სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გრანტები პროფესიული განათლების სექტორის განვითარებისთვის - ვის დააფინანსებს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"
გრანტები პროფესიული განათლების სექტორის განვითარებისთვის -  ვის დააფინანსებს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"

"შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბის და­სად­გე­ნად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ბოლო კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, რომ დამ­საქ­მებ­ლის მიერ ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­თხოვ­ნა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე კად­რე­ბი არი­ან" - ამის შე­სა­ხებ "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი - სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ინ­დუსტრი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის მე­ო­რე რა­უნ­დის­თვის გა­მარ­თულ ღია კა­რის დღე­ზე გა­ნა­ცხა­და.

იმის­თვის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს, 16-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტის "პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის" ფარ­გლებ­ში უკვე და­ფი­ნანსდა 10 მსხვი­ლი პრო­ექ­ტი. გრან­ტე­ბის გა­ცე­მის მე­ო­რე რა­უნ­დის ფარ­გლებ­ში, ფონ­დი ცდი­ლობს კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სოს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

მე­ო­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­სა­ცე­მი თან­ხა თი­თო­ე­უ­ლი გრან­ტის­თვის 5 ათა­სი აშშ დო­ლა­რი­დან 25 ათასს აშშ დო­ლა­რამ­დეა.

პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­ვიდ ჰენდლი კონ­კურ­სის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, კონ­კურ­სის მი­ზა­ნია გა­მო­ავ­ლი­ნოს სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, პრაქ­ტი­კე­ბი, რო­მე­ლიც გაზ­რდის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და მიმ­ზიდ­ველს გახ­დის მას.

"მათ ვი­საც გრანტზე გა­ნა­ცხადს გა­ა­კე­თებს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს რომ უნდა მოხ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. უნდა მოხ­დეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მო­დუ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზრდას­რულ­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა, მათი ვი­საც აქვს უკვე ერთი პრო­ფე­სია და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით წარ­მა­ტე­ბუ­ლად არ არის და­საქ­მე­ბუ­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი ნო­ვა­ტო­რულ იდე­ებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ, თუმ­ცა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტებს გა­მოგ­ზავ­ნაც. შე­საძ­ლე­ბე­ლია უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მოწ­ვე­ვა რჩე­ვე­ბის­თვის. მთა­ვა­რია თქვე­ნი პრო­ექ­ტით გა­უმ­ჯო­ბეს­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის იმი­ჯი და გა­და­ხა­ლის­დეს მისი როლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა"- აცხა­დებს ჰენდლი.

დო­ნო­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ პრო­ექ­ტმა რო­მე­ლიც და­ფი­ნანსდე­ბა არა მხო­ლოდ პრო­ექ­ტის, არა­მედ სის­ტე­მის დო­ნე­ზე იყოს შე­დე­გი­ა­ნი და იქ­ცეს მა­გა­ლი­თად რო­მელ­საც სხვა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გა­ვენ.

ფონ­დის გრან­ტე­ბის მარ­თვის მე­ნე­ჯე­რის, ვა­ლენ­ტინ მი­ტე­ვის თქმით, მო­თხოვ­ნე­ბი რო­მელ­საც დო­ნო­რი აპ­ლი­კან­ტებს უყე­ნებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ლი­ბე­რა­ლუ­რია. თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე შე­ზღუდ­ვა. გრანტზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს რომ­ლე­ბიც ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შავ სი­ებ­ში არი­ან შეყ­ვა­ნი­ლე­ბი ან რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რეს 2016 წლის 17 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ.

"ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი - სა­ქარ­თვე­ლოს" ოფის­ში აცხა­დე­ბენ რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა მე­სა­მე რა­უნ­დიც.

მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან, რო­გორც ფორ­მა­ლურ ასე­ვე არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. გრანტზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ სა­ჯა­რო და კერ­ძო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, კომ­პა­ნი­ებს, პრო­ფე­სი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გრანტები პროფესიული განათლების სექტორის განვითარებისთვის - ვის დააფინანსებს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"

გრანტები პროფესიული განათლების სექტორის განვითარებისთვის -  ვის დააფინანსებს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"

"შრომის ბაზრის მოთხოვნების დასადგენად ჩატარებული ყველა ბოლო კვლევა გვიჩვენებს, რომ დამსაქმებლის მიერ ყველაზე მეტად მოთხოვნადი, პროფესიული განათლების მქონე კადრები არიან" - ამის შესახებ "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდისთვის გამართულ ღია კარის დღეზე განაცხადა.

იმისთვის, რომ პროფესიული განათლება საზოგადოებისთვის მიმზიდველი გახდეს, 16-მილიონიანი პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში უკვე დაფინანსდა 10 მსხვილი პროექტი. გრანტების გაცემის მეორე რაუნდის ფარგლებში, ფონდი ცდილობს კიდევ რამდენიმე პროექტი დააფინანსოს, რომლებიც საზოგადოების პროფესიული განათლების საჭიროების შესახებ ინფორმირებულობას უზრუნველყოფენ.

მეორე საგრანტო კონკურსში გასაცემი თანხა თითოეული გრანტისთვის 5 ათასი აშშ დოლარიდან 25 ათასს აშშ დოლარამდეა.

პროექტის ხელმძღვანელი, დევიდ ჰენდლი კონკურსის პრიორიტეტებზე საუბრობს. მისი თქმით, კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო გამოცდილება, პრაქტიკები, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების სექტორის პოპულარიზაციას და მიმზიდველს გახდის მას.

"მათ ვისაც გრანტზე განაცხადს გააკეთებს უნდა გაითვალისწინოს რომ უნდა მოხდეს პროფესიული პროგრამების პოპულარიზაცია. უნდა მოხდეს მასწავლებლებისა და მოდულების მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრულთა დაინტერესება, მათი ვისაც აქვს უკვე ერთი პროფესია და თავისი პროფესიით წარმატებულად არ არის დასაქმებული. კარგი იქნება თუ პროექტის ავტორები ნოვატორულ იდეებს შემოგვთავაზებენ, თუმცა სავსებით შესაძლებელია საზღვარგარეთ აპრობირებული და საქართველოს რეალობასთან ადაპტირებული პროექტებს გამოგზავნაც. შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების მოწვევა რჩევებისთვის. მთავარია თქვენი პროექტით გაუმჯობესდეს პროფესიული განათლების იმიჯი და გადახალისდეს მისი როლი და მნიშვნელობა"- აცხადებს ჰენდლი.

დონორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ პროექტმა რომელიც დაფინანსდება არა მხოლოდ პროექტის, არამედ სისტემის დონეზე იყოს შედეგიანი და იქცეს მაგალითად რომელსაც სხვა პროფესიული სასწავლებლებიც წარმატებით დანერგავენ.

ფონდის გრანტების მართვის მენეჯერის, ვალენტინ მიტევის თქმით, მოთხოვნები რომელსაც დონორი აპლიკანტებს უყენებს მაქსიმალურად ლიბერალურია. თუმცა არსებობს რამდენიმე შეზღუდვა. გრანტზე განაცხადის გაკეთება არ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, ორგანიზაციებს რომლებიც ამერიკული ორგანიზაციების შავ სიებში არიან შეყვანილები ან რეგისტრაცია გაიარეს 2016 წლის 17 თებერვლის შემდეგ.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" ოფისში აცხადებენ რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში აუცილებლად გამოცხადდება მესამე რაუნდიც.

მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებაში. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი