სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოფო ბედიას ქმარმა ღრმა დეკოლტეზე უარი ათქმევინა
სოფო ბედიას ქმარმა ღრმა დეკოლტეზე უარი ათქმევინა

მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას პო­ლი­ტი­კოს ქმარს, მიშა მესხს, ახალ წელს ცო­ლის გამო ქე­იფ­ზე უა­რის თქმა უწევს, რად­გან ამ დროს ყო­ველ­თვის საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გვერ­დით, მის კონ­ცერ­ტებ­ზეა. 2 იან­ვრი­დან ძვე­ლით ახალ წლამ­დე კი ყვე­ლა დღე მი­სია და კარ­გა­დაც მო­ილ­ხენს ხოლ­მე.

წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა ორ წელს ით­ვლის. 2017 წლის­გან ნა­ნატ­რი შვი­ლის იმე­დი და მო­ლო­დი­ნი აქვთ. სო­ფომ და მი­შამ ახა­ლი წლის სა­ო­ჯა­ხო ტრა­დი­ცი­ებ­ზე და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რეს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ახალ წელს სა­ჩუქ­რე­ბის მი­ძღვნის ტრა­დი­ცია თუ გაქვთ?

მიშა: კი და არამ­ხო­ლოდ ამ დღე­სას­წა­ულ­ზე, 8 მარტს და დე­დის დღე­საც ხში­რია. ქა­ლე­ბის­თვის ამ­დე­ნი დღე­სას­წა­უ­ლი არ­სე­ბობს და კა­ცე­ბი და­ჩაგ­რუ­ლე­ბი ვართ. ერთი 23 თე­ბერ­ვა­ლი არ­სე­ბობს და ისიც არ გახ­სოვთ!

- ერ­თმა­ნე­თის ჩაც­მუ­ლო­ბას აკონ­ტრო­ლებთ?

სოფო: მიშა ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ნაკ­ლე­ბად ერე­ვა. ერ­თა­დერ­თი, რაც არ მოს­წონს, ღრმა დე­კოლ­ტეა, არა­და ვგიჟ­დე­ბი! უა­რის თქმა არ მო­მი­წია, თუმ­ცა სიღ­რმე­ე­ბი ცოტა ამო­ვავ­სე. სხვა­თა შო­რის, სა­ჩუქ­რად კა­ბე­ბიც მო­აქვს და ისე­თი, რომ ყო­ველ­თვის მერ­გე­ბა.

მიშა: არც სოფო ერე­ვა ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. რა­საც ვყი­დუ­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს. მეც ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს მის ტან­ზე, ღრმა დე­კოლ­ტეს გარ­და!

- მიშა, სოფო რეს­ტო­რან­ში რომ მღე­რის, ამ დროს ყო­ველ­თვის ახერ­ხებთ მის გვერ­დით ყოფ­ნას?

მიშა: ძი­რი­თა­დად მის გვერ­დით ვარ. სო­ფოს რე­პერ­ტუ­ა­რი ზე­პი­რად ვიცი. პატ­რი­ო­ტი კაცი ვარ და თა­მარ გვერდწი­თე­ლის "სა­ქარ­თვე­ლოს" რომ მღე­რის, ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. სოფო რომ შე­მიყ­ვარ­და, სი­ტუ­ა­ცი­ას ჯერ არ ვიც­ნობ­დი და თა­ვი­დან ცოტა ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. რეს­ტო­რან­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი და ვინ­მე რომ წა­მოდ­გე­ბო­და, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ სო­ფოს­თან მი­დი­ო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ტყუ­ი­ლად ვღე­ლავ­დი.

- სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის რა სჭირ­დე­ბა თქვენს წყვილს?

მიშა: სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ჩვე­ნი პა­ტა­რა გვჭირ­დე­ბა და იმე­დია, 2017 წელს გვე­ყო­ლე­ბა. შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი­თაც და­ვი­ღა­ლე. ზოგს შე­იძ­ლე­ბა ჰგო­ნია, რომ პრობ­ლე­მა გვაქვს და მათ გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. სოფო ფეხ­მძი­მედ იყო და მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა. ღვთის წყა­ლო­ბით, გვჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და ბევ­რი შვი­ლი გვე­ყო­ლე­ბა.

სოფო: ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, პა­ტა­რა გვყავ­დეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ღმერ­თი გად­მოგ­ვხე­დავს და გვე­ყო­ლე­ბა.

სო­ფიო ბო­ჭო­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სოფო ბედიას ქმარმა ღრმა დეკოლტეზე უარი ათქმევინა

სოფო ბედიას ქმარმა ღრმა დეკოლტეზე უარი ათქმევინა

მომღერალ სოფო ბედიას პოლიტიკოს ქმარს, მიშა მესხს, ახალ წელს ცოლის გამო ქეიფზე უარის თქმა უწევს, რადგან ამ დროს ყოველთვის საყვარელი ქალის გვერდით, მის კონცერტებზეა. 2 იანვრიდან ძველით ახალ წლამდე კი ყველა დღე მისია და კარგადაც მოილხენს ხოლმე.

წყვილის ქორწინება ორ წელს ითვლის. 2017 წლისგან ნანატრი შვილის იმედი და მოლოდინი აქვთ. სოფომ და მიშამ ახალი წლის საოჯახო ტრადიციებზე და ოჯახურ ცხოვრებაზე "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრეს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- ახალ წელს საჩუქრების მიძღვნის ტრადიცია თუ გაქვთ?

მიშა: კი და არამხოლოდ ამ დღესასწაულზე, 8 მარტს და დედის დღესაც ხშირია. ქალებისთვის ამდენი დღესასწაული არსებობს და კაცები დაჩაგრულები ვართ. ერთი 23 თებერვალი არსებობს და ისიც არ გახსოვთ!

- ერთმანეთის ჩაცმულობას აკონტროლებთ?

სოფო: მიშა ჩემს ჩაცმულობაში ნაკლებად ერევა. ერთადერთი, რაც არ მოსწონს, ღრმა დეკოლტეა, არადა ვგიჟდები! უარის თქმა არ მომიწია, თუმცა სიღრმეები ცოტა ამოვავსე. სხვათა შორის, საჩუქრად კაბებიც მოაქვს და ისეთი, რომ ყოველთვის მერგება.

მიშა: არც სოფო ერევა ჩემს ჩაცმულობაში. რასაც ვყიდულობ, ყველაფერი მოსწონს. მეც ყველაფერი მომწონს მის ტანზე, ღრმა დეკოლტეს გარდა!

- მიშა, სოფო რესტორანში რომ მღერის, ამ დროს ყოველთვის ახერხებთ მის გვერდით ყოფნას?

მიშა: ძირითადად მის გვერდით ვარ. სოფოს რეპერტუარი ზეპირად ვიცი. პატრიოტი კაცი ვარ და თამარ გვერდწითელის "საქართველოს" რომ მღერის, ყველაზე მეტად მიყვარს. სოფო რომ შემიყვარდა, სიტუაციას ჯერ არ ვიცნობდი და თავიდან ცოტა ვნერვიულობდი. რესტორანში დაძაბული ვიჯექი და ვინმე რომ წამოდგებოდა, მეჩვენებოდა, რომ სოფოსთან მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ ტყუილად ვღელავდი.

- სრული ბედნიერებისთვის რა სჭირდება თქვენს წყვილს?

მიშა: სრული ბედნიერებისთვის ჩვენი პატარა გვჭირდება და იმედია, 2017 წელს გვეყოლება. შეკითხვებზე პასუხებითაც დავიღალე. ზოგს შეიძლება ჰგონია, რომ პრობლემა გვაქვს და მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ყველაფერი რიგზეა. სოფო ფეხმძიმედ იყო და მუცელი მოეშალა. ღვთის წყალობით, გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ბევრი შვილი გვეყოლება.

სოფო: ჩვენი მთავარი მიზანია, პატარა გვყავდეს და დარწმუნებული ვარ, ღმერთი გადმოგვხედავს და გვეყოლება.

სოფიო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

62 წლის მადონასა და მისი ქალიშვილის ახალ ფოტოს, სადაც პოპის დედოფალი თინეიჯერს ჰგავს, სკანდალი მოჰყვა - "ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ეს ლამაზია?"

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ

ბათუმელი "მონიკა ბელუჩი" დაინიშნა - ხელის თხოვნა აკვალანგისტის დახმარებით (+ფოტო და ვიდეო)