სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამა გიორგი მამალაძეს ბარგის ჩხრეკისას "ციანიდი" აღმოაჩნდა - პროკურატურა სკანდალური საქმის დეტალებზე
მამა გიორგი მამალაძეს ბარგის ჩხრეკისას "ციანიდი" აღმოაჩნდა - პროკურატურა სკანდალური საქმის დეტალებზე

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­მარ­თა.

იხი­ლეთ ვი­დეო

შო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც მო­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მი­უ­თი­თა, რომ მის­მა ნაც­ნობ­მა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სთხო­ვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ამ უკა­ნას­კნელს, რო­გორც შეხ­ვედ­რი­სას განმცხა­დე­ბელ­მა გა­არ­კვია, უნდა მო­ეხ­დი­ნა მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­გეგ­მა და ჩა­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე განმცხა­დე­ბელს სთხოვ­და შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბას, რის სა­ნაც­ვლო­დაც მზად იყო გა­და­ე­ხა­და ფუ­ლა­დი თან­ხა, ხოლო თა­ვის მხრივ გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის ჰპირ­დე­ბო­და მო­მა­ვალ­ში გარ­კვე­ულ არა­მარ­თლზო­მი­ერ სარ­გე­ბელს. რო­გორც გა­ირ­კვა გ.მა­მა­ლა­ძე აპი­რებ­და გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას, სა­დაც პატ­რი­არ­ქი იმ­ყო­ფე­ბო­და სამ­კურ­ნა­ლოდ მის თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად და მას შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და გამ­გზავ­რე­ბამ­დე.

რო­გორც დგინ­დე­ბა, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად იყო შპს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და იო­ა­კი­მე და ანას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სის­ტე­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან და მის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას­თან. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, რომ გ.მა­მა­ლა­ძე ამ­ზა­დებ­და ერთ-ერთი პი­რის მკვლე­ლო­ბას, სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­ი­ძი­ნა მან გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნე­ლი პი­რის­გან შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა - ცი­ა­ნი­დი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გი და სის­რუ­ლე­ში იქ­ნე­ბო­და მოყ­ვა­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვა.

2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე - თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქნა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, ხოლო მისი ბარ­გის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ფა­რუ­ლად შე­ნა­ხუ­ლი შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა - "ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი".

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მამა გიორგი მამალაძეს ბარგის ჩხრეკისას "ციანიდი" აღმოაჩნდა - პროკურატურა სკანდალური საქმის დეტალებზე

მამა გიორგი მამალაძეს ბარგის ჩხრეკისას "ციანიდი" აღმოაჩნდა - პროკურატურა სკანდალური საქმის დეტალებზე

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამართა.

იხილეთ ვიდეო

შოთაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - "ნატრიუმის ციანიდი".

წაიკითხეთ ვრცლად პროკურატურის განცხადება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ