სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეთერში შესვლამდე 20 წუთით ადრე შემატყობინეს, რომ მამა გარდაიცვალა..." - ემა ტუხიაშვილის ემოციურად ყველაზე მძიმე "360 გრადუსი"
"ეთერში შესვლამდე 20 წუთით ადრე შემატყობინეს, რომ მამა გარდაიცვალა..." - ემა ტუხიაშვილის ემოციურად ყველაზე მძიმე "360 გრადუსი"

ემა ტუ­ხი­აშ­ვილს "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნალ ჟურ­ნა­ლისტს, არც ისე დიდი ხნის წინ კი ის ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­ვი­ზია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" მთა­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ­შო­უს, "360 გრა­დუ­სის" წამ­ყვა­ნა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნა და მკი­თხვე­ლის მსგავ­სად, მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მო­პო­ვე­ბაც მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლო. რა გზას გა­დის "360 გრა­დუ­სი" მა­ყუ­რე­ბელ­თან შეხ­ვედ­რამ­დე და რო­გო­რია ის ეკ­რანს მიღ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტი ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- "360 გრა­დუ­სი" პირ­ვე­ლი­ვე ეთე­რი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად იქცა. ბუ­ნებ­რი­ვია, უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ხარ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მუდ­მი­ვად გრძნობ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი შენ­გან და გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბის­გან ელო­დე­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყვე­ლა გა­და­ცე­მა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყოს და კონ­კრე­ტულ სა­კი­თხსა თუ პრობ­ლე­მა­ზე მსჯე­ლო­ბის­თვის ორი­ვე მხა­რის პო­ზი­ცია წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. შე­საძ­ლოა, ეკ­რა­ნი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო მარ­ტი­ვად ჩანს, თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი გა­და­ცე­მა უზარ­მა­ზა­რი შრო­მის შე­დე­გია - არა­სო­დეს ვუდ­გე­ბით სა­კითხს ზე­და­პი­რუ­ლად, თე­მის ირ­გვლივ ყო­ველ­თვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვემ­ზა­დე­ბით, რომ პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად ვიყო სიღ­რმი­სე­უ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სტუ­მარ­თან უნდა ვი­სა­უბ­რო.

- ალ­ბათ, მა­ყუ­რებ­ლის­თვის ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ეკ­რანს მიღ­მა პრო­ცე­სი - რა პრინ­ცი­პით არ­ჩევთ თე­მას იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა და მოვ­ლე­ნე­ბიც სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა?

- დიახ, ჰოლ­დინგ "მე­დი­ა­პა­ლიტ­რას" ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­ინ­ფორ­მა­ციო ნი­უს­რუ­მი აქვს, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი: "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი", "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი", ამ­ბე­ბი. გე და უამ­რა­ვი სხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი. მეც წლე­ბია ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, წუთ­ში ერთხელ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­გებ რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე ეკო­ნო­მი­კა­სა თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სფე­რო­ში. რა თქმა უნდა, ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სას პრი­ო­რი­ტე­ტის შერ­ჩე­ვა, პირ­ველ რიგ­ში, მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა - "360 გრა­დუ­სის" გუნ­დი სწო­რედ მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან მსჯე­ლობს, რო­მე­ლი სა­კი­თხია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ან მათ ცხოვ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მომ­ხდე­ნი. მე­ო­რე ეტა­პი - სტუმ­რე­ბის შე­თან­ხმე­ბაა, რაც ზოგ­ჯერ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ სირ­თუ­ლე­ებს წარ­მოქ­მნის ხოლ­მე. ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უკვე ზუს­ტად იცის, რომ არ არ­სე­ბობს კი­თხვა, რომ­ლის დას­მა­საც პირ­და­პირ ეთერ­ში მო­ვე­რი­დე­ბი.

რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი მათ­თვის ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლი კი­თხვე­ბის გამო გაგ­ვი­ნა­წყენ­და კი­დეც, თუმ­ცა ეთერს მიღ­მა სტუმ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­ტი­ვის­ცე­მას სწო­რედ იმი­ტომ გა­მო­ხა­ტავს, რომ ყვე­ლა­ზე მწვა­ვე კი­თხვის დას­მა­საც არა­სო­დეს ვე­რი­დე­ბით.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ტენ­დენ­ცია, რომ ოპო­ნენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან დე­ბა­ტებს ერი­დე­ბი­ან, ამი­ტომ ხში­რად სტუ­მარ­თან ოპო­ნი­რე­ბა მე მი­წევს ხოლ­მე. კარ­გი დამ­თხვე­ვაა, რომ "360 გრა­დუ­სის" პრო­დი­უ­სე­რი პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, მე - ეკო­ნო­მი­კურ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­კი­თხი, რო­მელ­საც ჩვენ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ ვიც­ნობ­დეთ. თა­ნაც ორი­ვეს მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია, თუ სო­ცი­ა­ლუ­რად მგრძნო­ბი­ა­რე სა­კითხს არ ეხე­ბა საქ­მე, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც გახ­ში­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გვქონ­და, ემო­ცი­ებ­სა თუ პი­რად მო­საზ­რე­ბებ­ზე მაღ­ლა დავ­დგეთ და ობი­ექ­ტუ­რი კი­თხვე­ბი დავ­სვათ.

- შე­გიძ­ლია გა­იხ­სე­ნო ყვე­ლა­ზე მძი­მე ეთე­რი შენ­თვის და ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ გრძნობ მა­ყუ­რებ­ლის­გან მხარ­და­ჭე­რას?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 16 წე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვარ და აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ პრე­სა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­ყუ­რებ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მა­ინც რო­გორც "360 გრა­დუ­სის" წამ­ყვა­ნი გა­მიც­ნო - დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­ინც პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია და ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კამ­დე მი­დის. ყო­ველ დი­ლით ვეც­ნო­ბი მა­ყუ­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას და მა­ხა­რებს, რომ ძი­რი­თა­დად, და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას ვი­ღებ.

მი­რე­კა­ვენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი მშვი­დი სა­უბ­რის ტონი მოს­წონთ, რო­დე­საც მწვა­ვე და არ­სობ­რი­ვად დატ­ვირ­თულ შე­კი­თხვას ვსვამ. ეს ყვე­ლა­ზე დიდი და სა­სი­ა­მოვ­ნო კომ­პლი­მენ­ტია, რაც კი შე­იძ­ლე­ბა წამ­ყვან­მა მი­ი­ღოს და მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ მა­ყუ­რე­ბელს მხარ­და­ჭე­რი­სა და ნდო­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა მძი­მე ეთერს, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თიც გვქო­ნია, თუმ­ცა ემო­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე მძი­მე მა­ინც ის დღე იყო, რო­დე­საც ეთერ­ში შეს­ვლამ­დე ოცი წუ­თით ადრე შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს არის შენი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ცდა, რო­მელ­საც შენი პი­რა­დი ემო­ცი­ე­ბი შე­საძ­ლოა, არც აინ­ტე­რე­სებს და გა­და­ცე­მის­გან ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას ელო­დე­ბა. ის სა­ღა­მო ემო­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო ჩემ­თვის... და მე ის გა­და­ცე­მა წა­ვიყ­ვა­ნე...

- ეკ­რან­ზე მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ჩან­ხარ, ასე­თი­ვეა ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი ეკ­რანს მიღ­მაც?

- სა­კუ­თა­რი თა­ვით არას­დროს ვარ კმა­ყო­ფი­ლი. მახ­სოვს ერთი შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლი დავა გვქონ­და მე და რეს­პონ­დენტს - ამას პო­ლე­მი­კა აღარ ერ­ქვა (იღი­მის) - და გა­და­ცე­მის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ იმ მო­მენ­ტში გა­მოც­დი­ლე­ბა არ მეყო, მას და­ვა­ში არ ავ­ყო­ლო­დი. რო­გორც ეკ­რან­ზე, ისე მის მიღ­მაც მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. რო­გორც მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად იუ­მო­რის გრძნო­ბაც კარ­გი მაქვს და მხი­ა­რუ­ლიც ვარ.

მიყ­ვარს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი", აქ მყავს მე­გობ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი და მი­ხა­რია, რომ დი­ლის ცხრა სა­ა­თი­დან გვი­ა­ნო­ბამ­დე ასეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად ვშრო­მობ. რო­გორ ცუდ გან­წყო­ბა­ზეც უნდა ვიყო, აქ, სამ­სა­ხურ­ში, მა­ინც ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს, დღის ბო­ლოს კი ამ ემო­ცი­ებს ყო­ველ­თვის ოჯა­ხის წევ­რებს, ჩემს შვი­ლებს, ანა­ნოს და ნი­კას, ასე­ვე ჩემს მე­უღ­ლეს ვუ­ზი­ა­რებ. ეს ჩვენ­თვის ერ­თგვარ ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ა­დაც კი იქცა, რად­გან ისი­ნი ჩემი დიდი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო - რომ არა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გუნ­დი, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და მე­გობ­რო­ბა, რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და იმ შე­დე­გის მიღ­წე­ვა მოკ­ლე დრო­ში, რაც უკვე გვაქვს. წინ კი დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და მიზ­ნე­ბია - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თად კი­დევ არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ეთერში შესვლამდე 20 წუთით ადრე შემატყობინეს, რომ მამა გარდაიცვალა..." - ემა ტუხიაშვილის ემოციურად ყველაზე მძიმე "360 გრადუსი"

"ეთერში შესვლამდე 20 წუთით ადრე შემატყობინეს, რომ მამა გარდაიცვალა..." - ემა ტუხიაშვილის ემოციურად ყველაზე მძიმე "360 გრადუსი"

ემა ტუხიაშვილს "კვირის პალიტრის" მკითხველი კარგად იცნობს, როგორც ეკონომიკური მიმართულების პროფესიონალ ჟურნალისტს, არც ისე დიდი ხნის წინ კი ის ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსის" მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს, "360 გრადუსის" წამყვანადაც მოგვევლინა და მკითხველის მსგავსად, მაყურებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვებაც მოკლე დროში შეძლო. რა გზას გადის "360 გრადუსი" მაყურებელთან შეხვედრამდე და როგორია ის ეკრანს მიღმა, ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი გვიამბობს:

- "360 გრადუსი" პირველივე ეთერიდან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ბუნებრივია, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, როდესაც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენების შემაჯამებელი გადაცემის წამყვანი ხარ, ფაქტობრივად, მუდმივად გრძნობ, რომ მაყურებელი შენგან და გადაცემის სტუმრებისგან ელოდება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა გადაცემა ინფორმაციულად დაბალანსებული იყოს და კონკრეტულ საკითხსა თუ პრობლემაზე მსჯელობისთვის ორივე მხარის პოზიცია წარმოვაჩინოთ. შესაძლოა, ეკრანიდან ეს ყველაფერი უფრო მარტივად ჩანს, თუმცა თითოეული გადაცემა უზარმაზარი შრომის შედეგია - არასოდეს ვუდგებით საკითხს ზედაპირულად, თემის ირგვლივ ყოველთვის საფუძვლიანად ვემზადებით, რომ პირველ რიგში, თავად ვიყო სიღრმისეულად ინფორმირებული საკითხზე, რომლის შესახებაც სტუმართან უნდა ვისაუბრო.

- ალბათ, მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ეკრანს მიღმა პროცესი - რა პრინციპით არჩევთ თემას იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად დიდი მოცულობის ინფორმაცია ვრცელდება და მოვლენებიც სწრაფად ვითარდება?

- დიახ, ჰოლდინგ "მედიაპალიტრას" ქვეყანაში ყველაზე დიდი საინფორმაციო ნიუსრუმი აქვს, რომელშიც გაერთიანებულია ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პორტალი: "ინტერპრესნიუსი", "ბიზნესპრესნიუსი", ამბები. გე და უამრავი სხვა საინფორმაციო პორტალი. მეც წლებია ამ გუნდის ნაწილი ვარ და, ფაქტობრივად, წუთში ერთხელ ახალ ინფორმაციას ვიგებ როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ სფეროში. რა თქმა უნდა, ზღვა ინფორმაციის მიღებისას პრიორიტეტის შერჩევა, პირველ რიგში, მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება - "360 გრადუსის" გუნდი სწორედ მათი გადმოსახედიდან მსჯელობს, რომელი საკითხია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ან მათ ცხოვრებაზე გავლენის მომხდენი. მეორე ეტაპი - სტუმრების შეთანხმებაა, რაც ზოგჯერ გაუთვალისწინებელ სირთულეებს წარმოქმნის ხოლმე. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა უკვე ზუსტად იცის, რომ არ არსებობს კითხვა, რომლის დასმასაც პირდაპირ ეთერში მოვერიდები.

რამდენიმე პოლიტიკოსი მათთვის ნაკლებად სასურველი კითხვების გამო გაგვინაწყენდა კიდეც, თუმცა ეთერს მიღმა სტუმრების უმრავლესობა პატივისცემას სწორედ იმიტომ გამოხატავს, რომ ყველაზე მწვავე კითხვის დასმასაც არასოდეს ვერიდებით.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ ოპონენტები ერთმანეთთან დებატებს ერიდებიან, ამიტომ ხშირად სტუმართან ოპონირება მე მიწევს ხოლმე. კარგი დამთხვევაა, რომ "360 გრადუსის" პროდიუსერი პოლიტიკურ საკითხებში გამოცდილი ჟურნალისტია, მე - ეკონომიკურში, შესაბამისად, ძნელად მოიძებნება საკითხი, რომელსაც ჩვენ საფუძვლიანად არ ვიცნობდეთ. თანაც ორივეს მთავარი პრინციპია, თუ სოციალურად მგრძნობიარე საკითხს არ ეხება საქმე, მაგალითად, როგორიც გახშირებული ავტოავარიების შემთხვევებზე მუშაობისას გვქონდა, ემოციებსა თუ პირად მოსაზრებებზე მაღლა დავდგეთ და ობიექტური კითხვები დავსვათ.

- შეგიძლია გაიხსენო ყველაზე მძიმე ეთერი შენთვის და ისიც საინტერესოა, თუ გრძნობ მაყურებლისგან მხარდაჭერას?

- მიუხედავად იმისა, რომ 16 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და აქტიურად ვმუშაობ პრესაში ეკონომიკური მიმართულებით, მაყურებლის უმრავლესობამ მაინც როგორც "360 გრადუსის" წამყვანი გამიცნო - დღეს საზოგადოება მაინც პოლიტიზებულია და ყველაფერი პოლიტიკამდე მიდის. ყოველ დილით ვეცნობი მაყურებლის გამოხმაურებას და მახარებს, რომ ძირითადად, დადებით შეფასებას ვიღებ.

მირეკავენ, სოციალურ ქსელში მეხმიანებიან და მეუბნებიან, რომ განსაკუთრებით ჩემი მშვიდი საუბრის ტონი მოსწონთ, როდესაც მწვავე და არსობრივად დატვირთულ შეკითხვას ვსვამ. ეს ყველაზე დიდი და სასიამოვნო კომპლიმენტია, რაც კი შეიძლება წამყვანმა მიიღოს და მადლობას ვუხდი თითოეულ მაყურებელს მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

რაც შეეხება მძიმე ეთერს, ბუნებრივია, ასეთიც გვქონია, თუმცა ემოციურად ყველაზე მძიმე მაინც ის დღე იყო, როდესაც ეთერში შესვლამდე ოცი წუთით ადრე შემატყობინეს, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ეს არის შენი მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობის განცდა, რომელსაც შენი პირადი ემოციები შესაძლოა, არც აინტერესებს და გადაცემისგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ელოდება. ის საღამო ემოციურად ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის... და მე ის გადაცემა წავიყვანე...

- ეკრანზე მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხარ, ასეთივეა ემა ტუხიაშვილი ეკრანს მიღმაც?

- საკუთარი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. მახსოვს ერთი შემთხვევაც, როდესაც სერიოზული დავა გვქონდა მე და რესპონდენტს - ამას პოლემიკა აღარ ერქვა (იღიმის) - და გადაცემის შემდეგ მივხვდი, რომ იმ მომენტში გამოცდილება არ მეყო, მას დავაში არ ავყოლოდი. როგორც ეკრანზე, ისე მის მიღმაც მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ. როგორც მეგობრები მეუბნებიან, ამ ყველაფერთან ერთად იუმორის გრძნობაც კარგი მაქვს და მხიარულიც ვარ.

მიყვარს "პალიტრანიუსი", აქ მყავს მეგობრების დიდი ნაწილი და მიხარია, რომ დილის ცხრა საათიდან გვიანობამდე ასეთ პროფესიონალებთან ერთად ვშრომობ. როგორ ცუდ განწყობაზეც უნდა ვიყო, აქ, სამსახურში, მაინც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, დღის ბოლოს კი ამ ემოციებს ყოველთვის ოჯახის წევრებს, ჩემს შვილებს, ანანოს და ნიკას, ასევე ჩემს მეუღლეს ვუზიარებ. ეს ჩვენთვის ერთგვარ ოჯახურ ტრადიციადაც კი იქცა, რადგან ისინი ჩემი დიდი მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო - რომ არა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გუნდი, ჩვენი ურთიერთგაგება და მეგობრობა, რთული იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა მოკლე დროში, რაც უკვე გვაქვს. წინ კი დიდი გამოწვევები და მიზნებია - დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი