სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავღანეთში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოკლეს
ავღანეთში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოკლეს

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რის­ტებ­მა ავ­ღა­ნე­თის ჩრდი­ლო­ეთ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის" 6 ად­გი­ლობ­რი­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი მოკ­ლეს. რო­გორც BBC აცხა­დებს, ჯოვ­ზჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, მავ­ლა­ვი ლუფ­ტფუ­ლა აზი­ზის თქმით, "წი­თე­ლი ჯვრის" თა­ნამ­შრომ­ლებს ავ­ღა­ნე­ლი ფერ­მე­რე­ბის­თვის სა­ქონ­ლის საკ­ვე­ბი მიჰ­ქონ­დათ, როცა მათ ავ­ტო­კო­ლო­ნა­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და... ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ორი თა­ნამ­შრომ­ლის ბედი ამ დრომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია.

"წი­თე­ლი ჯვრის" წარ­მო­მად­გენ­ლის ტო­მას გლა­სის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, მათ კი­დევ ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ი­ტა­ცეს. და­ღუ­პუ­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. მი­სი­ვე თქმით, "წი­თე­ლი ჯვრის" სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რა­ი­ონ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ, რა დრო­საც მათ­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ტე­რო­რის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "თა­ლი­ბა­ნი" ამ­ტკი­ცებ­და, რომ მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას არ უკავ­შირ­დე­ბო­და. მა­თი­ვე თქმით,

ავ­ღა­ნეთ­ში ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და მათ შო­რის იყ­ვნენ მე­დი­კო­სე­ბიც.

თუმ­ცა, მოგ­ვა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ იე­რიშ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო.

"ყოვ­ლად ამაზ­რზე­ნი და შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და. გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის და­ხოც­ვა, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას ცდი­ლო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და "წი­თე­ლი ჯვრის" დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მო­ნი­კა ზა­ნა­რე­ლიმ.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ტე­რო­რის­ტებ­მა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. შარ­შან, ივ­ლის­ში "თა­ლი­ბებს" "წი­თე­ლი ჯვრის" სამი ექი­მი რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ან ტყვე­ო­ბა­ში ჰყავ­დათ და შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მა­შინ, სარ-ე-პუ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზა­ბი­უ­ლა გა­ნა­ცხა­და, რომ ექი­მე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკონ­ტრო­ლო რე­გი­ო­ნის უხუ­ცე­სე­ბი­სა და ავ­ღა­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა. ექი­მე­ბი ექ­სტრე­მის­ტებ­მა იმ დროს შე­ი­პყრეს, რო­დე­საც "წი­თე­ლი ჯვრის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ი­ა­დის ოლ­ქში მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლებს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ავღანეთში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოკლეს

ავღანეთში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოკლეს

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ავღანეთის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული ორგანიზაცია "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" 6 ადგილობრივი თანამშრომელი მოკლეს. როგორც BBC აცხადებს, ჯოვზჯანის პროვინციის გუბერნატორის, მავლავი ლუფტფულა აზიზის თქმით, "წითელი ჯვრის" თანამშრომლებს ავღანელი ფერმერებისთვის საქონლის საკვები მიჰქონდათ, როცა მათ ავტოკოლონაზე თავდასხმა მოხდა... ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

"წითელი ჯვრის" წარმომადგენლის ტომას გლასის განცხადებით, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მათ კიდევ ორი თანამშრომელი გაიტაცეს. დაღუპულები და დაშავებულები ადგილობრივი მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდნენ. ისინი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ რაიონში მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ, რა დროსაც მათზე თავდასხმა განხორციელდა.

თავდაპირველად, ტერორისტული მოძრაობა "თალიბანი" ამტკიცებდა, რომ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმას არ უკავშირდებოდა. მათივე თქმით,

ავღანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის იყვნენ მედიკოსებიც.

თუმცა, მოგვანებით გაირკვა, რომ იერიშზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

"ყოვლად ამაზრზენი და შემზარავი ფაქტი მოხდა. გაუმართლებელია ჩვენი კოლეგებისა და მეგობრების დახოცვა, რომლებიც მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ცდილობენ", - განაცხადა "წითელი ჯვრის" დელეგაციის ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტერორისტებმა ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლებზე იერიში მიიტანეს. შარშან, ივლისში "თალიბებს" "წითელი ჯვრის" სამი ექიმი რამდენიმეკვირიან ტყვეობაში ჰყავდათ და შემდეგ გაათავისუფლეს.

მაშინ, სარ-ე-პულის გუბერნატორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა განაცხადა, რომ ექიმების გათავისუფლება უკონტროლო რეგიონის უხუცესებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა. ექიმები ექსტრემისტებმა იმ დროს შეიპყრეს, როდესაც "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები საიადის ოლქში მდებარე სოფლების მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე