სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ხოფერია და ნათია კობერიძე
"სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ხოფერია და ნათია კობერიძე

ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ხო­ფე­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­ლე­გა ნა­თია კო­ბე­რი­ძის პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ეკა ხო­ფე­რი­ას ქა­ლიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეკა ხო­ფე­რი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა, ანა­ნო ლე­ვი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ინ­გლის­ში მომ­ხდარ ამ­ბავს აღ­წერ­და, რო­მე­ლიც მას და მის მე­გობ­რებს გა­დახ­დათ. ანა­ნო, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეროვ­ნე­ბის გამო, ე.წ. ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი გახ­და.

"მა­პა­ტი­ეთ თუ ძა­ლი­ან ბევ­რი გრა­მა­ტი­კუ­ლი შეც­დო­მა შეგ­ხვდე­ბათ ამ პოს­ტის კი­თხვის დროს, უბ­რა­ლოდ მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი აზრი დღე­ვან­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ. უკვე 5 თვეა რაც ინ­გლის­ში ვცხოვ­რობ და ამ დღემ­დე არ ვყო­ფილ­ვარ ე.წ "ბუ­ლინ­გის" მსხვერ­პლი ჩემი ეროვ­ნე­ბის გამო...

ბიზ­ნე­სის კურ­სზე ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­მი­ნიშ­ნეს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩემი მე­ო­რე კურ­სე­ლი მე­გობ­რის­გან ვიცი, რომ დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რია, პუ­ტი­ნი უყ­ვარს, "Brexit"-ის მომ­ხრეა და მოკ­ლედ რომ ვთქვა რა­სის­ტია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ზი­ზღით გვე­პყრო­პა სხვა ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტებს, მათ შო­რის ქარ­თვე­ლებ­საც. ძა­ლი­ან მწყინს, რო­დე­საც თე­მის გან­ხილ­ვი­სას მხო­ლოდ უცხო ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს, სა­ქარ­თვე­ლო­ზე კი იმა­საც მე­კი­თხე­ბა კოკა-კოლა სა­ერ­თოდ იცით თუ არა რა არი­სო? (თა­ნაც ძა­ლი­ან აგ­დე­ბით). ისიც უკ­ვირს, რომ ჩვენ უკ­რა­ი­ნის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გაგ­ვი­გია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ესეთ გა­რე­მო­ში მი­წევს სწავ­ლა. და­მერ­წმუ­ნეთ ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ა­სედ მა­მე­ო­რე­ბი­ნებს ნათ­ქვამს იმის გამო, რომ ჩემი აქ­ცენ­ტი მის­თვის თით­ქოს­და გა­უ­გე­ბა­რია...

ამ მშვე­ნი­ერ დღეს უფრო მშვე­ნი­ე­რი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვა. დღეს მე და ჩემ­მა ქარ­თველ­მა მე­გობ­რებ­მა "მაკ­დო­ნალდსში" ჭამა გა­დავ­წყვი­ტეთ, რო­დე­საც იქ ყოფ­ნი­სას რა­ღაც მო­მენ­ტში 15 კა­ცი­ა­ნი 13-14 წლის ბავ­შვე­ბის ჯგუ­ფი ჩვენ წინ "დას­ხდა". პა­ტა­რა პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ლა­პა­რა­კი­სას, ვიგ­რძე­ნი ერთი გო­გოს ზი­ზღით სავ­სე მზე­რა, რო­მელ­მაც ჩემი გა­მო­ხედ­ვი­სას წარ­ბა­წე­ულ­მა ჩხუ­ბი და­მი­წყო რა­ტომ მაშ­ტერ­დე­ბიო. პა­სუ­ხის გა­ცე­მაც ვერ მო­ვას­წა­რი, რომ მო­ზარ­დე­ბის ეს ჯგუ­ფი რა­საც ქვია თავ­ზე დაგ­ვაჯ­და და ჩვე­ნი ეროვ­ნე­ბის გამო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ლა­პა­რა­კი და­ი­წყეს (რომ გა­უ­გე­ბა­რი აქ­ცენ­ტი გვაქვს, რას ვგა­ვართ, ... ა.შ) მათი ცოდ­ნის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო ინ­დო­ე­თი ყო­ფი­ლა, სა­დაც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ამ თე­მას მო­ა­ყო­ლეს "შე­ხე­დე რა აც­ვი­ა­თო". ბო­ლოს კი ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კიც აგ­ვიკ­რძა­ლეს "არ იცით და ნუ ლა­პა­რა­კობ­თო". ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნი ამ მო­მენ­ტში უზ­რდე­ლი ბავ­შვე­ბის ქცე­ვა კი არა, გარ­შე­მომ­ყო­ფი ზრდას­რუ­ლე­ბის, მათ შო­რის პერ­სო­ნა­ლის, სრუ­ლი იგ­ნო­რი იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­ხედ­ვა­რე. (პერ­სო­ნა­ლი ჩვენს მის­ვლამ­დე სა­ერ­თოდ არ ერ­თვე­ბო­და ამ პრო­ცეს­ში).

ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მე დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და "ბუ­ლინ­გის" მსხვერ­პლი გავ­ხდე­ბო­დი. მინ­და გი­თხრათ იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც ფიქ­რობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო წუმ­პე­შია და ქარ­თველ ხალ­ხზე სა­ში­ნე­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე არ და­ი­ა­რე­ბა - ძა­ლი­ან ცდე­ბით, არ­სად მი­ნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­სიყ­ვა­რუ­ლე ერი. მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ არც ერთი უცხო­ე­ლი და მი­თუ­მე­ტეს ქარ­თვე­ლი არ მოხ­ვდე­ბო­და. (ან თუ მოხ­ვდე­ბო­და, ვინ­მე მა­ინც გა­მო­ე­სარ­ჩლე­ბო­და).

ძა­ლი­ან გთხოვთ, და­ა­ფა­სეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და წა­მი­თაც არ იფიქ­როთ რომ ვინ­მე ჩვენ­ზე რა­მით უკე­თე­სია. უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ერი ვართ და არ ვგა­ვართ სნობ ინ­გლი­სე­ლებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას ზე­მო­დან უყუ­რე­ბენ იმის და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან და თა­ვი­ანთ შვი­ლებს რა­სის­ტე­ბად ზრდი­ან.

პ.ს. ბო­ლოს და ბო­ლოს ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იმას არ იკი­თხავს, თუ "რო­მელ მსოფ­ლიო ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჰიტ­ლე­რი", - წერ­და ანა­ნო ლე­ვი­ძე.

ნა­თია კო­ბე­რი­ძემ პოს­ტი ანა­ნოს დე­დას, ეკა ხო­ფე­რი­ას და­უ­კავ­ში­რა:

"შვი­ლებს მა­ინც ნუ ჩარ­თავთ ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­და­ში და სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში!", - და­წე­რა ფე­ის­ბუქ­ზე კო­ბე­რი­ძემ, რა­საც ხო­ფე­რი­ას სა­პა­სუ­ხო კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა:

"გახ­სოვთ მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კის წამ­ყვა­ნი? გახ­სოვთ. მე რომ მაგ­რად ვუყ­ვარ­ვარ ხო გახ­სოვთ? ალ­ბათ, კი. კი­დევ ერთი უნდა და­ი­მახ­სოვ­როთ, ეს ქალი ჩემი შვი­ლის პოსტს გვერ­დზე დებს და სე­რი­ო­ზუ­ლად მსჯე­ლობს, რომ შვი­ლებს ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­და­ში ვრთავ. ისე არ იცის ალ­ბათ, ნი­კო­ლა და იკა ზოგ­ჯერ (ხში­რად არა) რუ­სუ­ლა­დაც რომ ლა­პა­რა­კო­ბენ ხოლ­მე) ეგეც გა­და­ე­ცით და­ას­ტა­ტუსოს ამ აბ­სო­ლუ­ტურ­მა მო­დე­ლი­რე­ბამ. (სხვა სი­ტყვის და­წე­რა მინ­დო­და, მაგ­რამ ხო ხვდე­ბით რი­სიც) ანა­ნო, აი, ასე­თი კრე­ტი­ნე­ბის გამო ზოგ­ჯერ გირ­ჩევ ხოლ­მე, რომ შენს გვერ­დზე მხო­ლოდ პეპ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი დადო)))

ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა იმ გა­და­ცე­მის მერე და ამას ბო­დი­შიც არ მო­უხ­დია და ამ­დე­ნის უფ­ლე­ბას აძ­ლევს სა­კუ­თარ თავს. კი არ შე­ე­შა­ლა, ან ცუ­დად წა­იყ­ვა­ნა, ან რამე, პირ­და­პირ ეთერ­ში ისე მი­ყავ­და, რომ ყვე­ლას გვე­გო­ნა ომი და­ი­წყო. ამან ვის უნდა და­ა­რი­გოს ჭკუა. ეგ ერთი და მე­ო­რე, მის აბ­სო­ლუ­ტურ სიბ­რიყ­ვეს ავ­ლენს მისი "ჰედ­ლა­ი­ნი": ბავ­შვებს მა­ინც ნუ ჩარ­თავთ ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­და­შიო, აი, კრე­ტი­ნი არაა, ეგ დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნა ფბ პოს­ტი­დან, სა­დაც ანა­ნო და ცალ­კე მისი მე­გო­ბა­რი ერთ საკ­მა­ოდ უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვა­ზე ყვე­ბოდ­ნენ, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც კი ჩა­ერ­თო, ძა­ლი­ან შეშ­ფოთ­დნენ. რა შუ­ა­შია ან­ტი­და­სავ­ლუ­რო­ბა, სუფ­თა კამ­სა­მო­ლა ქა­ლის ტვი­ნის ნა­ფიქ­რია", - და­წე­რა ეკა ხო­ფე­რი­ამ.

ეკას პოსტს მისი არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი მე­გო­ბა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა:

აქ­ტი­უ­რი გა­მო­ხა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ნა­თია კო­ბე­რი­ძის პოსტსაც. კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტორ­თა ნა­წი­ლი მას მხარს უჭერ­და, ნა­წი­ლი კი ანა­ნოს გა­მო­ე­სარ­ჩლა, მათ შო­რის ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ხოფერია და ნათია კობერიძე

"სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ხოფერია და ნათია კობერიძე

ჟურნალისტი ეკა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე კოლეგა ნათია კობერიძის პოსტს ეხმაურება, რომელიც ეკა ხოფერიას ქალიშვილს უკავშირდებოდა. რამდენიმე დღის წინ ეკა ხოფერიას ქალიშვილმა, ანანო ლევიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ინგლისში მომხდარ ამბავს აღწერდა, რომელიც მას და მის მეგობრებს გადახდათ. ანანო, როგორც თავად ამბობს, ეროვნების გამო, ე.წ. ბულინგის მსხვერპლი გახდა.

"მაპატიეთ თუ ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა შეგხვდებათ ამ პოსტის კითხვის დროს, უბრალოდ მინდა გამოვხატო ჩემი აზრი დღევანდელი ინციდენტის შესახებ. უკვე 5 თვეა რაც ინგლისში ვცხოვრობ და ამ დღემდე არ ვყოფილვარ ე.წ "ბულინგის" მსხვერპლი ჩემი ეროვნების გამო...

ბიზნესის კურსზე ახალი მასწავლებელი დამინიშნეს, რომლის შესახებაც ჩემი მეორე კურსელი მეგობრისგან ვიცი, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, პუტინი უყვარს, "Brexit"-ის მომხრეა და მოკლედ რომ ვთქვა რასისტია, რომელიც განსაკუთრებით ზიზღით გვეპყროპა სხვა ქვეყნის სტუდენტებს, მათ შორის ქართველებსაც. ძალიან მწყინს, როდესაც თემის განხილვისას მხოლოდ უცხო ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, საქართველოზე კი იმასაც მეკითხება კოკა-კოლა საერთოდ იცით თუ არა რა არისო? (თანაც ძალიან აგდებით). ისიც უკვირს, რომ ჩვენ უკრაინის არსებობის შესახებ გაგვიგია. სამწუხაროა, რომ ესეთ გარემოში მიწევს სწავლა. დამერწმუნეთ ძალიან რთულია, როდესაც მასწავლებელი მეასედ მამეორებინებს ნათქვამს იმის გამო, რომ ჩემი აქცენტი მისთვის თითქოსდა გაუგებარია...

ამ მშვენიერ დღეს უფრო მშვენიერი გაგრძელება მოჰყვა. დღეს მე და ჩემმა ქართველმა მეგობრებმა "მაკდონალდსში" ჭამა გადავწყვიტეთ, როდესაც იქ ყოფნისას რაღაც მომენტში 15 კაციანი 13-14 წლის ბავშვების ჯგუფი ჩვენ წინ "დასხდა". პატარა პერიოდის შემდეგ, ლაპარაკისას, ვიგრძენი ერთი გოგოს ზიზღით სავსე მზერა, რომელმაც ჩემი გამოხედვისას წარბაწეულმა ჩხუბი დამიწყო რატომ მაშტერდებიო. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ მოზარდების ეს ჯგუფი რასაც ქვია თავზე დაგვაჯდა და ჩვენი ეროვნების გამო შეურაცხმყოფელი ლაპარაკი დაიწყეს (რომ გაუგებარი აქცენტი გვაქვს, რას ვგავართ, ... ა.შ) მათი ცოდნის მიხედვით საქართველო ინდოეთი ყოფილა, სადაც გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ამ თემას მოაყოლეს "შეხედე რა აცვიათო". ბოლოს კი ინგლისურად ლაპარაკიც აგვიკრძალეს "არ იცით და ნუ ლაპარაკობთო". ყველაზე საწყენი ამ მომენტში უზრდელი ბავშვების ქცევა კი არა, გარშემომყოფი ზრდასრულების, მათ შორის პერსონალის, სრული იგნორი იყო ამ სიტუაციის შემხედვარე. (პერსონალი ჩვენს მისვლამდე საერთოდ არ ერთვებოდა ამ პროცესში).

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე დისკრიმინაციისა და "ბულინგის" მსხვერპლი გავხდებოდი. მინდა გითხრათ იმ ქართველებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ საქართველო წუმპეშია და ქართველ ხალხზე საშინელი ამ ქვეყანაზე არ დაიარება - ძალიან ცდებით, არსად მინახავს საქართველოზე მოსიყვარულე ერი. მსგავს სიტუაციაში საქართველოში ალბათ არც ერთი უცხოელი და მითუმეტეს ქართველი არ მოხვდებოდა. (ან თუ მოხვდებოდა, ვინმე მაინც გამოესარჩლებოდა).

ძალიან გთხოვთ, დააფასეთ ჩვენი ქვეყანა და წამითაც არ იფიქროთ რომ ვინმე ჩვენზე რამით უკეთესია. უაღრესად განათლებული ერი ვართ და არ ვგავართ სნობ ინგლისელებს, რომლებიც ყველას ზემოდან უყურებენ იმის და მიუხედავად, რომ ევროკავშირიდან გამოსულები არიან და თავიანთ შვილებს რასისტებად ზრდიან.

პ.ს. ბოლოს და ბოლოს ქართველი მასწავლებელი იმას არ იკითხავს, თუ "რომელ მსოფლიო ომში მონაწილეობდა ჰიტლერი", - წერდა ანანო ლევიძე.

ნათია კობერიძემ პოსტი ანანოს დედას, ეკა ხოფერიას დაუკავშირა:

"შვილებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაში და სიცრუის გავრცელებაში!", - დაწერა ფეისბუქზე კობერიძემ, რასაც ხოფერიას საპასუხო კომენტარი მოჰყვა:

"გახსოვთ მოდელირებული ქრონიკის წამყვანი? გახსოვთ. მე რომ მაგრად ვუყვარვარ ხო გახსოვთ? ალბათ, კი. კიდევ ერთი უნდა დაიმახსოვროთ, ეს ქალი ჩემი შვილის პოსტს გვერდზე დებს და სერიოზულად მსჯელობს, რომ შვილებს ანტიდასავლურ პროპაგანდაში ვრთავ. ისე არ იცის ალბათ, ნიკოლა და იკა ზოგჯერ (ხშირად არა) რუსულადაც რომ ლაპარაკობენ ხოლმე) ეგეც გადაეცით დაასტატუსოს ამ აბსოლუტურმა მოდელირებამ. (სხვა სიტყვის დაწერა მინდოდა, მაგრამ ხო ხვდებით რისიც) ანანო, აი, ასეთი კრეტინების გამო ზოგჯერ გირჩევ ხოლმე, რომ შენს გვერდზე მხოლოდ პეპლების ფოტოები დადო)))

ადამიანი გარდაიცვალა იმ გადაცემის მერე და ამას ბოდიშიც არ მოუხდია და ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. კი არ შეეშალა, ან ცუდად წაიყვანა, ან რამე, პირდაპირ ეთერში ისე მიყავდა, რომ ყველას გვეგონა ომი დაიწყო. ამან ვის უნდა დაარიგოს ჭკუა. ეგ ერთი და მეორე, მის აბსოლუტურ სიბრიყვეს ავლენს მისი "ჰედლაინი": ბავშვებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაშიო, აი, კრეტინი არაა, ეგ დასკვნა გამოიტანა ფბ პოსტიდან, სადაც ანანო და ცალკე მისი მეგობარი ერთ საკმაოდ უსიამოვნო შემთხვევაზე ყვებოდნენ, სკოლის ადმინისტრაციაც კი ჩაერთო, ძალიან შეშფოთდნენ. რა შუაშია ანტიდასავლურობა, სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია", - დაწერა ეკა ხოფერიამ.

ეკას პოსტს მისი არაერთი ცნობილი მეგობარი გამოხმაურება:

აქტიური გამოხაურება მოჰყვა ნათია კობერიძის პოსტსაც. კომენტარების ავტორთა ნაწილი მას მხარს უჭერდა, ნაწილი კი ანანოს გამოესარჩლა, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანიც:

"გარდაცვლილ ნინის დავპირდი: აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს..." - რას წერს ესპანეთში COVID-19-ით დაღუპული ქალის შვილებზე გიორგი კეკელიძე

"10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე" - ვინ არის 80 წლის ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

თბილისი სამი თვის წინ და დღეს (ფოტო)