საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა თურქეთის ვეტერანთა ნაკრები 7:4 დაამარცხა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა თურქეთის ვეტერანთა ნაკრები 7:4 დაამარცხა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა დღეს, "ზამთრის თასი 2017"-ის ფარგლებში პირველი შეხვედრა თურქეთის ვეტერანთა ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 7:4 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი დემეტრაძემ გახსნა. რამდენიმე წუთში ალექსანდრე იაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა, შემდეგ კი ალექსანდრე ამისულაშვილმა მესამე გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს თურქებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს - თავი ევრენ თურანმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გადაცემით ალექსანდრე ამისულაშვილმა დუბლი გაიფორმა. მალევე დუბლი ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი დემეტრაძემაც მიითვალეს, რის შემდეგაც თავისი პირველი გოლი ლევან კობიაშვილმაც გაიტანა. კობიაშვილის გოლს თურქეთის სამი გოლი მოჰყვა - ჯერ კარტოფიმ გაიტანა, შემდეგ - ილმაზიმ, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ქუჩუქვარდარმა დააფიქსირა - 7:4.

დღესვე, 14:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს უეფას გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ შელია, გივი კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.

თურქეთი: კერემ ინანი, ორქუნ უშაქი, ემრე ერენი, ალი ერენი, მუსტაფა ქოჯაბეი, თიმუჩინ ბაიაზიდი, ლევენტ კარტოფი, ევრენ თურანი, იუსუფ თოქაჩი, მეჰმეტ ილმაზი, ალპ ქუჩუქვარდარი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი