სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფულის გათეთრება და ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენება - რა რისკები ახლავს ონლაინ-თამაშებს?
ფულის გათეთრება და ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენება - რა რისკები ახლავს ონლაინ-თამაშებს?

სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, დიდი მო­გე­ბის ფონ­ზე ბი­უ­ჯეტ­ში გა­დახ­დი­ლი მცი­რე თან­ხა, სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც ეს ბიზ­ნე­სი ქმნის, არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბის" პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის თემა. ფაქ­ტია, რომ სფე­რო ჯერ კი­დევ საკ­მაო რე­გუ­ლი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო "სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­საკ­რებ­ლის შე­სა­ხებ" მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა იგეგ­მე­ბა.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სის კვალ­დაკ­ვალ, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი ონ­ლა­ინ-სივ­რცე­ში სულ უფრო აქ­ტი­უ­რად ინაც­ვლებს. ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ. ონ­ლა­ინ-აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი კი კვლავ იმ რე­ა­ლო­ბას მორ­გე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა, რო­მე­ლიც იმ დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს, რო­დე­საც კომ­პი­უ­ტე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს თუ ჰქონ­და. არა­და, უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ-თა­მა­შებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რდე­ბი და არას­რულ­წლოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვი­სი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ვი­სუფ­ლად ახერ­ხე­ბენ ონ­ლა­ინ-აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სივ­რცე­ში შეღ­წე­ვას.

დღეს არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, ინ­ტერ­ნეტ­კა­ზი­ნო­ებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ყო­ველ­გვა­რი გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე ხდე­ბა, რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, და­რე­გის­ტრი­რე­ბა მოხ­დეს ყალ­ბი და ცრუ მო­ნა­ცე­მე­ბით, ან სხვა პი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით.

არ არ­სე­ბობს წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რე­ბენ სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო გა­რე­მოს შექ­მნას, სა­დაც კა­ზი­ნო­ებს შე­უძ­ლი­ათ არა­სან­დო მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, და სა­დაც მთავ­რო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ზოგი ინ­ტერ­ნეტ­კა­ზი­ნო კლი­ენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს მისი რე­გის­ტრა­ცი­ის დროს სა­ხე­ლით და პი­რა­დი ნომ­რით. თუმ­ცა, არა­ნა­ი­რი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი არ არის მო­თხოვ­ნი­ლი იმის­თვის, რომ დად­გინ­დეს, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ერ­თმა­ნეთს სა­ხე­ლი და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პი­რა­დო­ბის ნო­მე­რი. უფრო მე­ტიც, არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობს პრე­ვენ­ცი­ის­თვის, რომ ვინ­მემ ფიქ­ტი­უ­რი სა­ხე­ლი და პი­რა­დო­ბის ნო­მე­რი გა­მო­ი­ყე­ნოს. ასე­ვე, არა­ნა­ი­რი გა­და­მოწ­მე­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­დე­საც კლი­ენ­ტი თან­ხას რი­ცხავს კა­ზი­ნოს სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე. უფრო მე­ტიც, თუ კლი­ენ­ტი გა­და­წყეტს, რომ მის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ან საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე გა­და­რი­ცხოს თან­ხა, ვი­ნა­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა არ ხდე­ბა.

ონ­ლა­ინ-თა­მა­შე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ შე­დის

ონ­ლა­ინ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი უზარ­მა­ზარ მას­შტა­ბებს იძენს და შე­სა­ბა­მი­სი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ ამ ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტებს. ხოლო ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ისი­ნი ბი­უ­ჯეტ­ში მხო­ლოდ მი­ზე­რულ გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს­დღე­ო­ბით ათამ­დე ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნოა. მათ­გან ოთხი (აჭა­რა­ბე­თი, ევ­რო­პა­ბე­თი, კრის­ტალ­ბე­თი და ლი­დერ­ბე­თი) ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნია. თუმ­ცა ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, რო­გო­რია ყო­ველ­წლი­უ­რად ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბის მო­გე­ბა და რა მაქ­სი­მა­ლურ თან­ხას აგე­ბენ მო­თა­მა­შე­ე­ბი. ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დე­ბი არ არ­სე­ბობს, ეს ნიშ­ნავს, რომ ონ­ლა­ინ-თა­მა­შე­ბის ბიზ­ნესს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში არა­ნა­ი­რი ფის­კა­ლუ­რი ეფექ­ტი არ აქვს და ონ­ლა­ინ-თა­მა­შე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ შე­დის.

გარ­და ამი­სა, ონ­ლა­ინ-თა­მა­შე­ბი სხვა და­მა­ტე­ბი­თი რის­კე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი­ცაა. სა­უ­ბა­რია ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე და ელექტრო­ნულ კა­ზი­ნო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ვე­ზი არა­ერ­თხელ მოხ­ვდა სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის არე­ალ­ში. ამას მოწ­მობს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას­თან ბრძო­ლის ფი­ნან­სუ­რი მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის ჯგუ­ფის (FATF) და ევ­რო­საბ­ჭოს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შემ­ფა­სე­ბელ რჩე­ულ ექ­სპერტთა კო­მი­ტე­ტის (MONEYVAL) რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ სა­თა­მა­შო სივ­რცე­ში პი­რე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სის დახ­ვე­წას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კა­ზი­ნო­ე­ბის­თვის მო­საკ­რებ­ლის გაზ­რდის შემ­დგომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იფიქ­როს ონ­ლა­ინ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მოხ­დეს სფე­როს რე­გუ­ლი­რე­ბა, რათა აღ­მო­ი­ფხვრას ყვე­ლა ის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, რა­საც ეს ბიზ­ნე­სი აჩენს და ამავდრო­უ­ლად აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­წეს­დეს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­სა­ხა­დე­ბი, რათა საკ­მა­ოდ გაზ­რდი­ლი მო­გე­ბის ფონ­ზე ამ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბი­უ­ჯეტ­შიც გა­და­ი­ხა­დონ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­სა­ხა­დი და არ იფიქ­რონ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი "ჯი­ბის ზრდა­ზე" წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფულის გათეთრება და ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენება - რა რისკები ახლავს ონლაინ-თამაშებს?

ფულის გათეთრება და ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენება - რა რისკები ახლავს ონლაინ-თამაშებს?

სათამაშო ბიზნესში არსებული პრობლემები, დიდი მოგების ფონზე ბიუჯეტში გადახდილი მცირე თანხა, სოციალური პრობლემები, რომელსაც ეს ბიზნესი ქმნის, არაერთხელ გამხდარა "ბანკები და ფინანსების" პუბლიკაციების თემა. ფაქტია, რომ სფერო ჯერ კიდევ საკმაო რეგულირებას საჭიროებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც გადასახადების გაორმაგება იგეგმება.

ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, სათამაშო ბიზნესი ონლაინ-სივრცეში სულ უფრო აქტიურად ინაცვლებს. ამის შესახებ აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ. ონლაინ-აზარტული თამაშები კი კვლავ იმ რეალობას მორგებული კანონებით რეგულირდება, რომელიც იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც კომპიუტერი საქართველოში რამდენიმე ადამიანს თუ ჰქონდა. არადა, უკვე ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ონლაინ-თამაშებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები და არასრულწლოვნები, რომლებიც სხვისი პირადობის მოწმობის საფუძველზე თავისუფლად ახერხებენ ონლაინ-აზარტული თამაშების სივრცეში შეღწევას.

დღეს არსებული პრაქტიკით, ინტერნეტკაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხდება, რაც იძლევა საშუალებას, დარეგისტრირება მოხდეს ყალბი და ცრუ მონაცემებით, ან სხვა პირის მონაცემებით.

არ არსებობს წესები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო გარემოს შექმნას, სადაც კაზინოებს შეუძლიათ არასანდო მეთოდების გამოყენება, და სადაც მთავრობის გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდება. მაგალითად, ზოგი ინტერნეტკაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელით და პირადი ნომრით. თუმცა, არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. უფრო მეტიც, არანაირი კონტროლი არ არსებობს პრევენციისთვის, რომ ვინმემ ფიქტიური სახელი და პირადობის ნომერი გამოიყენოს. ასევე, არანაირი გადამოწმება არ ხორციელდება, როდესაც კლიენტი თანხას რიცხავს კაზინოს საკუთარ ანგარიშზე. უფრო მეტიც, თუ კლიენტი გადაწყეტს, რომ მის საბანკო ანგარიშზე ან საკრედიტო ბარათზე გადარიცხოს თანხა, ვინაობის გადამოწმება არ ხდება.

ონლაინ-თამაშებიდან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის

ონლაინ აზარტული თამაშები უზარმაზარ მასშტაბებს იძენს და შესაბამისი შემოსავალი აქვთ ამ ბიზნესსუბიექტებს. ხოლო ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი ბიუჯეტში მხოლოდ მიზერულ გადასახადებს იხდიან. საქართველოში დღესდღეობით ათამდე ონლაინ-კაზინოა. მათგან ოთხი (აჭარაბეთი, ევროპაბეთი, კრისტალბეთი და ლიდერბეთი) ყველაზე მსხვილი და შესაბამისად, მაღალბიუჯეტიანია. თუმცა ჩვენთვის უცნობია, როგორია ყოველწლიურად ონლაინ-კაზინოების მოგება და რა მაქსიმალურ თანხას აგებენ მოთამაშეები. ონლაინ თამაშების ორგანიზაციებისთვის დამატებითი გადასახადები არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ონლაინ-თამაშების ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს და ონლაინ-თამაშებიდან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის.

გარდა ამისა, ონლაინ-თამაშები სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომელიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.

კაზინოებისთვის მოსაკრებლის გაზრდის შემდგომ, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იფიქროს ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სფეროს რეგულირება, რათა აღმოიფხვრას ყველა ის სოციალური პრობლემა, რასაც ეს ბიზნესი აჩენს და ამავდროულად აუცილებლად დაუწესდეს შესაბამისი გადასახადები, რათა საკმაოდ გაზრდილი მოგების ფონზე ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიუჯეტშიც გადაიხადონ შესაბამისი გადასახადი და არ იფიქრონ მხოლოდ საკუთარი "ჯიბის ზრდაზე" წაიკითხეთ სრულად

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა