სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მილიონი დოლარი ქართველი მფრინავის გამოსახსნელად - ახალი დეტალები კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაულის შესახებ
მილიონი დოლარი ქართველი მფრინავის გამოსახსნელად - ახალი დეტალები კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაულის შესახებ

თით­ქმის ერთი თვის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, ად­გი­ლობ­რივ მე­ამ­ბო­ხე­თა მიერ ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბის შე­დე­გად დაჭ­რი­ლებ­სა და და­ტყვე­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქეც არის. 30 იან­ვარს ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მო­ი­პო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას არ­მი­ის კუთ­ვნი­ლი ორი Ми-24 ჩა­მოგ­დე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" წყა­რო იტყო­ბი­ნე­ბო­და, ერთს ბე­ლო­რუ­სი, მე­ო­რეს კი - ქარ­თუ­ლი ეკი­პა­ჟი მარ­თავ­და.

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში მყოფ­მა სხვა ქარ­თველ­მა მფრი­ნა­ვებ­მა მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ად­გი­ლობ­რივ მე­ამ­ბო­ხე­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გა­ე­როს სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც კონ­გოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებს მე­ო­რე მხა­რეს აც­ნობს. მათი თქმით, მე­ო­რე მხა­რეს ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ და სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ მათ გა­მო­სას­ყი­დი თან­ხა მო­ი­თხო­ვეს...

"ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უკა­ნო­ნო ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი არი­ან. გარ­კვე­ულ მათ­განს სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი გავ­ლი­ლი აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც ისი­ნი იღე­ბენ... ამ ეტაპ­ზე სხვა ვე­რა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­რებთ", - აცხა­დე­ბენ ისი­ნი, რო­მელ­თა თქმი­თაც, ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მათ ტყვე აიყ­ვა­ნეს, შე­სა­ბა­მი­სად გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ უნდა იმოქ­მე­დონ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, მათ­თვის ფი­ნან­სუ­რი მხა­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი სოსო ოსუ­რა­უ­ლია (ფო­ტო­ზე ცენ­ტრში), რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ და­ტო­ვა. 2014 წელს ის სამ­სა­ხურს და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წლის მარ­ტში, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ზე­ზით, და­თხოვ­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა კვლავ და­წე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რილს, ის ამ­ჟა­მად სამ­შვი­დო­ბოს არის და მკურ­ნა­ლო­ბას კონ­გოს ქა­ლაქ გო­მა­ში გა­დის, რო­მე­ლიც აფ­რი­კა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბის თქმით, კონ­გოს ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა 27 იან­ვარს მომ­ხდარ ფაქტს, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, უგან­დის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, ამ ქვეყ­ნის ორმა Ми-24 ტი­პის დამ­რტყმელ­მა შვე­ულმფრენ­მა გა­ნი­ცა­და ავა­რია. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს ინ­ფორ­მა­ცია ბელ­გი­ურ­მა და ფრან­გულ­მა პრე­სამ გა­ავ­რცე­ლა. მათი წყა­რო­ე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ორი დამ­რტყმე­ლი შვე­ულმფრე­ნი მე­ამ­ბო­ხე­თა ჯგუ­ფის აღ­მო­სა­ჩე­ნად კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ა­ში გაფ­რინ­და.

ტყით და­ფა­რუ­ლი მთა­გო­რი­ა­ნი რე­ლი­ე­ფის გას­წვრივ და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე მიფ­რი­ნავ­და, რა დრო­საც მათ ხმე­ლე­თი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ერთი შვე­ულმფრე­ნი მკვეთ­რი ან­ტი­სა­ზე­ნი­ტო მა­ნევ­რის დროს კუ­დის ხრახ­ნით ხე­ებს წა­მო­ე­დო და მი­წა­ზე და­ე­ცა. მსგავს ვი­თა­რე­ბა­ში გა­ნი­ცა­და ავა­რია მე­ო­რე შვე­ულმფრენ­მაც, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ისი­ნი საბ­რძო­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­აგ­დეს...

ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ჩა­მოგ­დე­ბულ შვე­ულმფრე­ნებს რუ­სე­ბი მარ­თავ­დნენ, თუმ­ცა მა­ლე­ვე და­ზუს­ტდა, რომ შვე­ულმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟებ­ში ბე­ლო­რუ­სე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მალე გა­ირ­კვა, რომ 27 იან­ვრის სა­ღა­მოს ორმა სა­ძი­ე­ბო შვე­ულმფრენ­მა, რომ­ლე­ბიც კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­ე­როს მან­და­ტით მოქ­მედ სამ­ხრეთ­აფ­რი­კულ სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებს (MONUSCO) ეკუთ­ვნოდ­ნენ, ავა­რი­ის ად­გი­ლი­დან ის ხუთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­იყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც "ბე­ლო­რუ­სულ" შვე­ულმფრენ­ში ის­ხდნენ.

იმა­ვე წყა­როს თქმით, მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის მიერ ტყვედ იყო აყ­ვა­ნი­ლი მე­ო­რე შვე­ულმფრენ­ში მსხდო­მი ოთხი მფრი­ნა­ვიც, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ერთი მათ­გა­ნი დაჭ­რი­ლი იყო და ის გო­მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მე­ო­რე, - სოსო ოსუ­რა­უ­ლი კი ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს ტყვედ ჰყავ­დათ.

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა 1960 წლამ­დე ბელ­გი­ის კო­ლო­ნია იყო. 1971 წელს მას ზა­ი­რის რეს­პუბ­ლი­კა ეწო­და, თუმ­ცა 1997 წლი­დან ძვე­ლი სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­და... წლე­ბია კონ­გო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, - შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ან­ტი­პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლებს აწარ­მო­ე­ბენ, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, ჩრდი­ლო­ეთ კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, - კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მხა­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ დრომ­დე არ ადას­ტუ­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის (მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის) მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ხსე­ნე­ბულ ინ­ცი­დენ­ტში. მა­თი­ვე თქმით, უწყე­ბის­თვის არც ოჯა­ხის წევ­რებს მო­უ­მარ­თავთ... "სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა კონ­გოს მთავ­რო­ბას­თან, რათა მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად გარ­კვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა", - აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

იმე­დია, ქარ­თვე­ლი პი­ლო­ტის კონ­გო­ე­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის ტყვე­ო­ბი­დან გა­მოხ­სნა მო­ხერ­ხდე­ბა და ის ოჯახს მშვი­დო­ბი­ა­ნად და­უბ­რუნ­დე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მილიონი დოლარი ქართველი მფრინავის გამოსახსნელად - ახალი დეტალები კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაულის შესახებ

მილიონი დოლარი ქართველი მფრინავის გამოსახსნელად - ახალი დეტალები კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაულის შესახებ

თითქმის ერთი თვის შემდეგ, საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ადგილობრივ მეამბოხეთა მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაჭრილებსა და დატყვევებულებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეც არის. 30 იანვარს ჟურნალ "არსენალის" ჟურნალისტმა მოიპოვა ინფორმაცია, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბრძოლო დავალების შესრულებისას არმიის კუთვნილი ორი Ми-24 ჩამოგდების შესახებ. როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" წყარო იტყობინებოდა, ერთს ბელორუსი, მეორეს კი - ქართული ეკიპაჟი მართავდა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მყოფმა სხვა ქართველმა მფრინავებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მეამბოხეებთან მოლაპარაკებებს გაეროს სამშვიდობო ძალები ახორციელებენ, რომლებიც კონგოს ხელისუფლების პოზიციებს მეორე მხარეს აცნობს. მათი თქმით, მეორე მხარეს ბანდფორმირებები წარმოადგენენ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათ გამოსასყიდი თანხა მოითხოვეს...

"ისინი ჩვეულებრივი უკანონო ბანდფორმირებები არიან. გარკვეულ მათგანს სამხედრო წვრთნები გავლილი აქვთ და შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ... ამ ეტაპზე სხვა ვერაფერზე ვისაუბრებთ", - აცხადებენ ისინი, რომელთა თქმითაც, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ტყვე აიყვანეს, შესაბამისად გამოცდილება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს, თუმცა, მათთვის ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია...

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული საქართველოს მოქალაქე სამხედრო მფრინავი სოსო ოსურაულია (ფოტოზე ცენტრში), რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალები დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა. 2014 წელს ის სამსახურს დაუბრუნდა, თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის მარტში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან  კარგი შეთავაზების მიზეზით, დათხოვნის შესახებ განცხადება კვლავ დაწერა. რაც შეეხება დაჭრილს, ის ამჟამად სამშვიდობოს არის და მკურნალობას კონგოს ქალაქ გომაში გადის, რომელიც აფრიკაში მყოფი ქართველი მფრინავების თქმით, კონგოს ჩრდილოეთით მდებარეობს.

რაც შეეხება 27 იანვარს მომხდარ ფაქტს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, უგანდის საზღვართან ახლოს, ამ ქვეყნის ორმა Ми-24 ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა განიცადა ავარია. თავდაპირველად, ეს ინფორმაცია ბელგიურმა და ფრანგულმა პრესამ გაავრცელა. მათი წყაროები იტყობინებოდნენ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი დამრტყმელი შვეულმფრენი მეამბოხეთა ჯგუფის აღმოსაჩენად კივუს პროვინციაში გაფრინდა.

ტყით დაფარული მთაგორიანი რელიეფის გასწვრივ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, რა დროსაც მათ ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს. ერთი შვეულმფრენი მკვეთრი ანტისაზენიტო მანევრის დროს კუდის ხრახნით ხეებს წამოედო და მიწაზე დაეცა. მსგავს ვითარებაში განიცადა ავარია მეორე შვეულმფრენმაც, თუმცა, შესაძლოა, ისინი საბრძოლო დაზიანებების შედეგად ჩამოაგდეს...

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩამოგდებულ შვეულმფრენებს რუსები მართავდნენ, თუმცა მალევე დაზუსტდა, რომ შვეულმფრენების ეკიპაჟებში ბელორუსები და ქართველები იყვნენ. მალე გაირკვა, რომ 27 იანვრის საღამოს ორმა საძიებო შვეულმფრენმა, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მანდატით მოქმედ სამხრეთ­აფრიკულ სამშვიდობო ძალებს (MONUSCO) ეკუთვნოდნენ, ავარიის ადგილიდან ის ხუთი დაზარალებული გაიყვანა, რომლებიც "ბელორუსულ" შვეულმფრენში ისხდნენ.

იმავე წყაროს თქმით, მეამბოხეების მიერ ტყვედ იყო აყვანილი მეორე შვეულმფრენში მსხდომი ოთხი მფრინავიც, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ერთი მათგანი დაჭრილი იყო და ის გომას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე, - სოსო ოსურაული კი ამბოხებულებს ტყვედ ჰყავდათ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1960 წლამდე ბელგიის კოლონია იყო. 1971 წელს მას ზაირის რესპუბლიკა ეწოდა, თუმცა 1997 წლიდან ძველი სახელი დაუბრუნდა... წლებია კონგოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, - შეიარაღებული ძალები ანტიპარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებენ, რომელიც ძირითადად, ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის (მოქალაქეების) მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. მათივე თქმით, უწყებისთვის არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ... "საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იმედია, ქართველი პილოტის კონგოელი ამბოხებულების ტყვეობიდან გამოხსნა მოხერხდება და ის ოჯახს მშვიდობიანად დაუბრუნდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე