ელდარ შენგელაიას ახალ ფილმში ვიტალი ხაზარაძე მონაწილეობს

ელდარ შენგელაიას ახალ ფილმში ვიტალი ხაზარაძე მონაწილეობს

20-წლიანი პაუზის შემდეგ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი გამოვა კინოეკრანებზე. კომედიური ჟანრის ალეგორიული სატირის სახელწოდებაა "სავარძელი" და მისი სცენარიც რეჟისორს ეკუთვნის.

იხილეთ პირველი კადრები ფილმიდან, რომელზეც ბევრს ისაუბრებენ

რეჟისორის თქმით, ფილმი ძალაუფლების მოყვარულ ადამიანებზეა. აღსანიშნავია, რომ "სავარძელში" ყოფილი პარლამენტარის ვიტალი ხაზარაძის სამსახიობო დებიუტი შედგება. შეგახსენებთ, ვიტალი ხაზარაძე საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო.

ფილმში ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის როლს ასრულებს.

ელდარ შენგელაია კინოსურათზე ერთი წლის მანძილზე მუშაობდა და მისი პრემიერა თებერვალში გაიმართება. ვიტალი ხაზარაძის გარდა, ფილმში ნიკა თავაძე და ნინელი ჭანკვეტაძე თამაშობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი