ჰიბრიდული მანქანების რაოდენობა სწრაფად მატულობს

ჰიბრიდული მანქანების რაოდენობა სწრაფად მატულობს

ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის ფასის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ავტოიმპორტიორთა ნაწილი მოთხოვნის მკვეთრ ზრდას არ ელოდება. ასეთი ავტომობილები უცხოეთშიც საკმაოდ ძვირი ღირს და, განსაბაჟებელი თანხის სიმცირის მიუხედავად, მსურველს ავტომობილის შეძენა მაინც მაღალ ფასად უწევს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება ავტოდილერების მეორე ნაწილი. ისინი უკვე გაზრდილ მოთხოვნასა და დედაქალაქში მომრავლებულ ეკოტრანსპორტზე საუბრობენ.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 1-ელი იანვრიან 0-დან 6 წლამდე ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი 60%-ით შემცირდა, ხოლო 6 წელს ზემოთ - 50%-ით. სხვა ტიპის ავტომობილების განბაჟება კი, გამოშვების წლისა და ძრავას მოცულობის მიხედვით, მკვეთრად გაძვირდა.

დედაქალაქში უკვე თვალშისაცემად მომრავლდა ჰიბრიდული ავტომობილები, თუმცა ჯერ უცნობია რა შედეგს გამოიღებს ახალი რეგულაციები და რამდენად ბევრი იქნება ავტოპარკში ჰიბრიდები და ელექტრომობილები.

"რობანი მოტორსის" ხელმძღვანელ ელგუჯა ჯამაგიძის აზრით, ჰიბრიდებზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ ეს საგრძნობი არ იქნება ავტოპარკისათვის, რადგან ასეთი მანქანების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილის. როგორი დაბალიც არ უნდა იყოს აქციზის გადასახადი, მოსახლეობის უმეტესობას მაინც არ აქვს შესაძლებლობა ჰიბრიდი შეიძინოს.

"აქციზის გადასახადის შემცირება, რა თქმა უნდა, გაზრდის მოთხოვნას ჰიბრიდულ ავტომობილებზე, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მეტწილად ჩაანაცვლოს მთლიანად საწვავზე მომუშავე ავტომობილები განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი