სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გია ცერცვაძის საქმე
გია ცერცვაძის საქმე

"უკ­რა­ი­ნა რუ­სეთს არ გა­დას­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გია ცერ­ცვა­ძეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­დას­ტურ­და, რომ იგი ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "112.ua" წერს...

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რა აზუს­ტებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გია ცერ­ცვა­ძე ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ხა­ლი­სის სტა­ტუ­სით. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­და, უკ­რა­ი­ნა მას რუ­სეთს არ გა­დას­ცემს...

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბის სა­გა­ნი გახ­და უკ­რა­ი­ნა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გია ცერ­ცვა­ძის საქ­მე, რო­მელ­საც სო­ლო­მე­ის­კის რა­ი­ო­ნის სა­სა­მარ­თლომ, 40-დღი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში იყო და კი­ე­ვის ჟუ­ლი­ა­ნის აე­რო­პორ­ტში 15 იან­ვარს და­ა­კა­ვეს.

გია ცერ­ცვა­ძე­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის (რაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2003 წელს სო­ჭის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და). სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ზე­პი­რი ფორ­მით გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კლი­ენ­ტი უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მხა­რეს იბ­რძო­და, ხოლო რუ­სე­თის მხრი­დან მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს და პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე სო­ხუ­მე­ლია, ის 90-იან წლებ­ში ქარ­თულ-აფხა­ზურ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლებ­ში ჩა­ერ­თო...

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო შიდა ქარ­თლში. იგი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და "პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ბრძო­ლა­ში", რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი მხა­რე აწარ­მო­ებ­და, მათ შო­რის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­შიც. ამას­თან, მას ჯილ­დო (მე­და­ლი) აქვს მი­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მა­მა­ცო­ბის­თვის. დე­პუ­ტატ ოთარ კა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე 2014-2015 წლებ­ში მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად იცავ­და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთ ბა­ტა­ლი­ონ­ში.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე ამ­ჟა­მად არ ირი­ცხე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, თუმ­ცა გა­სულ წლებ­ში იგი ნამ­დვი­ლად მსა­ხუ­რობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმში.

2016 წლის ბო­ლოს ცერ­ცვა­ძე "სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი ოჯახ­თან, სა­დაც სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გე­ბი გა­ა­ტა­რა. ერთი კვი­რის წინ კი კი­ევ­ში ბრუნ­დე­ბო­და, სა­დაც და­ა­კა­ვეს".

საქ­მე ის არის, რომ 48 წლის გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე­ზე ძებ­ნა, "ინ­ტერ­პოლ­მა" 2016 წლის 23 დე­კემ­ბერს, რუ­სე­თის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ა­ცხა­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ც ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე ინ­ტერ­პო­ლის სა­ი­ტის იმ ველ­ზე, სა­დაც ძებ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სიაა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, არ იძებ­ნე­ბა, რად­გან ის ოთარ კა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ "კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ცირ­კუ­ლა­რით" იძებ­ნე­ბო­და და არა "სა­ჯა­რო წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით". შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი იძებ­ნე­ბო­და, სა­ჯა­რო არ ყო­ფი­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უცხო სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის გა­და­ცე­მა და­უშ­ვე­ბე­ლია.

შსს-ს გან­მარ­ტე­ბით, ჩვე­უ­ლებ­რივ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის 21-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, ძებ­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნომ უნდა მი­მარ­თოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით იმ ქვეყ­ნის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნოს, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქეც არის ძებ­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა [სა­ქარ­თვე­ლოს] და მო­ი­თხო­ვოს საქ­მის გან­ხილ­ვა.

ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სა­კა­ვებ­ლად, იმ ქვეყ­ნის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნოს, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც მოხ­და სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა ამ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სეთს, უნდა გად­მო­ეგ­ზავ­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­ში შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის.

თუმ­ცა, რო­გორც შსს ირ­წმუ­ნე­ბა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცია არ შემ­დგა­რა, ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. "ამ­დე­ნად, ქარ­თულ მხა­რეს არც საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია, არც სა­ფუძ­ვე­ლი და არც არა­ვი­თა­რი მო­ტი­ვი არ ჰქონ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის და­კა­ვე­ბის­თვის, ან მის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­ზღუდ­ვის­თვის", - აცხა­დებს შსს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა კი ეჭ­ვობს, რომ რუ­სეთს ინ­ფორ­მა­ცია ცერ­ცვა­ძის შე­სა­ხებ, ქარ­თულ­მა შსს-მ მი­ა­წო­და. მა­თი­ვე თქმით, ის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას აქვს წარ­დგე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლოს­თვის, ადას­ტუ­რებს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში.

შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­პოლ­მა ცერ­ცვა­ძე­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და (2016 წლის დე­კემ­ბერ­ში), სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­პო­ლის ბი­უ­როს მი­მარ­თა კი­თხვით - იყო თუ არა გია ცერ­ცვა­ძე ნამ­დვი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა გად­მოგ­ზავ­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მის პი­რად, სა­პას­პორ­ტო მო­ნა­ცე­მებს. აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­პოლ­მა უპა­სუ­ხა და მხო­ლოდ და­ა­დას­ტუ­რა ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ გია ცერ­ცვა­ძე მარ­თლაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო და მისი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი იყო სწო­რი. ამის შემ­დეგ თბი­ლი­სის ინ­ტერ­პო­ლის ბი­უ­როს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ინ­ტერ­პო­ლის ცენ­ტრა­ლურ ბი­უ­როს­თან სხვა სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია.

კი­თხვა­ზე, - თუ რა­ტომ მის­ცეს ქარ­თველ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა გია ცერ­ცვა­ძეს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­და­ეკ­ვე­თა სა­ზღვა­რი მა­შინ, რო­დე­საც მას­ზე ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, შსს-ში პა­სუ­ხო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის და მისი სხვა ქვეყ­ნის­თვის გა­და­ცე­მის უფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას არ აქვს.

შსს-ის გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მე­სა­ზღვრის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, შე­ა­მოწ­მოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, მათი ვა­დე­ბი, კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და რამ­დე­ნად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია პირი, გა­დაკ­ვე­თოს სა­ზღვა­რი წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ თუ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში რა­ი­მე სა­ხის დარ­ღვე­ვა არ იკ­ვე­თე­ბა, ამა­ვე დროს, პირი არ არის ძებ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ, მე­სა­ზღვრე ან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ა­ტა­როს იგი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს სა­კი­თხზე უმ­რავ­ლე­სო­ბას. პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა გია ცერ­ცვა­ძე რუ­სეთს არ გა­და­ე­ცეს. მისი თქმით, ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს ისე, თით­ქოს მხო­ლოდ თა­ვად სურს, რომ ბა­ტო­ნი ცერ­ცვა­ძე არ გა­და­ე­ცეს რუ­სეთს, ხოლო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პი­რი­ქით უნდა".

რაც შე­ე­ხე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ ისი­ნი თავ­დებ­ში უდ­გე­ბი­ან გია ცერ­ცვა­ძეს, სე­სი­აშ­ვი­ლის თქმით, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პი­არსვლა. "ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა გა­ვი­დეთ პრაგ­მა­ტულ შე­დეგ­ზე. "ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის ბერ­კე­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს ფორ­მა­ლუ­რად თუ არა­ფორ­მა­ლუ­რად გა­აჩ­ნია. ჩვენ­თვის გა­ცი­ლე­ბით მეტ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს, ეს ადა­მი­ა­ნი იყოს და­ცუ­ლი, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პი­არსვლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძის ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცი­ას, ქსე­ნია პრო­კო­ნო­ვა ეჭ­ვობს, რომ ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე არ გა­აფრ­თხი­ლეს.

"ვფიქ­რობთ, მო­ვა­ხერ­ხებთ მისი ექ­სტრა­და­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას. გია არ წავა რუ­სეთ­ში და დარ­ჩე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან მას ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს. თა­ვად აცხა­დებს, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით დევ­ნა, რად­გან ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და აგ­ვის­ტოს ომში და ამ­ჟა­მად იბ­რძვის უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. იმე­დი აქვს, რომ უკ­რა­ი­ნა მი­ი­ღებს მას, რო­გორც არა გა­რე­შე პირს. რუ­სეთ­ში მას ელის წა­მე­ბა. ვერ გე­ტყვით, სა­ი­დან მაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა არის ერთი სა­კი­თხი, რაც მა­ღელ­ვებს მისი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან. ინ­ტერ­პო­ლის ბა­რათ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი იყო მისი გა­მომ­გზავ­რე­ბის მო­მენ­ტი, ის ნახა ქარ­თულ­მა სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­მა. მიკ­ვირს, რა­ტომ არ და­ა­კა­ვეს ქარ­თუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით," - აღ­ნიშ­ნა ქსე­ნია პრო­კო­ნო­ვამ "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გია ცერცვაძის საქმე

გია ცერცვაძის საქმე

"უკრაინა რუსეთს არ გადასცემს საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ იგი ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა", - ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტგამოცემა "112.ua" წერს...

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი პროკურატურა აზუსტებს ინფორმაციას, მონაწილეობდა თუ არა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მოხალისის სტატუსით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, უკრაინა მას რუსეთს არ გადასცემს...

უკვე რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოების მღელვარების საგანი გახდა უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გია ცერცვაძის საქმე, რომელსაც სოლომეისკის რაიონის სასამართლომ, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის საერთაშორისო ძებნაში იყო და კიევის ჟულიანის აეროპორტში 15 იანვარს დააკავეს.

გია ცერცვაძეზე რუსეთის ფედერაციამ ძებნა გამოაცხადა განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის (რაც რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, 2003 წელს სოჭის ტერიტორიაზე განხორციელდა). სასამართლო პროცესზე, დაკავებულის ადვოკატმა ზეპირი ფორმით განაცხადა, რომ მისი კლიენტი უკრაინის აღმოსავლეთში, უკრაინელი მოხალისეების მხარეს იბრძოდა, ხოლო რუსეთის მხრიდან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება შურისძიების ელემენტებს შეიცავს და პოლიტიკური ხასიათი აქვს.

ცნობისთვის, გიორგი ცერცვაძე სოხუმელია, ის 90-იან წლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობდა, მოგვიანებით, პარტიზანულ ბრძოლებში ჩაერთო...

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, გიორგი ცერცვაძე, საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო შიდა ქართლში. იგი მონაწილეობას იღებდა "პრაქტიკულად ყველა ბრძოლაში", რომელსაც ქართული მხარე აწარმოებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომშიც. ამასთან, მას ჯილდო (მედალი) აქვს მიღებული სამხედრო მამაცობისთვის. დეპუტატ ოთარ კახიძის ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძე 2014-2015 წლებში მოხალისეობრივად იცავდა უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გიორგი ცერცვაძე ამჟამად არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა გასულ წლებში იგი ნამდვილად მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში.

2016 წლის ბოლოს ცერცვაძე "საქართველოში იყო ჩამოსული ოჯახთან, სადაც საახალწლო არდადეგები გაატარა. ერთი კვირის წინ კი კიევში ბრუნდებოდა, სადაც დააკავეს".

საქმე ის არის, რომ 48 წლის გიორგი ცერცვაძეზე ძებნა, "ინტერპოლმა" 2016 წლის 23 დეკემბერს, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე გამოაცხადა. ამ ინფორმაციას საქართველოს შსს-ც ადასტურებს, თუმცა გიორგი ცერცვაძე ინტერპოლის საიტის იმ ველზე, სადაც ძებნილი ადამიანების სიაა გამოქვეყნებული, არ იძებნება, რადგან ის ოთარ კახიძის ინფორმაციით, ე.წ "კონფიდენციალური ცირკულარით" იძებნებოდა და არა "საჯარო წითელი ცირკულარით". შესაბამისად, ინფორმაცია, რომ იგი იძებნებოდა, საჯარო არ ყოფილა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.

შსს-ს განმარტებით, ჩვეულებრივ, სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება [საქართველოს] და მოითხოვოს საქმის განხილვა.

ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენა ამ შემთხვევაში, რუსეთს, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის.

თუმცა, როგორც შსს ირწმუნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა საერთოდ არ ხორციელდება. "ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის, ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის", - აცხადებს შსს.

საპარლამენტო უმცირესობა კი ეჭვობს, რომ რუსეთს ინფორმაცია ცერცვაძის შესახებ, ქართულმა შსს-მ მიაწოდა. მათივე თქმით, ის დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს წარდგენილი უკრაინის სასამართლოსთვის, ადასტურებს, რომ ქართული მხარე მონაწილეობდა ამ მტკიცებულებების შეგროვებაში.

შსს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა ცერცვაძეზე ძებნა გამოაცხადა (2016 წლის დეკემბერში), საქართველოს ინტერპოლის ბიუროს მიმართა კითხვით - იყო თუ არა გია ცერცვაძე ნამდვილად საქართველოს მოქალაქე და შეესაბამებოდა თუ არა გადმოგზავნილი მონაცემები მის პირად, საპასპორტო მონაცემებს. აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს ინტერპოლმა უპასუხა და მხოლოდ დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ გია ცერცვაძე მართლაც საქართველოს მოქალაქე იყო და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები იყო სწორი. ამის შემდეგ თბილისის ინტერპოლის ბიუროს აღნიშნულ საკითხზე ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროსთან სხვა სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

კითხვაზე, - თუ რატომ მისცეს ქართველმა მესაზღვრეებმა გია ცერცვაძეს საშუალება, გადაეკვეთა საზღვარი მაშინ, როდესაც მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული, შსს-ში პასუხობენ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავების და მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემის უფლება ქვეყანას არ აქვს.

შსს-ის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. სამინისტრო აცხადებს, რომ თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი.

საპარლამენტო უმცირესობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საკითხზე უმრავლესობას. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ თავად სურს, რომ ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს, ხოლო "ქართულ ოცნებას" პირიქით უნდა".

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას, რომ ისინი თავდებში უდგებიან გია ცერცვაძეს, სესიაშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური პიარსვლა. "ჩვენი ამოცანაა გავიდეთ პრაგმატულ შედეგზე. "ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ბერკეტები, რომელიც სახელმწიფოს ფორმალურად თუ არაფორმალურად გააჩნია. ჩვენთვის გაცილებით მეტ ინტერესს წარმოადგენს, ეს ადამიანი იყოს დაცული, ვიდრე პოლიტიკური პიარსვლები", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი ცერცვაძის ადვოკატის პოზიციას, ქსენია პროკონოვა ეჭვობს, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს საზღვარზე არ გააფრთხილეს.

"ვფიქრობთ, მოვახერხებთ მისი ექსტრადაციის თავიდან აცილებას. გია არ წავა რუსეთში და დარჩება უკრაინაში, რადგან მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. თავად აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დევნა, რადგან ის მონაწილეობდა აგვისტოს ომში და ამჟამად იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. იმედი აქვს, რომ უკრაინა მიიღებს მას, როგორც არა გარეშე პირს. რუსეთში მას ელის წამება. ვერ გეტყვით, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა არის ერთი საკითხი, რაც მაღელვებს მისი დაკავების მომენტიდან. ინტერპოლის ბარათზე მითითებული იყო მისი გამომგზავრების მომენტი, ის ნახა ქართულმა სასაზღვრო სამსახურმა. მიკვირს, რატომ არ დააკავეს ქართული პროცედურებით," - აღნიშნა ქსენია პროკონოვამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე