ეს რჩევები ექიმი კომაროვსკისგან არის და განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვების დედებს გამოადგებათ:
1. ბავშვის კოსმეტიკა გონივრულად გამოიყენეთ
საბავშვო კრემი, პუდრა, სველი ხელსახოცები, ანტიბაქტერიული საპონი - მზრუნველი დედა ყველა ამ საშუალებით გულმოდგინედ ამუშავებს ბავშვის კანს. თუ ბავშვს კანის რაიმე პრობლემა ან დიათეზი არ აწუხებს, სპეციალური კოსმეტიკა ასაერთოდ არ სჭირდება. ყოველდღიური ბანაობა და ჰაერის აბაზანები საკმარისია მისი კანისთვის. თვეების ბავშვს ზედმეტად ნუ დაამუშავებთ კრემებითა და საცხებით, მით უმეტეს, თუ შემდეგ პამპერსი უნდა გაუკეთოთ. ამ დროს კანის ფორები იხშობა, რამაც სერიოზულ პრობლემამდე შეიძლება მიგიყვანოთ.
2. საბავშვო
კრემი მაცივარში უნდა ინახებოდეს ქვედა თაროზე ან დახურულ პატარა კამერაში, რომელიც თანამედროვე მაცივრებში მედიკამენტებისთვისაა გამოყოფილი. ასე ყოველთვის უკეთ შეინახავთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც ძირითადად ცხიმზეა დამზადებული. დაბალ ტემპერატურაზე საცხი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს მთელის წლის განმავლობაში, ხოლო როცა აბაზანაში ან კარადაში ინახავთ, მისი ვარგისიანობა 5 თვეს თუ გასტანს. ზაფხულში კიდევ უფრო სწარაფად ეწურება გამოყენების ვადა. თუ მზეზე მოხვდა, მალე გადასაგდებიც გახდება... განაგრძეთ კითხვა