სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თავდაცვის სამინისტროდან ოპტიმიზაციის ფარგლებში 2250 ადამიანი გათავისუფლდა
თავდაცვის სამინისტროდან ოპტიმიზაციის ფარგლებში 2250 ადამიანი გათავისუფლდა

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპ­ტი­მი­ზა­ცია-რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან 2250-მდე ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მათ შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო ოფი­სი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა 400 შტატ­გა­რე­შე და 1350 შტა­ტი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან 217 ოფი­ცე­რი და 123 სერ­ჟან­ტი.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში 19 დე­კემ­ბერს გა­მო­ი­ცა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბე­ბი, საშ­ტა­ტო სტრუქტრუ­რე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და შტა­ტე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით 2016 წლის 12 ნო­ემ­ბერს შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც გა­ნი­ხი­ლა არ­სე­ბუ­ლი საშ­ტა­ტო სტრუქ­ტუ­რე­ბი და ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა. სა­მუ­შაო ჯგუფ­მა შე­ა­ფა­სა გარ­კვე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, გა­მო­ავ­ლი­ნა დუბ­ლი­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის მქო­ნე სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი და სა­ბო­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის გა­დას­ცა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მთლი­ა­ნო­ბა­ში თავ­დაც­ვის უწყე­ბა 2250-მდე ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა, მათ შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო ოფი­სი­დან: შტატ­გა­რე­შე - 400, შტა­ტი­ა­ნი - 1350 - სულ 1750 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან სამ­ხედ­რო პი­რე­ბი: ოფი­ცე­რი - 217 სერ­ჟან­ტი - 123 სულ 340 სამ­ხედ­რო. აქე­დან 209 ოფი­ცერ­მა ერთჯე­რა­დი გა­სას­ვლე­ლი დახ­მა­რე­ბით, პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. მათ­ზე გა­სა­ცე­მი კომ­პენ­სა­ცი­ის მთლი­ან­მა თან­ხამ 5 მი­ლი­ონ 197 ათას 500 ლარი შე­ად­გი­ნა. ხოლო კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ნაკ­ვე­თი გა­ნი­სა­ზღვრა წო­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით: ლე­ი­ტე­ნან­ტი, უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი -10 ათა­სი ლარი; კა­პი­ტა­ნი - 14 ათა­სი ლარი; მა­ი­ო­რი -18 ათა­სი ლარი; ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი - 23 ათა­სი ლარი; პოლ­კოვ­ნი­კი - 29 ათა­სი ლარი.

ოპ­ტი­მი­ზა­ცია შე­ე­ხო ძი­რი­თა­დად სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს. ოპ­ტი­მი­ზა­ცია-რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო ოფის­ში ასე­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­დე­გად ამ დრო­ის­თვის და­ზო­გი­ლი თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა შე­ად­გენს 32 მი­ლი­ონ ლარს.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი 2016 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყო. სა­მი­ნის­ტროს ახალ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მოს­ვლის­თა­ნა­ვე შე­ი­მუ­შა­ვა სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრი­სა და უწყე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა.

რე­ფორ­მის მი­ზა­ნი, ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ნა­ტოს­თან თავ­სე­ბა­დი, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შექ­მნა და სრულ­ყო­ფაა, რაც უწყე­ბა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვის, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი აპა­რა­ტის შემ­ცი­რე­ბის, დუბ­ლი­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის აღ­მო­ფხვრის და უფუნ­ქციო საშ­ტა­ტო ერ­თუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის გზით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მმარ­თვე­ლი რგო­ლი­დან და­ი­წყო, რაც მრჩე­ველ­თა ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, შე­დე­გად, მხო­ლოდ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ი­ზო­გა 389 556 ლარი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბის 10 მრჩევ­ლის წლი­ურ ანა­ზღა­უ­რე­ბას შე­ად­გენ­და. მრჩევ­ლე­ბის შტა­ტი გა­უქ­მდა გე­ნე­რა­ლურ შტაბ­სა და ქვესტრუქ­ტუ­რებ­შიც. რის შე­დე­გა­დაც მთლი­ა­ნო­ბა­ში 1 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი თან­ხა და­ი­ზო­გა.

2016 წელს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 670 მი­ლი­ო­ნი­ან ბი­უ­ჯეტ­ში 67% მხო­ლოდ სა­ხელ­ფა­სო და სო­ცი­ა­ლურ ხარ­ჯებ­ზე მო­დი­ო­და, ხოლო 33 % ტექ­ნი­კის, ტყვია-წამ­ლის და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, რაც არა­საკ­მა­რი­სი და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი მიდ­გო­მაა, მით უმე­ტეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ნა­ტოს სტან­დარ­ტით, ბი­უ­ჯეტ­ში სა­ხელ­ფა­სო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯი 50-დან 53 %-მდე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, სწო­რედ ბი­უ­ჯე­ტის და­ბა­ლან­სე­ბის და ეფექ­ტუ­რად გან­კარ­გვის სა­კითხს ეხე­ბა", - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თავდაცვის სამინისტროდან ოპტიმიზაციის ფარგლებში 2250 ადამიანი გათავისუფლდა

თავდაცვის სამინისტროდან ოპტიმიზაციის ფარგლებში 2250 ადამიანი გათავისუფლდა

თავდაცვის სამინისტრო ოპტიმიზაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან 2250-მდე ადამიანი გათავისუფლდა. მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან გათავისუფლდა 400 შტატგარეშე და 1350 შტატიანი თანამშრომელი, შეიარაღებული ძალებიდან 217 ოფიცერი და 123 სერჟანტი.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 19 დეკემბერს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანებები, საშტატო სტრუქტრურების რეორგანიზაციის შესახებ.

შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით 2016 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა არსებული საშტატო სტრუქტურები და ოპტიმიზაციისათვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა. სამუშაო ჯგუფმა შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას.

რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა, მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან: შტატგარეშე - 400, შტატიანი - 1350 - სულ 1750 სამოქალაქო პირი. შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირები: ოფიცერი - 217 სერჟანტი - 123 სულ 340 სამხედრო. აქედან 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი -10 ათასი ლარი; კაპიტანი - 14 ათასი ლარი; მაიორი -18 ათასი ლარი; ვიცე-პოლკოვნიკი - 23 ათასი ლარი; პოლკოვნიკი - 29 ათასი ლარი.

ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად სამოქალაქო პირებს. ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, როგორც სამოქალაქო ოფისში ასევე შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა.

რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა, შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. რის შედეგადაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიზოგა.

2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33 % ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე