რა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის შესახებ - ადვოკატის რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის შესახებ - ადვოკატის რჩევები

ალიმენტის დაკისრების დროს ხშირად იჩენს თავს გაუგებრობები, რომლის თაობაზეც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება.

- ალიმენტზე საუბრისას ძირითადად მშობლისა და შვილის ურთიერთობას გულისხმობენ, თუმცა ეს გაცილებით ფართო ცნებაა. როგორც წესი, მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე - შრომისუუნარო შვილები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და დახმარებას საჭიროებენ. საერთოდ, ალიმენტის დანიშვნის საჭიროება განქორწინების შემდეგ წამოიქმნება. თანხის რაოდენობას მშობლები ადგენენ ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეთანხმდებიან, ალიმენტის ოდენობა ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

- დავუშვათ, დედამ (ან მამამ) ისეთი თანხა მოითხოვა, რომლის გადახდის საშუალებაც მეორე მშობელს არა აქვს, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- ამ შემთხვევაში დავას სასამართლო წყვეტს: ორივე მშობლის შემოსავალი დგინდება და ამის მიხედვით ინიშნება ალიმენტიც. რაც უფრო ნაკლებია შემოსავალი, გადასახდელი თანხა უფრო ნაკლები იქნება. დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ალიმენტის ოდენობა შემოსავლის მესამედი, ან მეოთხედი უნდა იყოს. ეს საშუალო მაჩვენებელია. საქართველოში ბავშვს უფრო ხშირად დედა ზრდის და თუ მას უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ყოფილ მეუღლეს, ბავშვს უფრო ნაკლები ოდენობის ალიმენტს უნიშნავენ.

- ალიმენტის დანიშვნის დროს გამონაკლისი შემთხვევები თუ არსებობს?

- რასაკვირველია: შეიძლება მშობლები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ალიმენტის გადახდა მაინც დაეკისროს პირს, რომელიც საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. ასე რომ, მშობლების ერთად ცხოვრება ალიმენტის დაკისრებას არ გამორიცხავს. ასეთი რამ პრაქტიკაში იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. უფრო ხშირად მშობლები ერთად არ ცხოვრობენ და ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი