სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჟურნალისტი, რომლის სიუჟეტებმა უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა
ჟურნალისტი, რომლის სიუჟეტებმა უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა

თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მის - "თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა" - ჟურ­ნა­ლის­ტია. მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ­მა სი­უ­ჟე­ტებ­მა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა. თორ­ნი­კე დღე­საც აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას და გუ­ლის­ხმი­ე­რი მა­ყუ­რებ­ლის წყა­ლო­ბით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ბედი სა­სი­კე­თოდ იც­ვლე­ბა... გა­დავ­წყვი­ტეთ, მკი­თხვე­ლის­თვის თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი უკეთ გაგ­ვეც­ნო...

- ყო­ველ­თვის თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მერე ვერ მო­ვა­ხერ­ხე: როცა ატეს­ტა­ტი ავი­ღე, თე­ატ­რა­ლურ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. წელი უქ­მად რომ არ და­მე­კარ­გა, სა­ბუ­თე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვი­ტა­ნე. ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ისე და­ვას­რუ­ლე, რომ თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლი აღარ გამ­ჩე­ნია.ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ჟურ­ნა­ლი "გზა" იყო. კარ­გად მახ­სოვს, "გზის" მა­შინ­დე­ლი რე­დაქ­ტო­რის - ზუ­რაბ აბა­ში­ძის პირ­ვე­ლი მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც 2007 წლის 2 იან­ვარს გა­მო­მიგ­ზავ­ნა: შენი პირ­ვე­ლი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და, გზა და­მი­ლო­ცია, კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი­თო... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე იყო, როცა ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას ჩემი გვარ-სა­ხე­ლი ეწე­რა. "გზა­ში" 2 წელი ვი­მუ­შა­ვე. შემ­დეგ სხვა კომ­პა­ნი­ა­ში გა­და­ვე­დი, 3 წლის წინ კი ისევ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში" დავ­ბრუნ­დი: ახლა სტა­ტი­ებს გა­ზე­თის­თვის, ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლე­ბის­თვის ვწერ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ...

- ტე­ლე­ვი­ზი­ით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" მოს­ვლი­სას მი­თხრეს, რომ შე­მეძ­ლო, სა­კუ­თა­რი თავი ყველ­გან მო­მე­სინ­ჯა. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სი­უ­ჟე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. კარ­გად მახ­სოვს, ხე­ლის პა­ტა­რა კა­მე­რით ვმუ­შა­ობ­დი - ოპე­რა­ტო­რიც მე ვი­ყა­ვი, ჟურ­ნა­ლის­ტიც და მე­მონ­ტა­ჟეც. ჩემი 2-3-წუ­თი­ა­ნი სი­უ­ჟე­ტე­ბი "პა­ლიტ­რა TV"-ის სა­იტ­ზე ქვეყ­ნდე­ბო­და. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ჩვენს პრო­ფე­სი­ო­ნალ ოპე­რა­ტო­რებს ჩემ­ზე უთ­ქვამთ: - ამ ბიჭს წერა გა­მოს­დის, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა კი - არაო. მაგ­რად "გა­მი­ტყდა", მაგ­რამ ამან დიდი სტი­მუ­ლი მომ­ცა, სა­კუ­თარ თავ­ზე უფრო მე­ტად მე­მუ­შა­ვა... ვრცე­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის კე­თე­ბა შარ­შან­წინ, გა­და­ცე­მა "ლურ­ჯი ვაშ­ლის­თვის" და­ვი­წყე. რო­გორც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ნელ-ნელა "ვიზ­რდე­ბო­დი". ახ­ლაც პრო­ფე­სი­უ­ლად ზრდის პრო­ცეს­ში ვარ - ყვე­ლა სი­უ­ჟეტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას რა­ღაც ახალს ვსწავ­ლობ...

- გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მის" ჟურ­ნა­ლის­ტი რო­გორ გახ­დი?

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, ამ გა­და­ცე­მის შექ­მნის იდე­აც გაჩ­ნდა. "თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა" ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავ­და, პო­ლი­ტი­კის გარ­და, პა­ტარ-პა­ტა­რა, 10-წუ­თი­ა­ნი ფილმ-სი­უ­ჟე­ტე­ბის სა­ხით. გა­და­ცე­მის მი­ზა­ნი იყო, მა­ყუ­რებ­ლის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა და უკე­თე­სო­ბის­კენ შეგ­ვეც­ვა­ლა. მე­ო­რე წელი და­ი­წყო, რაც ეს გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­დის. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თლაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცვა­ლეთ. ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი­დან, "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მის" ფორ­მა­ტი კონ­კრე­ტულ ჩარ­ჩო­ებ­ში ჩაჯ­და - გა­და­ცე­მა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ თე­მებს ეძღვნე­ბა, რაც მსგავ­სი თე­მე­ბი­სად­მი მა­ყუ­რებ­ლის დიდ­მა ინ­ტე­რეს­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

- "თა­ვი­სუ­ფალ თე­მა­ში" ყვე­ლა­ზე მეტი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რო­მელ სი­უ­ჟეტს ჰქონ­და?

- არა­სო­დეს მა­ვი­წყდე­ბა მცხე­თა­ში მცხოვ­რე­ბი ყა­ლი­ო­ნაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი: რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, მო­ხუც ბე­ბი­ა­სა და მა­მი­დას­თან ერ­თად, მორ­ყე­ულ, ფიც­რულ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. სახ­ლი წაქ­ცე­ვის პი­რას იყო მი­სუ­ლი... რე­პორ­ტა­ჟის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა დაგ­ვი­რე­კა და ამ ოჯა­ხის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი გვთხო­ვა. სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბიც შეგ­ვეხ­მი­ა­ნენ. გა­სა­ჭირ­ში მყოფ ოჯახს ხალ­ხი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით, საკ­ვე­ბით, ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­რა. სა­პირ­ფა­რე­შო, აბა­ზა­ნა აუ­შე­ნეს, სახ­ლი გა­უ­მაგ­რეს... სხვა­თა შო­რის, ამ ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე გვი­რე­კა­ვენ... არა­ერ­თი მსგავ­სი ამ­ბის გახ­სე­ნე­ბა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს.

- რო­გორც ვიცი, ამე­რი­კა­შიც იმოგ­ზა­უ­რე...

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი დღე იყო, როცა სამ­სა­ხურ­ში მი­სულს ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა - მაკა ლო­მი­ძემ მი­თხრა, - ამე­რი­კა­ში მი­დი­ხა­რო. თა­ვი­დან ყუ­რებს არ და­ვუ­ჯე­რე. როცა დავ­რწმუნ­დი, რომ ნამ­დვი­ლად მე მი­თხრა, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, რაც ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქო­ნია!.. ნიუ-იორკში 12 დღე გა­ვა­ტა­რე. თი­თო­ე­უ­ლი დღე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. 30 წელი ნიუ-იორკში შე­მის­რულ­და. ვხუმ­რობ­დით, - 30 წლის იუ­ბი­ლე ნიუ-იორკზე ნაკ­ლებ ად­გი­ლას არ უნდა აღ­ნიშ­ნოო (იცი­ნის). ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო!..

ამე­რი­კი­დან საკ­მა­ოდ კარ­გი რე­პორ­ტა­ჟე­ბი ჩა­მო­ვი­ტა­ნე. და­ახ­ლო­ე­ბით, 6 სი­უ­ჟე­ტი მო­ვამ­ზა­დე. ყვე­ლა მათ­გა­ნი ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ეძღვნე­ბო­და. ვე­ცა­დე, ამ სი­უ­ჟე­ტე­ბით მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ემიგ­რან­ტე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, საზ­რუ­ნა­ვი და რის ფა­სად უჯ­დე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის რჩე­ნა... ამე­რი­კის გარ­და, ავ­ღა­ნეთ­შიც გახ­ლდით 28 აგ­ვის­ტოს, სა­დაც ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი 3 დღე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში გა­ვა­ტა­რე. ავ­ღა­ნე­თი­დან რე­პორ­ტა­ჟი ჩა­მო­ვი­ტა­ნე, რო­მე­ლიც რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ვი­და...

- ავ­ღა­ნეთ­ში მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი რო­გორ აღ­ნიშ­ნეთ?

- ძალ­ზე ემო­ცი­უ­რი იყო! წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ავ­ღა­ნეთ­ში, ამე­რი­კულ ბა­ზა­ში, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მიერ ლო­დე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ძა­ლი­ან პა­ტა­რა და ლა­მა­ზი ტა­ძა­რი დგას... ეს მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ლი­ტა­ნი­ო­ბა იყო, რაც კი ოდეს­მე მი­ნა­ხავს... ავ­ღა­ნე­თი­დან ძა­ლი­ან ამა­ყი ჩა­მო­ვე­დი, რად­გან ასე­თი მა­გა­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი გვყავს!

- გან­ტვირ­თვის­თვის რას აკე­თებ?

- რო­გორც თე­ატ­რში, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი მა­ყუ­რებ­ლე­ბის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით აფა­სებს, რამ­დე­ნად კარ­გად ითა­მა­შეს მსა­ხი­ო­ბებ­მა, თით­ქმის ასეა ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც: რო­დე­საც გა­და­ცე­მა­სა თუ სტა­ტი­ას მა­ყუ­რებ­ლე­ბის, მკი­თხვე­ლე­ბის კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სტი­მუ­ლია, ამ დე­როს და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით ვი­მუხ­ტე­ბი... რაკი მთლი­ა­ნად პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, მე­გობ­რებ­თან იშ­ვი­ა­თად ვარ. ბოლო დროს, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ - ზოგ­ჯერ სამ­სა­ხუ­რის გამო, ზოგ­ჯერ - მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მშვიდ გა­რე­მო­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა ჩემ­თვის გან­ტვირ­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა... სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლით ვის­ვე­ნებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფეხ­საც­მე­ლე­ბი. ამას წი­ნათ, და­ვით­ვა­ლე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ზუს­ტად 33 წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი მაქვს.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ მთე­ლი ხელ­ფა­სი ფეხ­საც­მელ­ში და­გი­ხარ­ჯავს?

- კი. მახ­სოვს, ერთხელ 3 წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ვი­ყი­დე. არ ვიცი, რამ გა­მა­გი­ჟა... ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა... მერე 3 წყვი­ლი ფეხ­საც­მლის გამო, მთე­ლი თვე ძა­ლი­ან ეკო­ნო­მი­უ­რად ვი­ცხოვ­რე.

- პო­პუ­ლა­რო­ბას გრძნობ?

- პო­პუ­ლა­რო­ბის გან­ცდა არ მაქვს, თუმ­ცა ქუ­ჩა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ხში­რად უკი­თხავთ - თორ­ნი­კე თქვენ ხარ­თო? ბოლო დროს, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გახ­შირ­და. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ვი­ღაც შენს სი­უ­ჟეტს უყუ­რებს და შემ­დეგ, ამის შე­სა­ხებ პი­რა­დად გე­უბ­ნე­ბა...

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ერ­თად კარ­გად ვართ.

- ჩვე­ნი­ვე სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია?

- არა, მაგ­რამ სი­უ­ჟე­ტის გა­და­ღე­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი. შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდით, მერე მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და...

- შენს სა­მუ­შაო გრა­ფიკს რო­გორ ეგუ­ე­ბა?

- გა­გე­ბით ეკი­დე­ბა (იცი­ნის), რად­გან თა­ვა­დაც მუ­შა­ობს, შრო­მის ფასი იცის. მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს კომ­ფორ­ტი შე­მიქ­მნას.

- ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად დღე­სას­წა­უ­ლებ­ზეც ვმუ­შა­ობთ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბას თუ ახერ­ხებ?

- ახ­ლა­ხან, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, სვა­ნეთ­ში ვი­ყა­ვი: სვა­ნურ დღე­სას­წა­ულს - ლამპრო­ბას ვი­ღებ­დით. ვა­ლენ­ტი­ნო­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვერ გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ როცა დავ­ბრუნ­დი, სი­ურპრი­ზი მა­ინც გა­ვუ­კე­თე და და­ნა­შა­უ­ლი ასე გა­მო­ვის­ყი­დე (იღი­მის).

- თორ­ნი­კე, ისეთ სფე­რო­ში მუ­შა­ობ, რომ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­შიც უკეთ გა­ერ­კვე­ო­დი, ამ სფე­რო­ში სა­ნაც­ნო­ბო წრეს გა­ი­ჩენ­დი... რე­ჟი­სუ­რა­ში ძა­ლის მო­სინ­ჯვა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- ჩემი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი სურ­ვი­ლი იმ ფაქ­ტმა გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ბი­ძაშ­ვი­ლი რე­ჟი­სო­რი მყავს (თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლი). წარ­მო­შო­ბით სიღ­ნა­ღი­დან ვარ. როცა ბავ­შვო­ბა­ში თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, თი­კოს ოჯახს ვსტუმ­რობ­დი. მა­შინ თიკო თე­ატ­რა­ლურ­ში სწავ­ლობ­და და ბავ­შვო­ბი­დან სპექ­ტაკ­ლებ­ზე, გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­ყავ­დი. რე­ჟი­სო­რო­ბის სურ­ვი­ლიც ალ­ბათ ამი­ტომ გა­მიჩ­ნდა. ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი ყვე­ლა სი­უ­ჟე­ტი პა­ტა­რა, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მია. ასე რომ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩემი ბავ­შვო­ბის სურ­ვი­ლი ავიხ­დი­ნე... ამე­რი­კა­ში ხელ­მე­ო­რედ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვემ­გზავ­რე­ბი: მინ­და, იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ვი­ღო...

- მშობ­ლი­ურ სიღ­ნაღს ხში­რად სტუმ­რობ?

- ხან­და­ხან თვე­ე­ბი ისე გა­დის, რომ ვერ ვა­ხერ­ხებ წას­ვლას. თუ გა­და­ღე­ბა კა­ხეთ­ში მაქვს, ზოგ­ჯერ სახ­ლში შევ­ლა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ, რად­გან დრო­ში ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი ვარ. ერთი თვის წინ, სა­მუ­შაო გვი­ან და­ვას­რუ­ლე. დე­და­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღე დგე­ბო­და. გა­დავ­წყვი­ტე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ხეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და დე­და­ჩე­მის­თვის და­ბა­დე­ბის დღე მი­მე­ლო­ცა... დე­დას ტორ­ტი­თა და სან­თლე­ბით და­ვა­დე­ქით და გა­ვაღ­ვი­ძეთ. შოკ­ში იყო (იღი­მის)!..

- და­სას­რულ, რას გვე­ტყვი?

- იმას, რომ "პა­ლიტ­რა­მე­დია" ჩემი მე­ო­რე სახ­ლია. ვხუმ­რობ ხოლ­მე, - ხა­ლათ­სა და ჩუს­ტებს მო­ვი­ტან და ბა­რემ, აქვე და­ვი­ძი­ნებ-მეთ­ქი (იცი­ნის). სამ­სა­ხურ­ში ბევრ დროს ვა­ტა­რებ. აქ ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რად მი­მაჩ­ნია. რაც მთა­ვა­რია, გუნ­დუ­რად ვმუ­შა­ობთ. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ყო­ველ­თვის ხა­რის­ხი­ან "პრო­დუქტს" ვქმნით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჟურნალისტი, რომლის სიუჟეტებმა უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა

ჟურნალისტი, რომლის სიუჟეტებმა უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა

თორნიკე ყაჯრიშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემის - "თავისუფალი თემა" - ჟურნალისტია. მის მიერ მომზადებულმა სიუჟეტებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. თორნიკე დღესაც აქტიურად აშუქებს უბრალო ადამიანების ცხოვრებას და გულისხმიერი მაყურებლის წყალობით, ბევრი ადამიანის ბედი სასიკეთოდ იცვლება... გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის თორნიკე ყაჯრიშვილი უკეთ გაგვეცნო...

- ყოველთვის თეატრალურ უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ სკოლის დამთავრების მერე ვერ მოვახერხე: როცა ატესტატი ავიღე, თეატრალურში მისაღები გამოცდები უკვე დასრულებული იყო. წელი უქმად რომ არ დამეკარგა, საბუთები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შევიტანე. ჟურნალისტიკამ ძალიან დამაინტერესა. უნივერსიტეტში სწავლა ისე დავასრულე, რომ თეატრალურში ჩაბარების სურვილი აღარ გამჩენია.ჩემი პირველი სამსახური ჟურნალი "გზა" იყო. კარგად მახსოვს, "გზის" მაშინდელი რედაქტორის - ზურაბ აბაშიძის პირველი მესიჯი, რომელიც 2007 წლის 2 იანვარს გამომიგზავნა: შენი პირველი სტატია დაიბეჭდა, გზა დამილოცია, კეთილი სურვილებითო... ჩემს ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო, როცა ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას ჩემი გვარ-სახელი ეწერა. "გზაში" 2 წელი ვიმუშავე. შემდეგ სხვა კომპანიაში გადავედი, 3 წლის წინ კი ისევ "პალიტრამედიაში" დავბრუნდი: ახლა სტატიებს გაზეთისთვის, ინტერნეტპორტალებისთვის ვწერ, ტელევიზიაში ვმუშაობ...

- ტელევიზიით რატომ დაინტერესდი?

- ტელევიზიაში მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა. "პალიტრა მედიაში" მოსვლისას მითხრეს, რომ შემეძლო, საკუთარი თავი ყველგან მომესინჯა. ტელევიზიაში სიუჟეტების გაკეთება გადავწყვიტე. კარგად მახსოვს, ხელის პატარა კამერით ვმუშაობდი - ოპერატორიც მე ვიყავი, ჟურნალისტიც და მემონტაჟეც. ჩემი 2-3-წუთიანი სიუჟეტები "პალიტრა TV"-ის საიტზე ქვეყნდებოდა. შემდეგ გავიგე, რომ ჩვენს პროფესიონალ ოპერატორებს ჩემზე უთქვამთ: - ამ ბიჭს წერა გამოსდის, ტელევიზიაში მუშაობა კი - არაო. მაგრად "გამიტყდა", მაგრამ ამან დიდი სტიმული მომცა, საკუთარ თავზე უფრო მეტად მემუშავა... ვრცელი სიუჟეტების კეთება შარშანწინ, გადაცემა "ლურჯი ვაშლისთვის" დავიწყე. როგორც მეუბნებოდნენ, ნელ-ნელა "ვიზრდებოდი". ახლაც პროფესიულად ზრდის პროცესში ვარ - ყველა სიუჟეტზე მუშაობისას რაღაც ახალს ვსწავლობ...

- გადაცემა "თავისუფალი თემის" ჟურნალისტი როგორ გახდი?

- "პალიტრანიუსის" გამოჩენისთანავე, ამ გადაცემის შექმნის იდეაც გაჩნდა. "თავისუფალი თემა" ყველა სფეროს მოიცავდა, პოლიტიკის გარდა, პატარ-პატარა, 10-წუთიანი ფილმ-სიუჟეტების სახით. გადაცემის მიზანი იყო, მაყურებლისთვის გვეჩვენებინა უბრალო ადამიანების ცხოვრება და უკეთესობისკენ შეგვეცვალა. მეორე წელი დაიწყო, რაც ეს გადაცემა ეთერში გადის. ამ ხნის განმავლობაში, მართლაც ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალეთ. ახალი სატელევიზიო სეზონიდან, "თავისუფალი თემის" ფორმატი კონკრეტულ ჩარჩოებში ჩაჯდა - გადაცემა მხოლოდ სოციალურ თემებს ეძღვნება, რაც მსგავსი თემებისადმი მაყურებლის დიდმა ინტერესმა განაპირობა.

- "თავისუფალ თემაში" ყველაზე მეტი გამოხმაურება რომელ სიუჟეტს ჰქონდა?

- არასოდეს მავიწყდება მცხეთაში მცხოვრები ყალიონაშვილების ოჯახის შესახებ გადაღებული სიუჟეტი: რამდენიმე არასრულწლოვანი ბავშვი, მოხუც ბებიასა და მამიდასთან ერთად, მორყეულ, ფიცრულ სახლში ცხოვრობდა. სახლი წაქცევის პირას იყო მისული... რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა დაგვირეკა და ამ ოჯახის კოორდინატები გვთხოვა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც შეგვეხმიანენ. გასაჭირში მყოფ ოჯახს ხალხი საყოფაცხოვრებო ნივთებით, საკვებით, ფინანსურად დაეხმარა. საპირფარეშო, აბაზანა აუშენეს, სახლი გაუმაგრეს... სხვათა შორის, ამ ოჯახის დასახმარებლად ადამიანები დღემდე გვირეკავენ... არაერთი მსგავსი ამბის გახსენება შემიძლია, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

- როგორც ვიცი, ამერიკაშიც იმოგზაურე...

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი დღე იყო, როცა სამსახურში მისულს ჩემმა პროდიუსერმა - მაკა ლომიძემ მითხრა, - ამერიკაში მიდიხარო. თავიდან ყურებს არ დავუჯერე. როცა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მე მითხრა, ყველაზე მაგარი შეგრძნება დამეუფლა, რაც ამ 30 წლის განმავლობაში მქონია!.. ნიუ-იორკში 12 დღე გავატარე. თითოეული დღე შთამბეჭდავი იყო. 30 წელი ნიუ-იორკში შემისრულდა. ვხუმრობდით, - 30 წლის იუბილე ნიუ-იორკზე ნაკლებ ადგილას არ უნდა აღნიშნოო (იცინის). ძალიან მაგარი იყო!..

ამერიკიდან საკმაოდ კარგი რეპორტაჟები ჩამოვიტანე. დაახლოებით, 6 სიუჟეტი მოვამზადე. ყველა მათგანი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ეძღვნებოდა. ვეცადე, ამ სიუჟეტებით მეჩვენებინა ემიგრანტების ყოველდღიური ცხოვრება, საზრუნავი და რის ფასად უჯდებათ საქართველოში მყოფი საკუთარი ოჯახების რჩენა... ამერიკის გარდა, ავღანეთშიც გახლდით 28 აგვისტოს, სადაც ქართველი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფებიან. ყველაზე დაუვიწყარი 3 დღე მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გავატარე. ავღანეთიდან რეპორტაჟი ჩამოვიტანე, რომელიც როგორც მეუბნებიან, ძალიან კარგი გამოვიდა...

- ავღანეთში მარიამობის დღესასწაული როგორ აღნიშნეთ?

- ძალზე ემოციური იყო! წარმოიდგინეთ, ავღანეთში, ამერიკულ ბაზაში, ქართველი ჯარისკაცების მიერ ლოდებით აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ძალიან პატარა და ლამაზი ტაძარი დგას... ეს მარიამობის დღესასწაულის ყველაზე განსხვავებული ლიტანიობა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს... ავღანეთიდან ძალიან ამაყი ჩამოვედი, რადგან ასეთი მაგარი ჯარისკაცები გვყავს!

- განტვირთვისთვის რას აკეთებ?

- როგორც თეატრში, სპექტაკლის შემდეგ, შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებლების აპლოდისმენტების მიხედვით აფასებს, რამდენად კარგად ითამაშეს მსახიობებმა, თითქმის ასეა ჩემს შემთხვევაშიც: როდესაც გადაცემასა თუ სტატიას მაყურებლების, მკითხველების კარგი გამოხმაურება მოჰყვება, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია, ამ დეროს დადებითი ემოციებით ვიმუხტები... რაკი მთლიანად პროფესიულ საქმიანობაში ვარ ჩართული, მეგობრებთან იშვიათად ვარ. ბოლო დროს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად ვმოგზაურობ - ზოგჯერ სამსახურის გამო, ზოგჯერ - მეგობრებთან ერთად. მშვიდ გარემოში მეგობრებთან ერთად ყოფნა ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა... საყიდლებზე სიარულით ვისვენებ. ძალიან მიყვარს ფეხსაცმელები. ამას წინათ, დავითვალე და აღმოჩნდა, რომ ზუსტად 33 წყვილი ფეხსაცმელი მაქვს.

- ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი ხელფასი ფეხსაცმელში დაგიხარჯავს?

- კი. მახსოვს, ერთხელ 3 წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდე. არ ვიცი, რამ გამაგიჟა... ძალიან მომეწონა... მერე 3 წყვილი ფეხსაცმლის გამო, მთელი თვე ძალიან ეკონომიურად ვიცხოვრე.

- პოპულარობას გრძნობ?

- პოპულარობის განცდა არ მაქვს, თუმცა ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად უკითხავთ - თორნიკე თქვენ ხართო? ბოლო დროს, ასეთი შემთხვევები გახშირდა. სასიამოვნოა, როცა ვიღაც შენს სიუჟეტს უყურებს და შემდეგ, ამის შესახებ პირადად გეუბნება...

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მყავს შეყვარებული. ერთად კარგად ვართ.

- ჩვენივე სფეროს წარმომადგენელია?

- არა, მაგრამ სიუჟეტის გადაღებისას გავიცანი. შემდეგ დავმეგობრდით, მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა...

- შენს სამუშაო გრაფიკს როგორ ეგუება?

- გაგებით ეკიდება (იცინის), რადგან თავადაც მუშაობს, შრომის ფასი იცის. მაქსიმალურად ცდილობს კომფორტი შემიქმნას.

- ჟურნალისტები ხშირად დღესასწაულებზეც ვმუშაობთ. საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზების მოწყობას თუ ახერხებ?

- ახლახან, ვალენტინობის დღესასწაულზე, სვანეთში ვიყავი: სვანურ დღესასწაულს - ლამპრობას ვიღებდით. ვალენტინობა საყვარელ ადამიანთან ერთად ვერ გავატარე, მაგრამ როცა დავბრუნდი, სიურპრიზი მაინც გავუკეთე და დანაშაული ასე გამოვისყიდე (იღიმის).

- თორნიკე, ისეთ სფეროში მუშაობ, რომ კინემატოგრაფშიც უკეთ გაერკვეოდი, ამ სფეროში სანაცნობო წრეს გაიჩენდი... რეჟისურაში ძალის მოსინჯვაზე არ გიფიქრია?

- ჩემი ბავშვობის დროინდელი სურვილი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ბიძაშვილი რეჟისორი მყავს (თინათინ ყაჯრიშვილი). წარმოშობით სიღნაღიდან ვარ. როცა ბავშვობაში თბილისში ჩამოვდიოდი, თიკოს ოჯახს ვსტუმრობდი. მაშინ თიკო თეატრალურში სწავლობდა და ბავშვობიდან სპექტაკლებზე, გადაღებებზე დავყავდი. რეჟისორობის სურვილიც ალბათ ამიტომ გამიჩნდა. ფილმების გადაღებას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩემი ყველა სიუჟეტი პატარა, დოკუმენტური ფილმია. ასე რომ, გარკვეულწილად, ჩემი ბავშვობის სურვილი ავიხდინე... ამერიკაში ხელმეორედ სიამოვნებით გავემგზავრები: მინდა, იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადავიღო...

- მშობლიურ სიღნაღს ხშირად სტუმრობ?

- ხანდახან თვეები ისე გადის, რომ ვერ ვახერხებ წასვლას. თუ გადაღება კახეთში მაქვს, ზოგჯერ სახლში შევლასაც ვერ ვახერხებ, რადგან დროში ძალიან შეზღუდული ვარ. ერთი თვის წინ, სამუშაო გვიან დავასრულე. დედაჩემის დაბადების დღე დგებოდა. გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად კახეთში წავსულიყავი და დედაჩემისთვის დაბადების დღე მიმელოცა... დედას ტორტითა და სანთლებით დავადექით და გავაღვიძეთ. შოკში იყო (იღიმის)!..

- დასასრულ, რას გვეტყვი?

- იმას, რომ "პალიტრამედია" ჩემი მეორე სახლია. ვხუმრობ ხოლმე, - ხალათსა და ჩუსტებს მოვიტან და ბარემ, აქვე დავიძინებ-მეთქი (იცინის). სამსახურში ბევრ დროს ვატარებ. აქ ყველა ოჯახის წევრად მიმაჩნია. რაც მთავარია, გუნდურად ვმუშაობთ. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ყოველთვის ხარისხიან "პროდუქტს" ვქმნით...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი