სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ერთადერთი ქვეყანა, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც ვერ გაბედა
ერთადერთი ქვეყანა, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც ვერ გაბედა

მი­ნიშ­ნე­ბა: ეს არც აშშ-ია, არც ის­რა­ე­ლი, არც ია­პო­ნია და გვა­პა­ტი­ოს კიმ ჩენ ირმა, არც ჩრდი­ლო­ე­თი კო­რეა.

პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე გა­გა­ო­ცებთ, თუმ­ცა ეს გა­ო­ცე­ბა მაც­დუ­რია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი არ­მია ჰყავს. სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც 20-დან 50 წლამ­დე თით­ქმის ყვე­ლა მა­მა­კა­ცი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა, ხა­ტოვ­ნად რომ ვთქვათ, მათ ავ­ტო­მატ­თან სძი­ნავთ. სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც მის მო­ქა­ლა­ქე­ებს სთხოვს პის­ტო­ლე­ტის შე­ძე­ნას და ამი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლურ ფას­დაკ­ლე­ბა­საც კი სთა­ვა­ზობს; სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ორ-სამ სა­ათ­ში შეკ­რი­ბოს 650 ათა­სი­ა­ნი, ხოლო ორ დღე­ში 1, 5 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გაწ­ვრთნი­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი არ­მია ( შე­და­რე­ბი­სათ­ვის: აშშ - 1, 3 მი­ლი­ო­ნი კა­ცი­სა­გან შემ­დგა­რი არ­მია პლი­უს ამ­დე­ნი­ვე რე­ზერ­ვი; ჩი­ნე­თი-2, 4 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი არ­მია პლი­უს 1 მი­ლი­ო­ნი რე­ზერ­ვი). ამას­თა­ნა­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ეს კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ჟე­ნე­ვი­დან და­ვო­სამ­დე და ცი­უ­რი­ხი­დან ლუ­გა­ნომ­დე, წარ­მო­ად­გენს გვი­რა­ბე­ბით და­სე­რილ მა­ღალ მთებს, სავ­სეს ატო­მუ­რი თავ­დას­ხმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­შე­საფ­რე­ბით, ია­რა­ღის სა­ცა­ვე­ბით, სა­რა­კე­ტო-არ­ტი­ლე­რი­უ­ლი ბა­ზე­ბით... დიახ, სა­უ­ბა­რია შვე­ი­ცა­რი­ა­ზე - ევ­რო­პის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე პა­ტა­რა, მაგ­რამ ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ზე.

შვე­ი­ცა­რია - ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი ქვე­ყა­ნა­თა­გა­ნია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც სა­კად­რო მი­ლი­ცი­უ­რი სის­ტე­მა აქვს. მარ­ტი­ვად ავ­ხსნათ, რო­გო­რია ეს სის­ტე­მა: ჯა­რის­კა­ცე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას+ბევ­რი სა­კად­რო ოფი­ცე­რი და უნ­ტერ­ო­ფი­ცე­რი+რე­ზერ­ვის­ტე­ბი+სას­წავ­ლო შეკ­რე­ბე­ბი= სრულ არ­მი­ას. ანუ გა­მო­ნათ­ქვა­მი "ხალ­ხი და არ­მია ერ­თია" შვე­ი­ცა­რი­ა­ში აბ­სო­ლუ­ტურ იდე­ა­ლიზ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

ციფ­რებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: სა­კად­რო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 9000-ია. არ­მი­ა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა 15000 ახალ­გაზ­რდა. გაწ­ვე­ვა ხდე­ბა 90 დღის ვა­დით. მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო დე­მო­ბი­ლი­ზი­რე­ბულს აძ­ლევს ია­რაღს (შაშ­ხა­ნა ან პის­ტო­ლე­ტი) ორი სავ­სე მჭი­დით, სამ­ხედ­რო ფორ­მის სამ კომ­პლექტს ყვე­ლა სე­ზო­ნი­სათ­ვის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, ტყვი­ა­გა­უმ­ტარ ჟი­ლეტს და მუ­ზა­რადს  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ერთადერთი ქვეყანა, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც ვერ გაბედა

ერთადერთი ქვეყანა, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც ვერ გაბედა

მინიშნება: ეს არც აშშ-ია, არც ისრაელი, არც იაპონია და გვაპატიოს კიმ ჩენ ირმა, არც ჩრდილოეთი კორეა.

პასუხი ამ კითხვაზე გაგაოცებთ, თუმცა ეს გაოცება მაცდურია. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი არმია ჰყავს. სახელმწიფო, სადაც 20-დან 50 წლამდე თითქმის ყველა მამაკაცი სამხედრო მოსამსახურეა, ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ ავტომატთან სძინავთ. სახელმწიფო, რომელიც მის მოქალაქეებს სთხოვს პისტოლეტის შეძენას და ამისათვის სპეციალურ ფასდაკლებასაც კი სთავაზობს; სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ორ-სამ საათში შეკრიბოს 650 ათასიანი, ხოლო ორ დღეში 1, 5 მილიონიანი შესანიშნავად გაწვრთნილი, ორგანიზებული და შეიარაღებული არმია ( შედარებისათვის: აშშ - 1, 3 მილიონი კაცისაგან შემდგარი არმია პლიუს ამდენივე რეზერვი; ჩინეთი-2, 4 მილიონიანი არმია პლიუს 1 მილიონი რეზერვი). ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ ეს კბილებამდე შეიარაღებული ქვეყანა ჟენევიდან დავოსამდე და ციურიხიდან ლუგანომდე, წარმოადგენს გვირაბებით დასერილ მაღალ მთებს, სავსეს ატომური თავდასხმის საწინააღმდეგო თავშესაფრებით, იარაღის საცავებით, სარაკეტო-არტილერიული ბაზებით... დიახ, საუბარია შვეიცარიაზე - ევროპის შუაგულში მდებარე პატარა, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოზე.

შვეიცარია - ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანათაგანია მსოფლიოში, რომელსაც საკადრო მილიციური სისტემა აქვს. მარტივად ავხსნათ, როგორია ეს სისტემა: ჯარისკაცების მცირე რაოდენობას+ბევრი საკადრო ოფიცერი და უნტეროფიცერი+რეზერვისტები+სასწავლო შეკრებები= სრულ არმიას. ანუ გამონათქვამი "ხალხი და არმია ერთია" შვეიცარიაში აბსოლუტურ იდეალიზმამდეა დაყვანილი.

ციფრებში ეს ყველაფერი შემდეგნაირად გამოიყურება: საკადრო სამხედრო მოსამსახურე ქვეყანაში მხოლოდ 9000-ია. არმიაში სავალდებულო სამსახურში მუდმივად იმყოფება 15000 ახალგაზრდა. გაწვევა ხდება 90 დღის ვადით. მისი დასრულების შემდეგ სახელმწიფო დემობილიზირებულს აძლევს იარაღს (შაშხანა ან პისტოლეტი) ორი სავსე მჭიდით, სამხედრო ფორმის სამ კომპლექტს ყველა სეზონისათვის, აღჭურვილობას, ტყვიაგაუმტარ ჟილეტს და მუზარადს  განაგრძეთ კითხვა

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან