სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ილო ბეროშვილის ჩერქეზული Love Story - "მისმა ქმარმაც კი დაიწყო ეჭვიანობა"
ილო ბეროშვილის ჩერქეზული Love Story - "მისმა ქმარმაც კი დაიწყო ეჭვიანობა"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ილია (ილო) ბე­როშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად "ჯე­ო­სე­ლის" რეკ­ლა­მა­ში გა­მოჩ­ნდა. ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რდა და ამავდრუ­ლად კავ­კა­სი­უ­რი ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თუმ­ცა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით არას­დროს უმუ­შა­ვია. დღეს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა მის იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მას "ილო ბე­როშ­ვი­ლის შოუ." "რე­ი­ტინ­გის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ილომ ბავ­შვო­ბა და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა გა­იხ­სე­ნა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი წელი ჩერ­ქე­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც გო­გო­ნას პირ­ვე­ლად აკო­ცა: "ერთი სული მქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი და უბ­ნის ბი­ჭე­ბის­თვის მო­მე­ყო­ლა," - ამ­ბობს ილო ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

- ბავ­შვო­ბა მკა­ფი­ოდ გახ­სოვს?

- გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვა­კე­თებ­დი პა­რო­დი­ებს, მი­ტა­ცებ­და მუ­სი­კა. ყვე­ლას ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვპა­ტი­ობ­დი შეც­დო­მებს, დღემ­დე წყე­ნას გულ­ში ვერ ვი­დებ. შე­მეც­ნე­ბის­კენ მი­ვის­წრა­ფო­დი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვი­ყა­ვი. ცოტა გულ­ჩა­თხრო­ბილ "ტი­პებს" კარ­გად ვუ­გებ­დი, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­მე­გობ­რე­ბოდ­ნენ. ადა­მი­ა­ნებს არ გან­ვი­კი­თხავ­დი, არც დღეს ვაკ­რი­ტი­კებ მათ საქ­ცი­ე­ლებს. ჯი­უ­ტი და ხი­ფა­თი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რის გა­მოც რამ­დენ­ჯერ­მე სიკ­ვდილს გა­და­ვურ­ჩი. ერთხელ მან­ქა­ნამ გა­მი­ტა­ნა. 15 წუ­თით გო­ნე­ბა დავ­კარ­გე, თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე დაბ­ნე­უ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ვტი­რო­დი. ყვე­ლა შეგ­რძნე­ბა ბრაზ­მა გა­და­ფა­რა. დე­დას ვი­თხოვ­დი, მა­მი­და­ჩე­მი კი მა­ტყუ­ებ­და დე­და­შე­ნი მე ვარო. არ მეს­მო­და რა­ტომ იტყუ­ე­ბო­და. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა? ბე­ბი­ა­ჩემს სტუმ­რად მივ­ყავ­დი, როცა ხელი გა­ვუშ­ვი, გა­ვე­ქე­ცი და ბო­გირ­ზე გა­და­ვირ­ბი­ნე. შემ­თხვე­ვით ნა­კა­დულ­ში ჩავ­ვარ­დი. წყალ­მა წა­მი­ღო. ორ წამ­ში მილ­ში აღ­მოვ­ჩნდი. დღე­საც ვერ ვხვდე­ბი, სიკ­ვდილს რო­გორ გა­და­ვურ­ჩი.

- რო­მე­ლია შენ­თვის ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბა?

- ბავ­შვო­ბის დიდი ნა­წი­ლი სო­ფელ­ში გა­ვა­ტა­რე. ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე ჯან­საღ მენ­ტა­ლურ და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. ორი წელი ახალ­სო­ფელ­ში ვსწავ­ლობ­დი. ლე­კე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ყვე­ლი ჩა­მოჰ­ქონ­დათ და პრო­დუქტს ცვლიდ­ნენ. და­სას­ვე­ნებ­ლად ცხე­ნებს ბავ­შვებს გვა­ბა­რებ­დნენ. ჩვენ შე­მო­ვახ­ტე­ბო­დით უნა­გი­რის გა­რე­შე და ვჯი­რი­თობ­დით.

- სევ­დი­ა­ნი?

- დედა რამ­დე­ნი­მე წელი ავად იყო და სკო­ლა­ში ვერ მა­კი­თხავ­და. თა­ვის მხრივ, თბი­ლი­სის და აფხა­ზე­თის ომებ­მა ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს. მტკივ­ნე­უ­ლად აღ­ვიქ­ვი სოფ­ლის დეგ­რა­და­ცი­აც, რო­მე­ლიც 90- იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ილო ბეროშვილის ჩერქეზული Love Story - "მისმა ქმარმაც კი დაიწყო ეჭვიანობა"

ილო ბეროშვილის ჩერქეზული Love Story - "მისმა ქმარმაც კი დაიწყო ეჭვიანობა"

ტელეწამყვანი ილია (ილო) ბეროშვილი პირველად ''ჯეოსელის" რეკლამაში გამოჩნდა. ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრდა და ამავდრულად კავკასიური ენების სპეციალისტია, თუმცა თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. დღეს ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება მის იუმორისტულ გადაცემას ''ილო ბეროშვილის შოუ." ''რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ილომ ბავშვობა და თინეიჯერობა გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ ორი წელი ჩერქეზეთში ცხოვრობდა, სადაც გოგონას პირველად აკოცა: ''ერთი სული მქონდა საქართველოში ჩავსულიყავი და უბნის ბიჭებისთვის მომეყოლა," - ამბობს ილო ჩვენთან საუბარში.

- ბავშვობა მკაფიოდ გახსოვს?

- გადმოცემით ვიცი, რომ საყვარელი ბავშვი ვიყავი. ადრეული ასაკიდან ვაკეთებდი პაროდიებს, მიტაცებდა მუსიკა. ყველას ძალიან ადვილად ვპატიობდი შეცდომებს, დღემდე წყენას გულში ვერ ვიდებ. შემეცნებისკენ მივისწრაფოდი, კომუნიკაბელური ვიყავი. ცოტა გულჩათხრობილ ''ტიპებს" კარგად ვუგებდი, ამიტომ განსაკუთრებულად მემეგობრებოდნენ. ადამიანებს არ განვიკითხავდი, არც დღეს ვაკრიტიკებ მათ საქციელებს. ჯიუტი და ხიფათიანი ვიყავი, რის გამოც რამდენჯერმე სიკვდილს გადავურჩი. ერთხელ მანქანამ გამიტანა. 15 წუთით გონება დავკარგე, თვალი რომ გავახილე დაბნეული და შეშინებული ვიყავი. ვტიროდი. ყველა შეგრძნება ბრაზმა გადაფარა. დედას ვითხოვდი, მამიდაჩემი კი მატყუებდა დედაშენი მე ვარო. არ მესმოდა რატომ იტყუებოდა. მეორე შემთხვევა? ბებიაჩემს სტუმრად მივყავდი, როცა ხელი გავუშვი, გავექეცი და ბოგირზე გადავირბინე. შემთხვევით ნაკადულში ჩავვარდი. წყალმა წამიღო. ორ წამში მილში აღმოვჩნდი. დღესაც ვერ ვხვდები, სიკვდილს როგორ გადავურჩი.

- რომელია შენთვის ყველაზე ტკბილი მოგონება?

- ბავშვობის დიდი ნაწილი სოფელში გავატარე. ბუნებასთან სიახლოვე ჯანსაღ მენტალურ და ფიზიკურ განვითარებაში დამეხმარა. ორი წელი ახალსოფელში ვსწავლობდი. ლეკები ჩამოდიოდნენ, ყველი ჩამოჰქონდათ და პროდუქტს ცვლიდნენ. დასასვენებლად ცხენებს ბავშვებს გვაბარებდნენ. ჩვენ შემოვახტებოდით უნაგირის გარეშე და ვჯირითობდით.

- სევდიანი?

- დედა რამდენიმე წელი ავად იყო და სკოლაში ვერ მაკითხავდა. თავის მხრივ, თბილისის და აფხაზეთის ომებმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვეს. მტკივნეულად აღვიქვი სოფლის დეგრადაციაც, რომელიც 90- იანი წლებიდან დაიწყო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი