სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს" - ჟურნალისტების დაპირისპირებაში მათი მეგობრებიც ჩაებნენ
"ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს" - ჟურნალისტების დაპირისპირებაში მათი მეგობრებიც ჩაებნენ

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის - ეკა ხო­ფე­რი­ა­სა და ნა­თია კო­ბე­რი­ძის (ჭკუ­ა­სე­ლი) და­პი­რის­პი­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კვლავ გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად გარ­ჩე­ვა­ში, რო­მე­ლიც ეკა ხო­ფე­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, ანა­ნო ლე­ვი­ძის პოსტს მოჰ­ყვა, სხვა ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ორი­ვე მხრი­დან მე­გობ­რე­ბი ჩა­ებ­ნენ.

"მად­ლო­ბა ამ უც­ნობ ადა­მი­ანს საღი აზ­რის­თვის. ხო­ფე­რი­ას და მისი ის­ტე­რი­კუ­ლი სა­და­ქა­ლოს აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე გული დამ­წყდა, მაგ­რამ არც პირ­ვე­ლია და არც უკა­ნას­კნე­ლი", - წერს ნა­თია კო­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რის "სქ­რინს" აქ­ვეყ­ნებს.

პოსტს კო­მენ­ტა­რებ­ში აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა. და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტა ჟურ­ნა­ლიტ­მა ეკა კვე­სი­ტა­ძემ: "ორი დღეა 17 წლის გო­გოს ლან­ძღვას ვკი­თხუ­ლობ ფბ- გვერ­დზე და­წე­რი­ლი სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი პოს­ტის გამო და შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. შვი­ლე­ბის ბუ­ლინ­გი, იმი­ტომ რომ მშობ­ლე­ბი არ მოგ­წონთ, არის სრუ­ლი­ად ამაზ­რზე­ნი საქ­ცი­ე­ლი - სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე მა­ინც იფიქ­რეთ ამ დროს", - და­წე­რა ეკა კვე­სი­ტა­ძემ, რაც უკო­მენ­ტა­როდ ნა­თია კო­ბე­რი­ძეს არ და­უ­ტო­ვე­ბია.

პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა ეკა ხო­ფე­რი­ას მხარ­დამ­ჭე­რი, კარ­დი­ო­ლო­გი ნინო ნა­დი­რა­ძე-კუ­ზა­ნო­ვაც:

"ნა­თია ჭკუ­ა­სელ­მა და მის­მა უდინ­ჯეს­მა და უპა­ტი­ოს­ნეს­მა მიმ­დევ­რებ­მა ეკა ხო­ფე­რი­ას სა­და­ქა­ლოს აშა­რაშ­კა ის­ტე­რი­ჩ­კე­ბი გვი­წო­დეს. პირ­და­პირ არ ვიცი, რო­მელ წყალ­ში და­ვიხ­რჩო თავი".

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ეკა ხო­ფე­რი­ას, მან მხარ­დამ­ჭე­რებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ჯა­რო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და:

"ხალ­ხო, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის და გვერ­დში დგო­მის­თვის ჩემი და ამ ორი მოს­წავ­ლის, ანა­ნო ლე­ვი­ძი­სა და ქე­თუ­ნა გო­გო­ძის სა­ხე­ლით. ბევ­რის და­წე­რა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ , მგო­ნი არ ღირს, ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ესე­ნი კი, იმე­დია, გა­ნაგ­რძო­ბენ და­მო­უ­კი­დებ­ლად და თა­ვი­სუფ­ლად სვლას თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის­კენ. წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას, ყვე­ლას თქვენს შვი­ლებს, მიყ­ვარ­ხართ იცით".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "სუფ­თა კამ­სა­მო­ლა ქა­ლის ტვი­ნის ნა­ფიქ­რია" - რა­ტომ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს ეკა ხო­ფე­რია და ნა­თია კო­ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს" - ჟურნალისტების დაპირისპირებაში მათი მეგობრებიც ჩაებნენ

"ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს" - ჟურნალისტების დაპირისპირებაში მათი მეგობრებიც ჩაებნენ

ჟურნალისტების - ეკა ხოფერიასა და ნათია კობერიძის (ჭკუასელი) დაპირისპირება სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება. ამჯერად გარჩევაში, რომელიც ეკა ხოფერიას ქალიშვილის, ანანო ლევიძის პოსტს მოჰყვა, სხვა ცნობილი ჟურნალისტები და ორივე მხრიდან მეგობრები ჩაებნენ.

"მადლობა ამ უცნობ ადამიანს საღი აზრისთვის. ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს.

რამდენიმე ადამიანზე გული დამწყდა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი", - წერს ნათია კობერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ერთ-ერთი კომენტარის "სქრინს" აქვეყნებს.

პოსტს კომენტარებში აქტიური განხილვა მოჰყვა. დაპირისპირებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოხატა ჟურნალიტმა ეკა კვესიტაძემ: "ორი დღეა 17 წლის გოგოს ლანძღვას ვკითხულობ ფბ- გვერდზე დაწერილი სრულიად უწყინარი პოსტის გამო და შოკირებული ვარ. შვილების ბულინგი, იმიტომ რომ მშობლები არ მოგწონთ, არის სრულიად ამაზრზენი საქციელი - საკუთარ შვილებზე მაინც იფიქრეთ ამ დროს", - დაწერა ეკა კვესიტაძემ, რაც უკომენტაროდ ნათია კობერიძეს არ დაუტოვებია.

პოსტს სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ეხმაურება ეკა ხოფერიას მხარდამჭერი, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვაც:

"ნათია ჭკუასელმა და მისმა უდინჯესმა და უპატიოსნესმა მიმდევრებმა ეკა ხოფერიას სადაქალოს აშარაშკა ისტერიჩკები გვიწოდეს. პირდაპირ არ ვიცი, რომელ წყალში დავიხრჩო თავი".

რაც შეეხება თავად ეკა ხოფერიას, მან მხარდამჭერებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე საჯარო მადლობა გადაუხადა:

"ხალხო, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის ჩემი და ამ ორი მოსწავლის, ანანო ლევიძისა და ქეთუნა გოგოძის სახელით. ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ , მგონი არ ღირს, ისედაც ყველაფერი ნათელია. ესენი კი, იმედია, განაგრძობენ დამოუკიდებლად და თავისუფლად სვლას თავიანთი მიზნებისკენ. წარმატებები ყველას, ყველას თქვენს შვილებს, მიყვარხართ იცით".

წაიკითხეთ ასევე: "სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ხოფერია და ნათია კობერიძე