დიღმის რაიონის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

დიღმის რაიონის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

დიღმის რაიონის ნაწილს ხვალ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსაგ-თბილისიდან" აცნობეს, სამშაბათს, 10 იანვარს, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, დიღომი 7-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი