სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტურიზმის ადმინისტრაცია 2016 წელს საქართველოში ჩამოსული მოგზაურების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ტურიზმის ადმინისტრაცია 2016 წელს საქართველოში ჩამოსული მოგზაურების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

2015 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 7.6%-ით გა­ი­ზარ­და, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც 2016 წლის სტა­ტის­ტი­კა შე­ა­ჯა­მა.

რო­გორც ჩო­გო­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლოს 6 350 825 სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რი ეწ­ვია, რაც 2015 წელ­თან შე­და­რე­ბით 449 731-ით მე­ტია. ( ზრდა+7.6%).

მი­სი­ვე თქმით, 2016 წელს 19%-ით გა­ი­ზარ­და იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­ურ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 სა­ა­თი და მეტი დაჰ­ყვეს და მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ 2 714 773 შე­ად­გი­ნა, რაც 432 802-ით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით.

ჩო­გო­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­ურ­თა სა­უ­კე­თე­სო ტოპ-ხუ­თე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი 1 523 075 (+9.3%), სომ­ხე­თი 1 496 246 (+1.9%), თურ­ქე­თი 1 254 089 (-9.9%), რუ­სე­თი 1 037 564 (+12.0%) და უკ­რა­ი­ნა 172 631 (+21.8%).

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­ურ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ პირ­ვე­ლად გა­და­ა­ჭარ­ბა მი­ლი­ონს. პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის კუ­თხით, იან­ვარ-დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ლატ­ვია +24%, ლიტ­ვა +16%, ჩე­ხე­თი +15%, ბულ­გა­რე­თი +12% და გერ­მა­ნია +11%. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი­დან ირა­ნი (+485%), ინ­დო­ე­თი (+199%), სა­უ­დის არა­ბე­თი (+116%), ფი­ლი­პი­ნე­ბი (+89%), ომა­ნი (+75%) და ჩი­ნე­თი (+46%)", - გა­ნა­ცხა­და ჩო­გო­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და შე­მო­სავ­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მი­დან. 2016 წლის სამი კვარტლის ჯა­მუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­მო­სა­ვა­ლი უცხო­უ­რი ტუ­რიზ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ად­გენს 1.7 მი­ლი­არდ (1 684 914 617) აშშ დო­ლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სა­ვა­ლი 2016 წლის სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბით 2 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

რო­გორც ჩო­გო­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, 2016 წლის სამი კვარტლის ჯა­მუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, წილ­მა მთლი­ან შიდა პრო­დუქ­ტში 7.3% შე­ად­გი­ნა. ზრდა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით +10.5%.

"2016 წლის თერ­თმე­ტი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბის მიერ უცხო­უ­რი სა­გა­დახ­დო ბა­რა­თე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ოპე­რა­ცი­ებ­მა 1 479 633 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით +10.1%-იანი ზრდა და­ფიქ­სირ­და", - გა­ნა­ცხა­და ჩო­გო­ვა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტურიზმის ადმინისტრაცია 2016 წელს საქართველოში ჩამოსული მოგზაურების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ტურიზმის ადმინისტრაცია 2016 წელს საქართველოში ჩამოსული მოგზაურების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7.6%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც 2016 წლის სტატისტიკა შეაჯამა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449 731-ით მეტია. ( ზრდა+7.6%).

მისივე თქმით, 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყვეს და მათმა რაოდენობამ 2 714 773 შეადგინა, რაც 432 802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.

ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 1 523 075 (+9.3%), სომხეთი 1 496 246 (+1.9%), თურქეთი 1 254 089 (-9.9%), რუსეთი 1 037 564 (+12.0%) და უკრაინა 172 631 (+21.8%).

„აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბრის პერიოდში გამოირჩეოდნენ ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანი (+485%), ინდოეთი (+199%), საუდის არაბეთი (+116%), ფილიპინები (+89%), ომანი (+75%) და ჩინეთი (+46%)", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1 684 914 617) აშშ დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.

,,2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 479 633 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი