მსოფლიო დღეს სიყვარულის დღეს აღნიშნავს. 14 თებერვალი კათოლიკე მღვდელი ვალენტინის ხსენების დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან.
დღეს ყველას თავისი ვალენტინი ჰყავს და მისი ნებაა, როგორ აღნიშნავს ამ "დღესასწაულს".
დღეს კიდევ ერთხელ ეძლევათ წყვილებს განსაკუთრებული შანსი, შეუქმნან ერთმანეთს დღესასწაული... თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამ დღეს წყვილის გარეშეც ახერხებს "თავი გაირთოს".
ამის მაგალითია ამერიკელი ახალგაზრდას კავარლი იოკოჰამას მიერ გადაღებული ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.