სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნატოსა და რუსეთის რაკეტების ჭიდილი მსოფლიოში
ნატოსა და რუსეთის რაკეტების ჭიდილი მსოფლიოში

ბრი­უ­სელ­ში, ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლამ­დე, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ალი­ან­სის წევრ ქვეყ­ნებს თავ­დაც­ვის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდის­კენ მო­უ­წო­და. სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით, 2016 წელს ნა­ტოს ევ­რო­პელ­მა წევ­რებ­მა და კა­ნა­დამ 3,8%-ით გა­ზარ­დეს სამ­ხედ­რო ხარ­ჯე­ბი, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით მე­ტია თავ­დაც­ვის­თვის. მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ ის იყო, ამე­რი­კის პრე­ზი­დენტნ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა, სწო­რედ ეს იყო...

ამე­რი­კუ­ლი პრე­სის თა­ნახ­მად, სტოლ­ტენ­ბერ­გმა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ნა­ტოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხიც ახ­სე­ნა, მისი თქმით, მი­ნის­ტე­რი­ა­ლი ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის შეხ­ვედ­რით დას­რულ­დე­ბა, სა­დაც რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას ნა­ტოს­თან აახ­ლო­ვებს...

რუ­სე­თი, ნა­ტოს მიერ ბოლო დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, ალი­ან­სის პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და გავ­ლე­ნე­ბის უპ­რე­ცენ­დენ­ტო გაზ­რდის მცდე­ლო­ბად აფა­სებს. იგი­ვე პო­ზი­ცი­ას ახ­მო­ვა­ნებს, მოლ­და­ვე­თის პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე პრე­ზი­დენ­ტი იგორ დო­დო­ნი, რო­მე­ლიც კი­ში­ნი­ოვ­ში ნა­ტოს სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­სის გახ­სნას აპ­რო­ტეს­ტებს და პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბას უწო­დებს.

მისი თქმით, მოლ­და­ვე­თი ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მომ­ხრეა, - "მე არც ნატო მინ­და და არც დსთ", - გა­ნა­ცხა­და მოლ­და­ვე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის " მოლ­და­ვურ სამ­სა­ხურს. თუმ­ცა, ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მოლ­და­ვე­თის პრო­და­სავ­ლურ მთავ­რო­ბა ნა­ტოს სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­სის გახ­სნა­ზე შე­უ­თან­ხმდა.

ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის პა­სუხ­მაც აღარ და­ა­ყოვ­ნა, - მოს­კოვ­მა სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ რუ­სეთ­ში გა­ნა­თავ­სა ახა­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა, რი­თაც და­არ­ღვია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ.

"ნიუ-იორკ ტა­იმ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­მა, სა­ი­დუმ­ლოდ გა­ნა­თავ­სა სახ­მე­ლე­თო ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა, ეს ნა­ბი­ჯი კი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა 1987 წელს ხელ­მო­წე­რილ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას სა­შუ­ა­ლო და მოკ­ლე რა­დი­უს­ში მოქ­მე­დი რა­კე­ტე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ. ამა­ვე გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთს აქვს რა­კე­ტე­ბის ორი ბა­ტა­ლი­ო­ნი, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლი­დან მზად­ყოფ­ნა­შია...

აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კრძა­ლავს ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებს, მაგ­რამ ამა­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი აცხა­დებს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მაც და­არ­ღვია და ახა­ლი რა­კე­ტე­ბი ძალ­თა ბა­ლა­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნევ­ლად არის სა­ჭი­რო.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნატოსა და რუსეთის რაკეტების ჭიდილი მსოფლიოში

ნატოსა და რუსეთის რაკეტების ჭიდილი მსოფლიოში

ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის თქმით, 2016 წელს ნატოს ევროპელმა წევრებმა და კანადამ 3,8%-ით გაზარდეს სამხედრო ხარჯები, რაც დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით მეტია თავდაცვისთვის. მისივე თქმით, სწორედ ის იყო, ამერიკის პრეზიდენტნთან სატელეფონო საუბრის მთავარი თემა, სწორედ ეს იყო...

ამერიკული პრესის თანახმად, სტოლტენბერგმა საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის საკითხიც ახსენა, მისი თქმით, მინისტერიალი ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრით დასრულდება, სადაც რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარება და საქართველოს რეფორმები განიხილება, რომლებიც ქვეყანას ნატოსთან აახლოვებს...

რუსეთი, ნატოს მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ალიანსის  პოზიციებისა და გავლენების უპრეცენდენტო გაზრდის მცდელობად აფასებს. იგივე პოზიციას ახმოვანებს, მოლდავეთის პრორუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც კიშინიოვში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნას აპროტესტებს და პროვოკაციულ ქმედებას უწოდებს.

მისი თქმით, მოლდავეთი ნეიტრალური სტატუსის მომხრეა, - "მე არც ნატო მინდა და არც დსთ", - განაცხადა მოლდავეთის პრეზიდენტმა, "რადიო თავისუფლების " მოლდავურ სამსახურს. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ მოლდავეთის პროდასავლურ მთავრობა ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნაზე შეუთანხმდა.

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთის პასუხმაც აღარ დააყოვნა, - მოსკოვმა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში განათავსა ახალი ფრთოსანი რაკეტა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება, შეიარაღების კონტროლის შესახებ.

"ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, მოსკოვმა, საიდუმლოდ განათავსა სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა, ეს ნაბიჯი კი ეწინააღმდეგება 1987 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. ამავე გამოცემის ინფორმაციით, რუსეთს აქვს რაკეტების ორი ბატალიონი, რომელიც გასული წლიდან მზადყოფნაშია...

აღნიშნული ხელშეკრულება კრძალავს ბალისტიკურ რაკეტებს, მაგრამ ამაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ხელშეკრულება შეერთებულმა შტატებმაც დაარღვია და ახალი რაკეტები ძალთა ბალანის შესანარჩუნევლად არის საჭირო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე