დიდი დიღმის აბონენტები, რომელთაც გუშინ გაზი მაღალი წნევით მიეწოდათ, ბუნებრივ აირს ჩვეულებრივ რეჟიმში იღებენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შპს ”დიდი დიღმის გაზში” განუცხადეს, გაზის მაღალი წნევით მიწოდების გამო, აბონენტებს გაზი ორი საათით შეუწყდათ და მიწოდება გუშინვე - 18:00 საათიდან აღდგა. პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
მათივე ინფორმაციით, აბონენტებს, რომელთაც გაზქურა დაუზიანდა, ზარალი აუნაზღაურება. ამასთან, როგორც ”დიდი დიღმის გაზში” განმარტავენ, გაზის მაღალი წნევით მიწოდება გამოიწვია იმან, რომ არ იმუშავა ჩამკეტმა მოწყობილობამ, ე.წ. ავტომატმა, რომელიც ”ყაზტრანსგაზის” დანადგარზე დგას. მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.