ მისი ტანსაცმელია, მეტი არაფერი" - ვინ არის შორენა თეთრუაშვილი
"მისი მთელი ქონება და ცხოვრება მხოლოდ მისი ტანსაცმელია, მეტი არაფერი" - ვინ არის შორენა თეთრუაშვილი

იმ ბრალ­დე­ბე­ბის ფონ­ზე, რაც ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტის შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ის­მის, ცხა­დია, მეტი ინ­ტე­რე­სი ჩნდე­ბა, მარ­თლაც, რე­ა­ლუ­რად ვინ არის ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა.

როცა მას­ზე ერთ-ერთი მიტ­რო­პო­ლი­ტის და სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ის­მის ფრა­ზე­ბი - "რუხი კარ­დი­ნა­ლი", "სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ქალი", ქალი, რო­მე­ლიც მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს, "რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირს, და­ვა­ლე­ბე­ბის კარ­გად შემ­სრუ­ლებ­ლებს ოქ­როს თევზს ეძა­ხის", ჩნდე­ბა კი­თხვა რე­ა­ლუ­რად, ვინ არის შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი. შე­ვე­ცა­დეთ, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, ვი­საც თეთ­რუ­აშ­ვილ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ჰქო­ნია და იც­ნობს.

პატ­რი­არ­ქის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ჟვა­ნია შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს თით­ქმის 30 წე­ლია იც­ნობს. ჟვა­ნი­ას თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია მის აბ­სო­ლუ­ტურ უფ­ლე­ბებ­სა და მმარ­თვე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ამის მა­გა­ლი­თად რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა მოჰ­ყავს:

"ამ ადა­მი­ან­მა ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში თქვა უარი სა­კუ­თარ თავ­ზე. სა­ე­რო პი­რია, მაგ­რამ ცხოვ­რობს მწი­რად. და­ახ­ლო­ე­ბით 17-18 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი ბინა, რო­მე­ლიც დედ-მა­მის­გან დარ­ჩა და რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან მდე­ბა­რე­ობს (პრაქ­ტი­კუ­ლად ქოხ­მა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში), მი­ა­ტო­ვა და სა­პატ­რი­არ­ქო­ში და­სახ­ლდა. დიახ, ერ­თა­დერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა - დე­დის­გან და მა­მის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ნა­თე­სა­ვის ოჯახს და­უთ­მო... თა­ვი­სი მი­სა­ღე­ბი, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს ერთი პა­ტა­რა ოთა­ხია, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (მისი სამ­დივ­ნოს ოთა­ხი) გა­და­ტიხ­რუ­ლი ჰქონ­და "დე­ეს­პე­თი", სა­დაც მხო­ლოდ სა­წო­ლი ეტე­ო­და. შო­რე­ნას მთე­ლი ქო­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი ტან­საც­მე­ლია, მეტი არა­ფე­რი.

- სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ აქვს?

- არას­დროს ყო­ფი­ლა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. არის უწ­მინ­დე­სის სუ­ლი­ე­რი შვი­ლი, ისე­ვე რო­გორც მე და ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი. რომ გი­თხრათ, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა-მეთ­ქი, რომ­ლის მსგავ­სი გარ­შე­მო სხვას არ აქვს, ასე არ არის, მაგ­რამ რა ენერ­გი­აც აქვს, მთლი­ა­ნად უწ­მინ­დე­სის სა­მუ­შაო გრა­ფიკს ახ­მარს. ის პატ­რი­არ­ქის ყო­ველ­დღი­ურ გრა­ფიკს ად­გენს, ეხე­ბა წე­რი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, კო­რეს­პონ­დენ­ცი­ის წარ­მარ­თვა, კან­ცე­ლა­რი­ის კონ­ტრო­ლი, უწ­მინ­დეს­თან შე­სუ­ლი და მის­გან გა­სუ­ლი კო­რეს­პონ­დენ­ცი­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. გა­ნათ­ლე­ბით ფი­ლო­ლო­გია, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ო­და, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მოს­ვლამ­დე და მე­რეც, სა­ნამ სა­პატ­რი­არ­ქო შე­და­რე­ბით პა­ტა­რა იყო და პი­რა­დად მას ნაკ­ლე­ბი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. მე სა­პატ­რი­არ­ქო­ში 1988 წელი მი­ვე­დი და შო­რე­ნა უკვე იქ იყო.

- ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე მისი არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო პორ­ტრე­ტი და­ი­ხა­ტა... რას გვე­ტყვით, მარ­თლაც მკაც­რი ქალ­ბა­ტო­ნია?

- რაც შე­ე­ხე­ბა შო­რე­ნას მიერ სა­პატ­რი­არ­ქოს კონ­ტროლს, მო­გახ­სე­ნებთ იმას, რაც ჩემი მხრი­დან, რო­გორც პატ­რი­არ­ქის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა შე­მიძ­ლია ვთქვა - ამ ფონდში თით­ქმის 7-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის მან­ძილ­ზე, ერთი შემ­თხვე­ვაც არ მახ­სოვს, შო­რე­ნა ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­უ­ლი­ყოს, მი­თი­თე­ბის, სურ­ვი­ლის დო­ნე­ზეც კი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ ავ­წონ-დავ­წო­ნო, ალ­ბათ ხში­რად ცი­ლიც კი და­მი­წა­მე­ბია მის­თვის, რაც მი­ღი­ა­რე­ბია მერე.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- რა­ღაც სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა მცდა­რად და მკაც­რა­დაც მოვ­ქცე­ვი­ვარ. ამას იმის პა­სუ­ხად გე­უბ­ნე­ბით, როცა მკი­თხეთ, - არის თუ არა მკაც­რი ქალ­ბა­ტო­ნი? უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გე­ტყვით, რაც ჩვენს სამ­სა­ხუ­რებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბას და­გა­ნახ­ვებთ: და­ვუშ­ვათ, უწ­მინ­დეს­თან რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვგეგ­მავ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ დღის 1-ელ სა­ათ­ზე ჩა­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა შო­რე­ნას სა­ღა­მოს 6-7-ზე გა­და­უ­ტა­ნია. რა­ზეც ცხა­დია, გვი­კა­მა­თია, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია და ამით იმას ვერ ვი­ტყვი, რომ მას გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა აქვს. შო­რე­ნას აქვს უფ­ლე­ბა, უწ­მინ­დე­სის და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით შე­ად­გი­ნოს პატ­რი­არ­ქის გან­რი­გი. თუ პირ­ველ სა­ათ­ზე ჩა­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა სა­ღა­მოს გა­და­უ­ტა­ნია, ეს იმის გამო, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუ­მა­რი მო­სუ­ლა პატ­რი­არ­ქთან. საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია უწ­მინ­დე­სის გრა­ფი­კი, ალ­ბათ უფრო რთუ­ლი, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ან რო­მე­ლი­მე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის.

ასე რომ, გრა­ფი­კის ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხში­რად მომ­სვლია უთან­ხმო­ე­ბა, გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, არა­და, ეს მისი უფ­ლე­ბაა. მოკ­ლედ და გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, მე უფრო შევჭრილ­ვარ მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში, ვიდ­რე ის ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­უძ­ლე­ბე­ლია მის აბ­სო­ლუ­ტურ უფ­ლე­ბებ­სა და მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო... სა­ბო­ლო­ოდ კი ასეთ რა­მეს გე­ტყვით, - არ იქ­ნე­ბა შო­რე­ნა? იქ­ნე­ბა ნინო. არ იქ­ნე­ბა ნინო? იქ­ნე­ბა თა­მა­რი და ა.შ.

ადა­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დღე­ებ­ში ამ ქალ­ბა­ტონ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხვაგ­ვარ მო­საზ­რე­ბებს ის­მე­ნენ და კი­თხუ­ლო­ბენ (მათ შო­რის, ერთი მღვდელმთავ­რის მიერ გა­მოთ­ქმულს), მინ­და ვუ­თხრა: არ დაბ­რკოლ­დნენ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ზუს­ტად და კარ­გად ყვე­ლა­ფე­რი. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სი­ტყვე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ, მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თავ­და­დე­ბუ­ლია თა­ვის სუ­ლი­ე­რი მა­მის­თვის.

- დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­ლა­ძეს ბრალ­ში სა­უ­ბა­რია პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენტ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე. პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ "ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა ამა­ყი უნდა იყოს, რომ ერ­თგუ­ლე­ბის­თვის გა­წი­რეს სა­სიკ­ვდი­ლოდ"...

- ის ფა­ნა­ტი­კო­სი არ არის. არის ერ­თგუ­ლი ისე, რო­გორც სა­ჭი­როა და შე­უძ­ლია უწ­მინ­დე­სის სიყ­ვა­რუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ჩვენ ხში­რად ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ანცი ბავ­შვე­ბი­ვით ვიქ­ცე­ვით, ხან­და­ხან ვსარ­გებ­ლობთ მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ვსარ­გებ­ლობთ მისი მიმ­ტე­ვე­ბე­ლი, ღრმა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღვთი­უ­რი ბუ­ნე­ბით. სა­კუ­თარ თავ­ზეც მო­გახ­სე­ნებთ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის გარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის უწ­მინ­დეს­თან მსა­ხუ­რე­ბა და მის გვერ­დში ყოფ­ნა. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ნატ­რობს, თუნ­დაც შო­რი­დან იხი­ლოს ის, მისი ლოც­ვა-კურ­თხე­ვა შო­რი­დან მა­ინც მი­ი­ღოს. ჩვენ ამით ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ხან­და­ხან არ ვა­ფა­სებთ...

არა­ვინ და არა­ფე­რი მსჯის, როცა ვამ­ბობ, რომ შო­რე­ნა გა­და­გე­ბუ­ლია მთლი­ა­ნად გუ­ლით იმ საქ­მე­ზე, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ღა­მის 4 სა­ათ­ზე და­უ­რე­კავს, უკი­თხავს: - სად ხარ? მძი­ნავს, შო­რე­ნა და მაქვს ამის უფ­ლე­ბა! თუმ­ცა ის ამ დროს შე­იძ­ლე­ბა პატ­რი­არ­ქის­თვის მე­ო­რე დღის გრა­ფიკს გეგ­მავ­დეს... თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში მას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შეც მქო­ნია უწ­მინ­დეს­თან შეხ­ვედ­რა.

- რო­გორ?

- უწ­მინ­დეს ჰყავს თა­ნა­მე­კე­ლიე, არ­ქი­მან­რი­ტი მამა და­ვით ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, ასე­ვე თავ­და­დე­ბუ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი და ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, მა­საც გა­და­დე­ბუ­ლი აქვს თავი და ემ­სა­ხუ­რე­ბა პატ­რი­არ­ქს. სწო­რედ მას­თან შე­თან­ხმე­ბით მოვ­ხვედ­რილ­ვარ პატ­რი­არ­ქთან და შო­რე­ნას არც სცოდ­ნია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მე­უ­ფე პეტ­რემ რა­ტომ გა­ა­კე­თა სა­ჯა­როდ ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ და მო­ვის­მი­ნეთ?

- თქვე­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­თვის იძ­ლე­ვა მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას გო­ნი­ე­რი ადა­მი­ნე­ბის­თვის. ამი­ტომ, მივ­ცეთ სა­ზო­დო­ე­ბას იმის უფ­ლე­ბა, თა­ვად გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს ყვე­ლა­ფე­რი. თქვე­ნი მკი­თხვე­ლი საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რია. ჩემი ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, დიდი მარ­ხვა იწყე­ბა და არ ჩავ­ვარ­დეთ გან­კი­თხვა­ში. მოდი, ბოლო პე­რი­ო­დის უმ­ძი­მე­სი ამ­ბე­ბი ისე გა­და­ვი­ტა­ნოთ, რომ არ და­ვა­ზი­ა­ნოთ არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და არც საფრ­თხე შე­ექ­მნას ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას.

ერთ-ერთი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც მიტ­რო­პო­ლიტ­მა პეტ­რე ცა­ა­ვამ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­აჟ­ღე­რა, ეხე­ბა სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის­თვის ჩა­მორ­თმე­ულ სახ­ლს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ სა­პატ­რი­არ­ქოს გა­დას­ცა. მიტ­რო­პო­ლი­ტის თქმით, იქ მე­ძა­ვე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და ამის შე­სა­ხებ კარ­გად იცო­და შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­მა.

"სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მის ოჯახს სახ­ლი სა­მარ­ცხვი­ნოდ ჩა­მო­არ­თვეს და უზურფრუქ­ტით გა­და­ე­ცა სა­პატ­რი­არ­ქოს... სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნას ერთ-ერთი "ოქ­როს თევ­ზის" დახ­მა­რე­ბით, აქ ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ვი­თომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას ეწე­ო­და და თვი­თონ სულ­ხა­ნის თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში იქ ცხოვ­რობ­დნენ მე­ძა­ვე­ბი გა­მო­ძა­ხე­ბით. სახ­ლს კი ეწე­რა "სა­პატ­რი­არ­ქოს სახ­ლი ნო­მე­რი 3" - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კახა ჯა­ნაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე პოს­ტი და ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ჯა­ნაშ­ვი­ლის თქმით, მო­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ სახ­ლში დე­და­თა და ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფა­რია, რა­საც მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც მოწ­მობს:

"სა­პატ­რი­არ­ქო სახ­ლი ნო­მე­რი 3. ეს არის "მე­ძა­ვე­ბით" სავ­სე სახ­ლი?! ფუიი, შენი ნა­მუ­სი რა ვთქვი, პეტ­რე. ეს არის წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა და ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფა­რი. ღმერ­თმა გა­პა­ტი­ოთ თქვე­ნი უგ­ნუ­რე­ბა!" - წერს ფე­ის­ბუქ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­მა­უ­რებს თე­ო­ლო­გი, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი გი­ორ­გი ტი­გი­ნაშ­ვი­ლი. რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, პატ­რი­არ­ქის გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლამ­დე სა­პატ­რი­არ­ქო­დან გაქ­რა უწ­მინ­დე­სის ფაქ­სი­მი­ლე. "რო­გორც ამ­ბო­ბენ, უნდა შედ­გე­ნი­ლი­ყო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უწ­მინ­დე­სის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ხელ­მო­წე­რით წა­რედ­გი­ნე­ბო­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში" - ამ­ბობს ტი­გი­ნაშ­ვი­ლი.

თე­ო­ლოგს ვკი­თხეთ, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს ხმე­ბი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის "გა­ნუ­სა­ზღვრელ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე" და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნამ­დვი­ლად ფლობ­დეს ის მსგავს უფ­ლე­ბებს:

"ვფიქ­რობ, ქალ­ბა­ტონ შო­რე­ნას დიდი ღვაწ­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უ­ძღვის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე და ისიც ცხა­დია, რომ შეც­დო­მე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა რო­დე­საც ამ პი­როვ­ნე­ბის გარ­შე­მო მუდ­მი­ვად აპე­ლი­რე­ბა ხდე­ბა, რომ თით­ქოს და, ის ეკ­ლე­სი­ა­ში წარ­მო­ად­გენს საფრ­თხის შემ­ცველ ძა­ლას, - ეს გაზ­ვი­ა­დე­ბა და უტ­რი­რე­ბა მგო­ნია, რად­გა­ნაც მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ქმე­დე­ბე­ბი ნა­კარ­ნა­ხე­ვია მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით. ამი­ტომ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ქალს ისე­თი სუ­ვე­რე­ნუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და კად­ნი­ე­რე­ბა ჰქონ­დეს, რომ რა­ი­მე სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა (ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, მმარ­ვე­ლო­ბი­თი) კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მიღ­მა მი­ი­ღოს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამას სა­პატ­რი­არ­ქოც ადას­ტუ­რებს, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნი­სონ­ში მოქ­მე­დებს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან, მის ნე­ბას­თან, შე­ხე­დუ­ლე­ბას­თან და გან­წყო­ბას­თან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თგვა­რი ფა­რია და მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი ყო­ვე­ლი პრე­ტენ­ზია, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და კრი­ტი­კა, ირი­ბად კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ეკუთ­ვნის.

მეტ­საც გე­ტყვით, ქალ­ბა­ტონ შო­რე­ნას ჩემს პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში ვაკ­რი­ტი­კებ­დი, სა­დაც ვე­ხე­ბო­დი სის­ტე­მურ რე­ჟიმს, არა­მარ­თლზო­მი­ერ მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც შე­უ­ფე­რე­ბე­ლია სა­ეკ­ლე­სიო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნას პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა, თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა ხში­რად წარ­მო­ჩე­ნი­ლა სხვა­დას­ხვა კონფრონ­ტა­ცი­ის, ან­ტა­გო­ნიზ­მი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში. შე­ფა­სე­ბი­სას არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. კრი­ტი­კა პო­ზი­ტი­უ­რი და ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბას ნიშ­ნავს და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვმსჯე­ლობ. ამი­ტომ რაც მას და­დე­ბი­თი აქვს, ვამ­ბობ...

მისი ყოვ­ლად უსამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბა, მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რეს მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ქალ­ბა­ტონ შო­რე­ნას მი­სა­მარ­თით უსა­ფუძ­ვლოა, რად­გა­ნაც კარ­გად ვი­ცით, რო­გო­რი წე­სით მოქ­მე­დებს და რო­გორ ვერ­ტი­კალ­ზეა აგე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ფორ­მა­ცია ეკ­ლე­სი­ა­ში. ამი­ტომ, უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მე­უ­ფე პეტ­რეს შე­კი­თხვე­ბი კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მი­სა­მარ­თით ჰქო­ნო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას და­იმ­სა­ხუ­რებს არა იმი­ტომ, რომ ეს კი­თხვე­ბი ლე­გი­ტი­მუ­რი და ლო­გი­კუ­რია, არა­მედ იმი­ტომ, რომ გულ­წრფე­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და. მაგ­რამ, რო­დე­საც ცდი­ლობს, ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნოს ქალ­ბა­ტონ შო­რე­ნა­ზე და ცხა­დია, იცის, ამ ყვე­ლაფ­რის უკან, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რა ლოც­ვა-კურ­თხე­ვაა, მმარ­თვე­ლო­ბა­ში რა სის­ტე­მუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბა, მა­შინ სა­კი­თხი სხვაგ­ვა­რად ფას­დე­ბა.

ქალ­ბა­ტონ შო­რე­ნას არ აქვს ისე­თი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­გორც კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს, ემ­სა­ხუ­რე­ბა, ით­ვა­ლის­წი­ნებს სამ­ღვდე­ლო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს.

- რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნეთ, პატ­რი­არ­ქის გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლამ­დე სა­პატ­რი­არ­ქო­დან გაქ­რა უწ­მინ­დე­სის ფაქ­სი­მი­ლე. რო­გორ ფიქ­რობთ, ვისი ხელი შე­იძ­ლე­ბა ერი­ოს ამა­ში?

- არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი სა­უ­ბა­რი არ მჩვე­ვია და ძა­ლი­ან რთუ­ლია დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­დე­საც ეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, თავს შე­ვი­კა­ვებ პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბის­გან, მაგ­რამ თუკი და­ვუშ­ვებთ და ლო­გი­კურ სუ­რათს დავ­სა­ხავთ, ეს უნდა აწყობ­დეს იმას, ვინც გა­რე­უ­ლია ლიკ­ვი­და­ცი­ის ჯგუ­ფურ სამ­ზა­დის­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ჭირს ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბა, ეს გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ ლო­გი­კუ­რი ბმა უნდა წარ­მო­იდ­გი­ნონ. ეჭვი მაქვს, მაგ­რამ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა ამის გა­ცხა­დე­ბა, რად­გა­ნაც ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ. რო­გორც წესი, თუკი ამ სის­ტე­მა­სა და გა­რე­მო­ში მოქ­მე­დებს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს მათ კი­სერ­ზე იყოს. თუმ­ცა, და­ბე­ჯი­თე­ბით ვერ და­ვამ­ტკი­ცებ.

- ეს ფაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მო­წამ­ვლის ვერ­სი­ას?

- რთუ­ლია და ესეც გა­მო­ძი­ე­ბის სფე­როა და თან, ამა­ში ხელ­ჩა­სა­ჭიდ ჯაჭვს ვერ გა­მოვ­კვე­თავ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მისი მთელი ქონება და ცხოვრება მხოლოდ მისი ტანსაცმელია, მეტი არაფერი" - ვინ არის შორენა თეთრუაშვილი

"მისი მთელი ქონება და ცხოვრება მხოლოდ მისი ტანსაცმელია, მეტი არაფერი" - ვინ არის შორენა თეთრუაშვილი

იმ ბრალდებების ფონზე, რაც ბოლო დროს საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მისამართით ისმის, ცხადია, მეტი ინტერესი ჩნდება, მართლაც, რეალურად ვინ არის ეს ქალბატონი, რომელზეც ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

როცა მასზე ერთ-ერთი მიტროპოლიტის და სხვადასხვა მედიასაშუალებებით ისმის ფრაზები - "რუხი კარდინალი", "საპატრიარქოში განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ქალი", ქალი, რომელიც მისი გარემოცვის წევრებს, "რამდენიმე სასულიერო პირს, დავალებების კარგად შემსრულებლებს ოქროს თევზს ეძახის", ჩნდება კითხვა რეალურად, ვინ არის შორენა თეთრუაშვილი. შევეცადეთ, მის შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან მოგვეპოვებინა, ვისაც თეთრუაშვილთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, ჰქონია და იცნობს.

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია შორენა თეთრუაშვილს თითქმის 30 წელია იცნობს. ჟვანიას თქმით, შეუძლებელია მის აბსოლუტურ უფლებებსა და მმართველობაზე საუბარი და ამის მაგალითად რამდენიმე შემთხვევა მოჰყავს:

"ამ ადამიანმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში თქვა უარი საკუთარ თავზე. საერო პირია, მაგრამ ცხოვრობს მწირად. დაახლოებით 17-18 წელიწადზე მეტია, რაც თავისი ერთადერთი ბინა, რომელიც დედ-მამისგან დარჩა და რომელიც სპორტის სასახლის უკან მდებარეობს (პრაქტიკულად ქოხმახის მდგომარეობაში), მიატოვა და საპატრიარქოში დასახლდა. დიახ, ერთადერთი უძრავი ქონება - დედისგან და მამისგან დატოვებული სახლი, მრავალშვილიანი ნათესავის ოჯახს დაუთმო... თავისი მისაღები, რომელიც საპატრიარქოს ერთი პატარა ოთახია, 10 წლის განმავლობაში (მისი სამდივნოს ოთახი) გადატიხრული ჰქონდა "დეესპეთი", სადაც მხოლოდ საწოლი ეტეოდა. შორენას მთელი ქონება და ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ მისი ტანსაცმელია, მეტი არაფერი.

- საკუთარი ოჯახი არ აქვს?

- არასდროს ყოფილა დაოჯახებული. არის უწმინდესის სულიერი შვილი, ისევე როგორც მე და ბევრი სხვა ადამიანი. რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა-მეთქი, რომლის მსგავსი გარშემო სხვას არ აქვს, ასე არ არის, მაგრამ რა ენერგიაც აქვს, მთლიანად უწმინდესის სამუშაო გრაფიკს ახმარს. ის პატრიარქის ყოველდღიურ გრაფიკს ადგენს, ეხება წერილების მომზადება, კორესპონდენციის წარმართვა, კანცელარიის კონტროლი, უწმინდესთან შესული და მისგან გასული კორესპონდენციების მოგვარება. განათლებით ფილოლოგია, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, საპატრიარქოში მოსვლამდე და მერეც, სანამ საპატრიარქო შედარებით პატარა იყო და პირადად მას ნაკლები დატვირთვა ჰქონდა. მე საპატრიარქოში 1988 წელი მივედი და შორენა უკვე იქ იყო.

- ბოლო დღეების მანძილზე მისი არც ისე სახარბიელო პორტრეტი დაიხატა... რას გვეტყვით, მართლაც მკაცრი ქალბატონია?

- რაც შეეხება შორენას მიერ საპატრიარქოს კონტროლს, მოგახსენებთ იმას, რაც ჩემი მხრიდან, როგორც პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა შემიძლია ვთქვა - ამ ფონდში თითქმის 7-წლიანი მუშაობის მანძილზე, ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, შორენა ჩვენს საქმიანობაში ჩარეულიყოს, მითითების, სურვილის დონეზეც კი. ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში რომ ავწონ-დავწონო, ალბათ ხშირად ცილიც კი დამიწამებია მისთვის, რაც მიღიარებია მერე.

- რას გულისხმობთ?

- რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მცდარად და მკაცრადაც მოვქცევივარ. ამას იმის პასუხად გეუბნებით, როცა მკითხეთ, - არის თუ არა მკაცრი ქალბატონი? უფრო კონკრეტულად გეტყვით, რაც ჩვენს სამსახურებრივ ურთიერთობას დაგანახვებთ: დავუშვათ, უწმინდესთან რაღაც ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავ. ყოფილა შემთხვევა, რომ დღის 1-ელ საათზე ჩანიშნული შეხვედრა შორენას საღამოს 6-7-ზე გადაუტანია. რაზეც ცხადია, გვიკამათია, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამით იმას ვერ ვიტყვი, რომ მას განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. შორენას აქვს უფლება, უწმინდესის დაკავებულობის მიხედვით შეადგინოს პატრიარქის განრიგი. თუ პირველ საათზე ჩანიშნული შეხვედრა საღამოს გადაუტანია, ეს იმის გამო, რომ მოულოდნელად უფრო მნიშვნელოვანი სტუმარი მოსულა პატრიარქთან. საკმაოდ დატვირთულია უწმინდესის გრაფიკი, ალბათ უფრო რთული, ვიდრე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ან რომელიმე სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენლის.

ასე რომ, გრაფიკის ცვლილებებთან დაკავშირებით, ხშირად მომსვლია უთანხმოება, გავბრაზებულვარ, არადა, ეს მისი უფლებაა. მოკლედ და გულწრფელად რომ გითხრათ, მე უფრო შევჭრილვარ მის კომპეტენციაში, ვიდრე ის ჩემს კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მის აბსოლუტურ უფლებებსა და მმართველობაზე ვილაპარაკო... საბოლოოდ კი ასეთ რამეს გეტყვით, - არ იქნება შორენა? იქნება ნინო. არ იქნება ნინო? იქნება თამარი და ა.შ.

ადამინები, რომლებიც ამ დღეებში ამ ქალბატონთან დაკავშირებულ სხვადასხვაგვარ მოსაზრებებს ისმენენ და კითხულობენ (მათ შორის, ერთი მღვდელმთავრის მიერ გამოთქმულს), მინდა ვუთხრა: არ დაბრკოლდნენ, გააანალიზონ ზუსტად და კარგად ყველაფერი. გადაჭარბებული და მაღალფარდოვანი სიტყვებისგან თავს ვიკავებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ადამიანი თავდადებულია თავის სულიერი მამისთვის.

- დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ქალბატონი შორენა ამაყი უნდა იყოს, რომ ერთგულებისთვის გაწირეს სასიკვდილოდ"...

- ის ფანატიკოსი არ არის. არის ერთგული ისე, როგორც საჭიროა და შეუძლია უწმინდესის სიყვარული. უბრალოდ, ჩვენ ხშირად ასაკის მიუხედავად, ანცი ბავშვებივით ვიქცევით, ხანდახან ვსარგებლობთ მისი განსაკუთრებული სიყვარულით ადამიანების მიმართ. ვსარგებლობთ მისი მიმტევებელი, ღრმა ქრისტიანული ღვთიური ბუნებით. საკუთარ თავზეც მოგახსენებთ, თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული პატივის გარდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც არის უწმინდესთან მსახურება და მის გვერდში ყოფნა. რამდენი ადამიანი ნატრობს, თუნდაც შორიდან იხილოს ის, მისი ლოცვა-კურთხევა შორიდან მაინც მიიღოს. ჩვენ ამით ყოველდღიურად განებივრებულები ვართ და ხანდახან არ ვაფასებთ...

არავინ და არაფერი მსჯის, როცა ვამბობ, რომ შორენა გადაგებულია მთლიანად გულით იმ საქმეზე, რასაც ემსახურება. ყოფილა შემთხვევა, ღამის 4 საათზე დაურეკავს, უკითხავს: - სად ხარ? მძინავს, შორენა და მაქვს ამის უფლება! თუმცა ის ამ დროს შეიძლება პატრიარქისთვის მეორე დღის გრაფიკს გეგმავდეს... თუმცა ბოლო პერიოდში მასთან შეთანხმების გარეშეც მქონია უწმინდესთან შეხვედრა.

- როგორ?

- უწმინდეს ჰყავს თანამეკელიე, არქიმანრიტი მამა დავით ჭინჭარაული, ასევე თავდადებული, პატიოსანი და ქრისტიანი ადამიანია, მასაც გადადებული აქვს თავი და ემსახურება პატრიარქს. სწორედ მასთან შეთანხმებით მოვხვედრილვარ პატრიარქთან და შორენას არც სცოდნია.

- როგორ ფიქრობთ, მეუფე პეტრემ რატომ გააკეთა საჯაროდ ის განცხადებები, რაც ყველამ ვიხილეთ და მოვისმინეთ?

- თქვენი მედიასაშუალება ყოველთვის იძლევა მიუკერძოებელ ინფორმაციას გონიერი ადამინებისთვის. ამიტომ, მივცეთ საზოდოებას იმის უფლება, თავად გააანალიზოს ყველაფერი. თქვენი მკითხველი საკმაოდ გონიერია. ჩემი ერთადერთი რჩევა იქნება, დიდი მარხვა იწყება და არ ჩავვარდეთ განკითხვაში. მოდი, ბოლო პერიოდის უმძიმესი ამბები ისე გადავიტანოთ, რომ არ დავაზიანოთ არც საზოგადოება და არც საფრთხე შეექმნას ჩვენს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას.

ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ შორენა თეთრუაშვილის მისამართით "რუსთავი 2"-ის ეთერში გააჟღერა, ეხება სულხან მოლაშვილის ოჯახისთვის ჩამორთმეულ სახლს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა. მიტროპოლიტის თქმით, იქ მეძავები ცხოვრობდნენ და ამის შესახებ კარგად იცოდა შორენა თეთრუაშვილმა.

"სულხან მოლაშვილის დაკავების შემდეგ მის ოჯახს სახლი სამარცხვინოდ ჩამოართვეს და უზურფრუქტით გადაეცა საპატრიარქოს... სწორედ ქალბატონი შორენას ერთ-ერთი "ოქროს თევზის" დახმარებით, აქ ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც ვითომ სოფლის მეურნეობას ეწეოდა და თვითონ სულხანის თქმით, სინამდვილეში იქ ცხოვრობდნენ მეძავები გამოძახებით. სახლს კი ეწერა "საპატრიარქოს სახლი ნომერი 3" - განაცხადა მიტროპოლიტმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" დამფუძნებელმა კახა ჯანაშვილმა ფეისბუქის გვერდზე პოსტი და ფოტოები გაავრცელა. ჯანაშვილის თქმით, მოლაშვილის ყოფილ სახლში დედათა და ბავშვთა თავშესაფარია, რასაც მის მიერ გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს:

"საპატრიარქო სახლი ნომერი 3. ეს არის "მეძავებით" სავსე სახლი?! ფუიი,  შენი ნამუსი რა ვთქვი, პეტრე. ეს არის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი. ღმერთმა გაპატიოთ თქვენი უგნურება!" - წერს ფეისბუქში საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.

საინტერესო ინფორმაციას ახმაურებს თეოლოგი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლოესი ისტორიის მკვლევარი გიორგი ტიგინაშვილი. როგორც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აღნიშნა, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. "როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში" - ამბობს ტიგინაშვილი.

თეოლოგს ვკითხეთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხმები შორენა თეთრუაშვილის "განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე" და რამდენად შესაძლებელია, ნამდვილად ფლობდეს ის მსგავს უფლებებს:

"ვფიქრობ, ქალბატონ შორენას დიდი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე და ისიც ცხადია, რომ შეცდომებისგან დაზღვეული ვერ იქნებოდა, თუმცა როდესაც ამ პიროვნების გარშემო მუდმივად აპელირება ხდება, რომ თითქოს და, ის ეკლესიაში წარმოადგენს საფრთხის შემცველ ძალას, - ეს გაზვიადება და უტრირება მგონია, რადგანაც მისი უფლებამოსილება, ქმედებები ნაკარნახევია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ამიტომ, შეუძლებელია ამ ქალს ისეთი სუვერენული და დამოუკიდებელი პოზიციები და კადნიერება ჰქონდეს, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული, მმარველობითი) კათოლიკოს-პატრიარქის მიღმა მიიღოს. წარმოუდგენელია. ამას საპატრიარქოც ადასტურებს, რომ ეს ქალბატონი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნისონში მოქმედებს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის ნებასთან, შეხედულებასთან და განწყობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ის ამ შემთხვევაში ერთგვარი ფარია და მისი მისამართით გამოთქმული ყოველი პრეტენზია, უკმაყოფილება და კრიტიკა, ირიბად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის.

მეტსაც გეტყვით, ქალბატონ შორენას ჩემს პუბლიკაციებში ვაკრიტიკებდი, სადაც ვეხებოდი სისტემურ რეჟიმს, არამართლზომიერ მოქმედებას, რომელიც შეუფერებელია საეკლესიო ადმინისტრაციისთვის, მაგრამ ქალბატონი შორენას პიროვნული ღირსება, თავაზიანობა, კეთილგონიერება ხშირად წარმოჩენილა სხვადასხვა კონფრონტაციის, ანტაგონიზმისა და დაპირისპირებისას ეკლესიის წიაღში. შეფასებისას არაობიექტურობა არ შეიძლება. კრიტიკა პოზიტიური და ნეგატიური შეფასების კომბინირებას ნიშნავს და სწორედ აქედან გამომდინარე ვმსჯელობ. ამიტომ რაც მას დადებითი აქვს, ვამბობ...

მისი ყოვლად უსამღვდელოესობა, მიტროპოლიტ პეტრეს მიერ გამოთქმული ბრალდებები ქალბატონ შორენას მისამართით უსაფუძვლოა, რადგანაც კარგად ვიცით, როგორი წესით მოქმედებს და როგორ ვერტიკალზეა აგებული მმართველობითი ფორმაცია ეკლესიაში. ამიტომ, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, მეუფე პეტრეს შეკითხვები კათოლიკოს პატრიარქის მისამართით ჰქონოდა. ამ შემთხვევაში, საზოგადოებაში მეტ პატივისცემას დაიმსახურებს არა იმიტომ, რომ ეს კითხვები ლეგიტიმური და ლოგიკურია, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელი გამოჩნდებოდა. მაგრამ, როდესაც ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს ქალბატონ შორენაზე და ცხადია, იცის, ამ ყველაფრის უკან, რა პასუხისმგებლობა, რა ლოცვა-კურთხევაა, მმართველობაში რა სისტემური თანმიმდევრობა, მაშინ საკითხი სხვაგვარად ფასდება.

ქალბატონ შორენას არ აქვს ისეთი ძალაუფლება, როგორც კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც არეგულირებს, ემსახურება, ითვალისწინებს სამღვდელოების მოთხოვნებს.

- როგორც "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეთ, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორ ფიქრობთ, ვისი ხელი შეიძლება ერიოს ამაში?

- არარელევანტური საუბარი არ მჩვევია და ძალიან რთულია დამნაშავის იდენტიფიცირება, როდესაც ეს კონფიდენციალურ გარემოში ხდება, შესაბამისად, თავს შევიკავებ პერსონიფიცირებისგან, მაგრამ თუკი დავუშვებთ და ლოგიკურ სურათს დავსახავთ, ეს უნდა აწყობდეს იმას, ვინც გარეულია ლიკვიდაციის ჯგუფურ სამზადისში. შესაბამისად, მიჭირს ამაზე კონკრეტული მინიშნება, ეს გამოძიების პრეროგატივაა. ამ საკითხის ირგვლივ ლოგიკური ბმა უნდა წარმოიდგინონ. ეჭვი მაქვს, მაგრამ არასერიოზული იქნება ამის გაცხადება, რადგანაც ვერ დავადასტურებ. როგორც წესი, თუკი ამ სისტემასა და გარემოში მოქმედებს უსაფრთხოების სამსახური, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ეს მათ კისერზე იყოს. თუმცა, დაბეჯითებით ვერ დავამტკიცებ.

- ეს ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის ვერსიას?

- რთულია და ესეც გამოძიების სფეროა და თან, ამაში ხელჩასაჭიდ ჯაჭვს ვერ გამოვკვეთავ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სავარაუდო თარიღს, როდესაც კორონავირუსის მეოთხე ტალღას ელოდებიან - "...ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს"

"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება