სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სად როგორ ენდობიან NATO-ს: საერთაშორისო ორგანიზაცია "გელაპის" კვლევა
სად როგორ ენდობიან NATO-ს: საერთაშორისო ორგანიზაცია "გელაპის" კვლევა

ბოლო დროს და­სავ­ლეთ­ში ნა­ტოს ალი­ან­სის მი­მართ მიდ­გო­მე­ბი სულ უფრო ხში­რად იც­ვლე­ბა. იგი­ვე გან­წყო­ბა აქვს, აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპსაც, რო­მელ­მაც არც ისე დიდი ხნის წინ, რო­მელ­მაც ნა­ტოს "მო­რა­ლუ­რად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი" უწო­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ო­ლუ­რი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია "გე­ლაპ­მა" რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­ირ­კვა, თუ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ.

რო­გორც გა­ირ­კვა, ალი­ან­სში შე­მა­ვა­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი, მას დამ­ცვე­ლად მი­იჩ­ნევს, ამ მხრივ კო­სო­ვო გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ნა­ტოს ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ციდ მი­იჩ­ნევს. იქ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის 90 % -ს მი­აჩ­ნია, რომ ნა­ტოს მათი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია. იგი­ვე გან­წყო­ბაა, ალ­ბა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 70 %-შიც. მე­სა­მე­ზე ად­გილ­ზეა პო­ლო­ნე­თი, - სა­დაც გა­მო­კი­თხულ­თა 60 %- ის­თვის ნატო ისევ და ისევ მათი სიმ­შვი­დის გა­რან­ტია.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბია, ჩერ­ნო­გო­რი­ი­სა და სერ­ბი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, - მე­ტიც, ამ ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს. კონ­კრე­ტუ­ლად, - სერ­ბე­ბის 64 % ნა­ტოს უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს და საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს. ორ­გა­ნი­ზა­ცია "გე­ლა­პის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ამას შემ­დე­გი მი­ზე­ზით ხსნი­ან, 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს, ახ­ლან­დე­ლი სერ­ბი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყო­ფი­ლი იუ­გოს­ლა­ვი­ის მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რის, სლო­ბო­დან მი­ლო­შე­ვი­ჩის მომ­ხრე არ­მია იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც იე­რი­ში ნა­ტოს სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა მი­ი­ტა­ნეს... ნა­ტოს საფრ­თხედ აღიქ­ვამს ჩერ­ნო­გო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა, არა­და, ეს სა­ხელ­მწი­ფო 2017 წელს, სწო­რედ ნა­ტოს წევ­რი ხდე­ბა.

ნა­ტოს მი­მართ მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ყო­ფილ პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში. თუ არ ჩავ­თვლით რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს, ცალ­სა­ხად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აქ პოსტსაბ­ჭო­თა პრო­პა­გან­და ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ძლი­ე­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას, აქ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თია წარ­მოდ­გე­ნი­ლი – კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, - "გე­ლა­პის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ბა­ლან­სი საკ­მა­ოდ კარ­გად არის და­ცუ­ლი. გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 37 % ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს დამ­ცვე­ლად მი­იჩ­ნევს, 8 % - საფრ­თხედ, 35%-ს მი­აჩ­ნია, რომ ნა­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არც საფრ­თხეა, მაგ­რამ არც -დამ­ცვე­ლი.

მო­სა­ლოდ­ნე­ლის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა აზერ­ბა­ი­ჯან­ში, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის­კენ არ ის­წაფ­ვის, გა­მო­კი­თხულ­თა 21 % ალი­ანსს დამ­ცვე­ლად მი­იჩ­ნევს, 16 % კი, საფრ­თხედ. ადა­მი­ან­თა 44 %-ს მი­აჩ­ნია, რომ ალი­ან­სი მათი ქვეყ­ნის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა, არ იცავს. ეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მხრივ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა და აქ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის­თვის, არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი იხ­დის სას­ჯელს...

ჯერ­ჯე­რო­ბით, არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბაა უკ­რა­ი­ნა­შიც. გა­სულ წელს, გა­მო­კი­თხულ­თა 29 % ნა­ტოს დამ­ცვე­ლად მი­იჩ­ნევ­და, 35 % კი - საფრ­თხედ. თვალ­ში­სა­ცე­მია ის ფაქ­ტი, რომ ბოლო დროს, უკ­რა­ი­ნის სტა­ტის­ტი­კა, ნა­ტოს პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბის კუ­თხით, დაღ­მა­ვა­ლია, - თან­და­თან იზ­რდე­ბა აიმ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ბა, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ნატო უკ­რა­ი­ნის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, - პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის, ალი­ან­სის მი­მართ კა­ტე­გი­უ­ლად უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბაა რუ­სეთ­სა და ბე­ლო­რუ­სი­ა­ში. "გე­ლა­პის" კვლე­ვე­ბით ირ­კვე­ვა, რომ რუ­სეთ­ში, ნა­ტოს საფრ­თხედ 67 % მი­იჩ­ნევს, ბე­ლო­რუ­სი­ა­ში კი - 54 %. "გე­ლა­პის" ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზეა და­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კვლე­ვა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ტარ­და და მკვლე­ვა­რებ­მა თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნა­ში, შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის წე­სით, 15 წელ­ზე ზე­მოთ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის 1 000-მდე რეს­პონ­დენ­ტი გა­მო­კი­თხეს. "გე­ლა­პის" გა­ნამ­რთე­ბით, ასე­თი ტი­პის კვლე­ვის დროს, ცთო­მი­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2,7-3,9 %-ია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სად როგორ ენდობიან NATO-ს: საერთაშორისო ორგანიზაცია "გელაპის" კვლევა

სად როგორ ენდობიან NATO-ს: საერთაშორისო ორგანიზაცია "გელაპის" კვლევა

ბოლო დროს დასავლეთში ნატოს ალიანსის მიმართ მიდგომები სულ უფრო ხშირად იცვლება. იგივე განწყობა აქვს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, რომელმაც ნატოს "მორალურად მოძველებული" უწოდა. საერთაშორისო სოციოლური კვლევითი ორგანიზაცია "გელაპმა" როგორც დასავლეთ, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წარმოებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, თუ რომელ ქვეყანაში როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ორგანიზაციის მიმართ.

როგორც გაირკვა, ალიანსში შემავალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი, მას დამცველად მიიჩნევს, ამ მხრივ კოსოვო გამოირჩევა, რომელიც ნატოს ყველაზე საიმედო ორგანიზაციდ მიიჩნევს. იქ ადგილობრივი მოსახლეობის 90 % -ს მიაჩნია, რომ ნატოს მათი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია. იგივე განწყობაა, ალბანეთის მოსახლეობის 70 %-შიც. მესამეზე ადგილზეა პოლონეთი, - სადაც გამოკითხულთა 60 %- ისთვის ნატო ისევ და ისევ მათი სიმშვიდის გარანტია.

განსხვავებული მიდგომებია, ჩერნოგორიისა და სერბიის მოსახლეობაში, - მეტიც, ამ ქვეყნების მოსახლეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საფრთხედ მიიჩნევს. კონკრეტულად, - სერბების 64 % ნატოს უნდობლობას უცხადებს და საფრთხედ მიიჩნევს. ორგანიზაცია "გელაპის" თანამშრომლები, ამას შემდეგი მიზეზით ხსნიან, 90-იანი წლების ბოლოს, ახლანდელი სერბიის ტერიტორიაზე, ყოფილი იუგოსლავიის მაშინდელი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის მომხრე არმია იყო განთავსებული, რომელზეც იერიში ნატოს სამხედრო ძალებმა მიიტანეს... ნატოს საფრთხედ აღიქვამს ჩერნოგორიის მოსახლეობა, არადა, ეს სახელმწიფო 2017 წელს, სწორედ ნატოს წევრი ხდება.

ნატოს მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აქ პოსტსაბჭოთა პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია.

რაც შეეხება, სამხრეთ კავკასიას, აქ საკმაოდ საინტერესო სურათია წარმოდგენილი – კონკრეტულად, საქართველოში არსებულ ვითარებას, - "გელაპის" წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყანაში ბალანსი საკმაოდ კარგად არის დაცული. გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 37 % ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს დამცველად მიიჩნევს, 8 % - საფრთხედ, 35%-ს მიაჩნია, რომ ნატოს საქართველოსთვის არც საფრთხეა, მაგრამ არც -დამცველი.

მოსალოდნელისგან მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა აზერბაიჯანში, - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრებისკენ არ ისწაფვის, გამოკითხულთა 21 % ალიანსს დამცველად მიიჩნევს, 16 % კი, საფრთხედ. ადამიანთა 44 %-ს მიაჩნია, რომ ალიანსი მათი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, არ იცავს. ეს იმ ფონზე, როდესაც სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობაა და აქ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის, არაერთი ჟურნალისტი და ბლოგერი იხდის სასჯელს...

ჯერჯერობით, არც ისე სახარბიელო ვითარებაა უკრაინაშიც. გასულ წელს, გამოკითხულთა 29 % ნატოს დამცველად მიიჩნევდა, 35 % კი - საფრთხედ. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ბოლო დროს, უკრაინის სტატისტიკა, ნატოს პოზიტიური შეფასების კუთხით, დაღმავალია, - თანდათან იზრდება აიმ ადამიანთა რაოდება, ვისაც მიაჩნია, რომ ნატო უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, - პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ალიანსის მიმართ კატეგიულად უარყოფითი განწყობაა რუსეთსა და ბელორუსიაში. "გელაპის" კვლევებით ირკვევა, რომ რუსეთში, ნატოს საფრთხედ 67 % მიიჩნევს, ბელორუსიაში კი - 54 %. "გელაპის" ოფიციალურ საიტზეა დადებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა ყველა ქვეყანაში ტელეფონის საშუალებით ჩატარდა და მკვლევარებმა თითოეულ ქვეყანაში, შემთხვევითი შერჩევის წესით, 15 წელზე ზემოთ მყოფი ადამიანების 1 000-მდე რესპონდენტი გამოკითხეს. "გელაპის" განამრთებით, ასეთი ტიპის კვლევის დროს, ცთომილება, დაახლოებით, 2,7-3,9 %-ია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე