თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროს დატოვების შემდეგ, პირველად, დედის მოსანახულებლად წავიდა. არსებული ინფორმაციით, ყოფილი მერის დედის სახლში გიგა ბოკერია და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები იყვნენ შეკრებილი.
გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ე. წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.
როგორც ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილ მერს საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს, ორშაბათს ეწურებოდა. იმის გამო, რომ "პატიმრობის კოდექსის" მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე - სამუშაო დღეს, უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.
წაიკითხეთ: გიგი უგულავას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
ლელა კილაძის პირველი კომენტარი გიგი უგულავას გათავისუფლებაზე