დედამ დაღუპულ ახალშობილთან ორი კვირა გაატარა და ის სასეირნოდაც დაჰყავდა

დედამ დაღუპულ ახალშობილთან ორი კვირა გაატარა და ის სასეირნოდაც დაჰყავდა

21 წლის ბრიტანელ შარლოტ სზაკსს ფეხმძიმობის 20 კვირის თავზე ექიმებმა ამცნეს, რომ მისი და მისი მეუღლის, 28 წლის ატილას პირველი შვილი ქრომოსომის ანომალიით დაიბადებოდა.

გოგონა 13 დეკემბერს გაჩნდა. ახალშობილი ორ კილოგრამს იწონიდა, განუვითარებელი ტვინი ჰქონდა, დეფორმირებული ფილტვები და სასუნთქი გზები. მას ეველინი დაარქვეს. დაავადებასთან 4-კვირიანი ბრძოლის შემდეგ, ეველინი 10 იანვარს გარდაიცვალა. შარლოტა და ატილა საავადმყოფოში 12 დღე დარჩნენ, სანამ მათი შვილი გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მშობლებმა ეველინის გვამი დაკრძალვამდე სახლში წაიყვანეს და ოთხი დღე შინ ჰყავდათ, ასეირნებდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს ბავშვი ცოცხალი იყო.

"ვიცი, შესაძლოა ასეთი ქცევა საუკეთესო არჩევანი არ იყოს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ოჯახური დრო გაგვეტარებინა და ნორმალურად მოვფერებოდი ჩემ გოგონას. მასთან გატარებულმა დრომ ბევრი რამ შეცვალა ჩვენში. ის, რომ საშუალება მომეცა მაგალითად, მისი გასეირნების, ემოციურად ძალიან დამეხმარება ამ ტრაგედიის გადატანაში", - ყვება ბავშვის დედა.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"