სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ორი ადამიანის სამსახურში აღდგენაა - რას აპროტესტებს "ბიბლუსი გალერის" კონსულტანტების ერთი ნაწილი
ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ორი ადამიანის სამსახურში აღდგენაა - რას აპროტესტებს "ბიბლუსი გალერის" კონსულტანტების ერთი ნაწილი

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" რამ­დე­ნი­მე კონ­სულ­ტან­ტის მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, რომ­ლე­ბიც "მძი­მე და უსა­მარ­თლო შრო­მით პი­რო­ბებ­ზე" სა­უბ­რო­ბენ.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში 6 ახალ­გაზ­რდა რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი­ან გან­ცხა­დე­ბას კი­თხუ­ლობს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ აქვთ "მძი­მე და არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი", მათი თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 300 ლა­რია და ა.შ.

და­ვუ­კავ­შირ­დით ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ორ მო­ნა­წი­ლეს, იმის გა­სარ­კვე­ვად თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ მათ. აღ­მოჩ­ნდა რომ ერთ-ერთი აკა­კი ზო­ი­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან, მე­ო­რე კი - შალ­ვა ლა­ცა­ბი­ძე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

შალ­ვა ლა­ცა­ბი­ძის თქმით, ისი­ნი კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას მო­ი­თხო­ვენ:

"ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბია რომ გა­და­ი­ხე­დოს კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბი, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში უნდა დაბ­რუნ­დნენ და კონ­სულ­ტან­ტე­ბის ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია ერ­თად მუ­შა­ობს, არ და­ი­შა­ლოს.

ჩვენ­თვის არა­ვის უთ­ქვამს, რომ 8 სა­ათ­ზე მეტი უნდა ვი­ყოთ სამ­სა­ხურ­ში, დარ­ჩე­ნას არა­ვინ გვა­ვა­ლებს. გვი­წევს სამ­სა­ხურ­ში დარ­ჩე­ნა ჩვე­ნი ნე­ბით. რად­გან ვმუ­შა­ობთ გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, ხელ­ფა­სი არ არის საკ­მა­რი­სი და ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბო­ნუს­ზე. გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას კი ჭირ­დე­ბა ხალ­ხთან მუ­შა­ო­ბა.

ჯა­რი­მე­ბი გვეჭ­რე­ბა ბო­ნუ­სი­დან, მარ­თა­ლია ამ ბოლო დროს თან­ხის ჩა­მოჭ­რა არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ არა­შე­სა­ბა­მი­სი ბო­ნუ­სი და­ი­რი­ცხა. უფრო მეტი სა­მუ­შაო გავ­წი­ეთ და ამას ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ამის შემ­დეგ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ვი­დე­ო­ში 6 ადა­მი­ა­ნი ვჩან­ვართ, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად უფრო მეტ­ნი ვართ, ჯამ­ში 18" - ამ­ბობს ლა­ცა­ბი­ძე.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი აკა­კი ზო­ი­ძე იმ მი­ზეზს ასა­ხე­ლებს, რომ­ლის გა­მოც მისი აზ­რით სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"4 თე­ბერ­ვლის­თვის და­მი­კავ­შირ­დნენ და მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ლე­ვა­ნი დაგ­ვი­ბა­რეს ოფის­ში, სა­დაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს. რა თქმა უნდა, დო­კუ­მენტს ხელი არ მო­ვა­წე­რეთ, რად­გან არ ვე­თან­ხმე­ბით. დე­კემ­ბერ­ში ჩვენ არა­რე­ა­ლუ­რი გეგ­მა შე­ვას­რუ­ლეთ, შე­სა­ბა­მი­სად მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვე­ლო­დით. ჩვენ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ, იქ მოხ­და ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალს იმა­ში გვდე­ბენ, რომ ზემ­დგომ ადა­მი­ა­ნებს უხე­შად ვე­ლა­პა­რა­კეთ.

ახა­ლი მე­ნე­ჯე­რი მო­ვი­და და თა­ვი­დან იყო სა­უ­ბა­რი რომ ახალ გუნდთან უნდა მო­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა მან ძვე­ლებ­თან დარ­ჩე­ნა ისურ­ვა. ჩვენც ძა­ლი­ან კარ­გად შე­ვე­წყეთ, დე­კემ­ბერ­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვი­მუ­შა­ვეთ. ეს მთა­ვარ ოფისს არ მო­წონ­და და თა­ვი­დან­ვე გუნ­დის დაშ­ლა უნ­დო­დათ. სა­ა­ხალ­წლო ამ­ბე­ბის გა­და­გო­რე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩვენ უკვე საქ­მე გა­ვუ­კე­თეთ, ძა­ლი­ან და­ბა­ლი ბო­ნუ­სე­ბი და­რი­ცხეს. ჩვენ­გან რე­აქ­ცია მი­ი­ღეს და შემ­დეგ გა­მოგ­ვიშ­ვეს კი­დეც. ჩვენს შემ­დეგ კი­დევ და­ი­ბა­რებ­დნენ სხვებს და ასე დაშ­ლიდ­ნენ გუნდს. ვფიქ­რობთ, რომ ასე­თი შეკ­რუ­ლი გუნ­დი არ აწყობთ, რად­გან 18 ადა­მი­ა­ნი უკვე ერთი შეკ­რუ­ლი გუნ­დია.

ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მა თით­ქოს არ­სე­ბობს, თუმ­ცა ჩვე­ნი და­ან­გა­რი­შე­ბა არას­დროს არ ემ­თხვე­ვა. და­ფა­რუ­ლი სის­ტე­მაა. დე­კემ­ბერ­ში "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რი", სა­დაც მე ვმუ­შა­ობ­დი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით მუ­შა­ობს - აქ არის სა­ა­ხალ­წლო კო­ლექ­ცია, ჭურ­ჭე­ლი და სხვა. სხვა ფი­ლი­ა­ლებ­ში მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი და სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბია. ჩვენ ღა­მე­ე­ბი გა­ვა­თე­ნეთ, ისევ ჩვენ­თვის რომ საქ­მე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა - გეგ­მა დაგ­ვი­დეს 320 ათა­სი ლარი. ესაა რე­კორ­დი, რო­მე­ლიც ჩვენ შე­ვას­რუ­ლეთ და ბო­ნუ­სი დაგ­ვე­რი­ცხა იმ­დე­ნი­ვე, რაც სხვა ფი­ლი­ა­ლებს და­ე­რი­ცხათ. ზუსტ თან­ხას რამ­დენს ვე­ლო­დით, ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, მაგ­რამ თით­ქმის 30-40 პრო­ცენ­ტით მეტს ვე­ლო­დით," - გან­გვი­მარ­ტა ზო­ი­ძემ.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს "ბიბ­ლუ­სის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის მზად არი­ან. "ბიბ­ლუ­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ისი­ნი სწო­რედ იმ­დე­ნი ხნით და ისეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ, რაც წეს­დე­ბა­სა და ში­ნა­გა­ნა­წეს­შია გა­წე­რი­ლი:

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ამ სა­ხით გავ­რცელ­და, რად­გან მას­ში სრუ­ლად არ არის გად­მო­ცე­მუ­ლი ის პი­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­გებ­ლო­ბენ. ჩვენ ღია ვართ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, ხში­რად ვხვდე­ბით მათ და გან­ვი­ხი­ლავთ ბევრ სა­კითხს. ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­დე­ო­ში იყ­ვნენ, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­თუ მხო­ლოდ ხელ­ფასს, არა­მედ იმ ხელ­ფა­სის სამ­მა­გი ოდე­ნო­ბის პრე­მი­ებს იღებ­დნენ" - გან­მარ­ტავს ის.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­მუ­შაო პი­რო­ბებს, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თქმით, წეს­დე­ბას ისი­ნი წი­ნას­წარ იც­ნობ­დნენ და იმა­ზე მეტ სა­მუ­შა­ოს არ ას­რუ­ლებ­დნენ, რაც წეს­დე­ბა­ში იყო გა­წე­რი­ლი, ხოლო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას ბი­ნუ­სე­ბი შე­სა­ბა­მი­სად ერი­ცხე­ბო­დათ:

"არ არის "ბიბ­ლუს­ში" ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ამ ვი­დე­ო­შია ნათ­ქვა­მი. ჩვენ გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ობს და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან მათ გან­ხილ­ვას მუდ­მი­ვად ახ­დენს. მე "ბიბ­ლუს გა­ლე­რი­ში" ვარ და მზად ვარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, თუმ­ცა ამ დრომ­დე არა­ვის მო­უ­მარ­თავს," - აღ­ნიშ­ნა მან.

წა­ი­კი­თხეთ: "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" კო­მენ­ტა­რე­ბი ბრალ­დე­ბებ­სა და მო­თხოვ­ნებ­ზე

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ორი ადამიანის სამსახურში აღდგენაა - რას აპროტესტებს "ბიბლუსი გალერის" კონსულტანტების ერთი ნაწილი

ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ორი ადამიანის სამსახურში აღდგენაა - რას აპროტესტებს "ბიბლუსი გალერის" კონსულტანტების ერთი ნაწილი

"აუდიტორია 115"-ის ფეისბუქის გვერდზე "ბიბლუსი გალერის" რამდენიმე კონსულტანტის მიმართვა გავრცელდა, რომლებიც "მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე" საუბრობენ.

ვიდეომიმართვაში 6 ახალგაზრდა რამდენიმე პუნქტიან განცხადებას კითხულობს. ისინი ამბობენ, რომ აქვთ "მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი", მათი თვიური ანაზღაურება 300 ლარია და ა.შ.

დავუკავშირდით ვიდეომიმართვის ორ მონაწილეს, იმის გასარკვევად თუ კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ მათ. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი აკაკი ზოიძე რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მეორე კი - შალვა ლაცაბიძე "ბიბლუსი გალერის" მოქმედი თანამშრომელია.

შალვა ლაცაბიძის თქმით, ისინი კონტრაქტის პირობების გადახედვას მოითხოვენ:

"ჩვენი მოთხოვნებია რომ გადაიხედოს კონტრაქტის პირობები, ყველაზე მთავარი ისაა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში უნდა დაბრუნდნენ და კონსულტანტების ის ჯგუფი, რომელიც უკვე დიდი ხანია ერთად მუშაობს, არ დაიშალოს.

ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ 8 საათზე მეტი უნდა ვიყოთ სამსახურში, დარჩენას არავინ გვავალებს. გვიწევს სამსახურში დარჩენა ჩვენი ნებით. რადგან ვმუშაობთ გეგმის შესრულებაზე, ხელფასი არ არის საკმარისი და ვართ დამოკიდებული ბონუსზე. გეგმის შესრულებას კი ჭირდება ხალხთან მუშაობა.

ჯარიმები გვეჭრება ბონუსიდან, მართალია ამ ბოლო დროს თანხის ჩამოჭრა არ მომხდარა, მაგრამ არაშესაბამისი ბონუსი დაირიცხა. უფრო მეტი სამუშაო გავწიეთ და ამას ჩვენი პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ ჩვენი თანამშრომლები გაათავისუფლეს. ვიდეოში 6 ადამიანი ვჩანვართ, თუმცა რეალურად უფრო მეტნი ვართ, ჯამში 18" - ამბობს ლაცაბიძე.

გათავისუფლებული თანამშრომელი აკაკი ზოიძე იმ მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც მისი აზრით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"4 თებერვლისთვის დამიკავშირდნენ და მე და ჩემი მეგობარი ლევანი დაგვიბარეს ოფისში, სადაც გათავისუფლების დოკუმენტი წარმოგვიდგინეს. რა თქმა უნდა, დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, რადგან არ ვეთანხმებით. დეკემბერში ჩვენ არარეალური გეგმა შევასრულეთ, შესაბამისად მაღალ ანაზღაურებას ველოდით. ჩვენ გავაპროტესტეთ, იქ მოხდა ხმამაღალი საუბარი. აქედან გამომდინარე, ბრალს იმაში გვდებენ, რომ ზემდგომ ადამიანებს უხეშად ველაპარაკეთ.

ახალი მენეჯერი მოვიდა და თავიდან იყო საუბარი რომ ახალ გუნდთან უნდა მოსულიყო, თუმცა მან ძველებთან დარჩენა ისურვა. ჩვენც ძალიან კარგად შევეწყეთ, დეკემბერში ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ეს მთავარ ოფისს არ მოწონდა და თავიდანვე გუნდის დაშლა უნდოდათ. საახალწლო ამბების გადაგორების შემდეგ, როდესაც ჩვენ უკვე საქმე გავუკეთეთ, ძალიან დაბალი ბონუსები დარიცხეს. ჩვენგან რეაქცია მიიღეს და შემდეგ გამოგვიშვეს კიდეც. ჩვენს შემდეგ კიდევ დაიბარებდნენ სხვებს და ასე დაშლიდნენ გუნდს. ვფიქრობთ, რომ ასეთი შეკრული გუნდი არ აწყობთ, რადგან 18 ადამიანი უკვე ერთი შეკრული გუნდია.

ბონუსების სისტემა თითქოს არსებობს, თუმცა ჩვენი დაანგარიშება არასდროს არ ემთხვევა. დაფარული სისტემაა. დეკემბერში "ბიბლუსი გალერი", სადაც მე ვმუშაობდი განსხვავებული ფორმატით მუშაობს - აქ არის საახალწლო კოლექცია, ჭურჭელი და სხვა. სხვა ფილიალებში მხოლოდ წიგნები და საკანცელარიო ნივთებია. ჩვენ ღამეები გავათენეთ, ისევ ჩვენთვის რომ საქმე გაგვეკეთებინა - გეგმა დაგვიდეს 320 ათასი ლარი. ესაა რეკორდი, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და ბონუსი დაგვერიცხა იმდენივე, რაც სხვა ფილიალებს დაერიცხათ. ზუსტ თანხას რამდენს ველოდით, ვერ დაგისახელებთ, მაგრამ თითქმის 30-40 პროცენტით მეტს ველოდით," - განგვიმარტა ზოიძემ.

ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ, კომენტარი გააკეთეს "ბიბლუსის" ადმინისტრაციაშიც, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის მზად არიან. "ბიბლუსის" გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის თქმით, აღნიშნული პირების მიერ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი სწორედ იმდენი ხნით და ისეთ პირობებში მუშაობენ, რაც წესდებასა და შინაგანაწესშია გაწერილი:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ვიდეომიმართვა ამ სახით გავრცელდა, რადგან მასში სრულად არ არის გადმოცემული ის პირობები, რომლებითაც ჩვენი თანამშრომლები საგებლობენ. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის, ხშირად ვხვდებით მათ და განვიხილავთ ბევრ საკითხს. ის თანამშრომლები, რომლებიც ვიდეოში იყვნენ, ბოლო თვეების განმავლობაში არათუ მხოლოდ ხელფასს, არამედ იმ ხელფასის სამმაგი ოდენობის პრემიებს იღებდნენ" - განმარტავს ის.

რაც შეეხება თანამშრომელთა სამუშაო პირობებს, გენერალური დირექტორის თქმით, წესდებას ისინი წინასწარ იცნობდნენ და იმაზე მეტ სამუშაოს არ ასრულებდნენ, რაც წესდებაში იყო გაწერილი, ხოლო დღესასწაულებზე დამატებითი სამუშაოს შესრულებისას ბინუსები შესაბამისად ერიცხებოდათ:

"არ არის "ბიბლუსში" ისეთი მდგომარეობა, რაც ამ ვიდეოშია ნათქვამი. ჩვენ გვაქვს სპეციალური ჯგუფი, რომელიც არსებულ პრობლემებზე მუშაობს და თანამშრომლებთან მათ განხილვას მუდმივად ახდენს. მე "ბიბლუს გალერიში" ვარ და მზად ვარ კომუნიკაციისთვის, თუმცა ამ დრომდე არავის მოუმართავს," - აღნიშნა მან.

წაიკითხეთ: "ბიბლუსი გალერის" კომენტარები ბრალდებებსა და მოთხოვნებზე

ლიკა ამირაშვილი, მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი