სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საშუალოდ, რამდენი დახარჯეს თბილისელებმა საახალწლო სუფრისთვის
საშუალოდ, რამდენი დახარჯეს თბილისელებმა საახალწლო სუფრისთვის

მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის კომ­პა­ნია ACT-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­შუ­ა­ლოდ 250 ლა­რის და­ხარ­ჯვას აპი­რებ­და.

ACT-მ კვლე­ვა 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ა­ტა­რა, შე­დე­გე­ბი კი დე­კემ­ბერ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის გზით 400 ზრდას­რულ თბი­ლი­სის მო­სახ­ლეს შო­რის. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მო­ი­კი­თხნენ პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს სა­შუ­ა­ლე­ბით.

რო­გორც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, თბი­ლი­სის უმ­რავ­ლე­სო­ბა ახა­ლი წლის სა­ღა­მოს გა­ტა­რე­ბას სახ­ლში აპი­რებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას აპი­რებ­დნენ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის თბი­ლი­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლში ხვდე­ბოდ­ნენ ახალ წელს, გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ გო­ზი­ნაყს აუ­ცი­ლებ­ლად ამ­ზა­დებს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის.

ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო ტკბი­ლე­უ­ლის, გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბას კვლე­ვის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის 66% აპი­რებ­და, მთა­ვა­რი კერ­ძე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ცი­ვია (60%). შემ­წვა­რი გო­ჭის მომ­ზა­დე­ბას კი მხო­ლოდ 20% გეგ­მავ­და სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის (პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ჯამი ცდე­ბა 100-ს, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო რამ­დე­ნი­მე პა­სუ­ხის გა­ცე­მა).

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის სა­შუ­ა­ლოდ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ­მა თან­ხამ კი, კვლე­ვის თა­ნახ­მად, 250 ლარი შე­ად­გი­ნა (იხი­ლეთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა)

ფოტო: matthewpizza

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საშუალოდ, რამდენი დახარჯეს თბილისელებმა საახალწლო სუფრისთვის

საშუალოდ, რამდენი დახარჯეს თბილისელებმა საახალწლო სუფრისთვის

მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია ACT-ის კვლევის მიხედვით, საახალწლო სუფრისთვის თბილისის მოსახლეობა საშუალოდ 250 ლარის დახარჯვას აპირებდა.

ACT-მ კვლევა 2016 წლის ნოემბერში ჩაატარა, შედეგები კი დეკემბერში გამოაქვეყნა. გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის. კვლევაში მონაწილეები გამოიკითხნენ პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

როგორც კვლევამ აჩვენა, თბილისის უმრავლესობა ახალი წლის საღამოს გატარებას სახლში აპირებდა. რაც შეეხება იმას, თუ რა კერძების მომზადებას აპირებდნენ საახალწლო სუფრისთვის თბილისელები, რომლებიც სახლში ხვდებოდნენ ახალ წელს, გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ გოზინაყს აუცილებლად ამზადებს საახალწლო სუფრისთვის.

ქართული ტრადიციული საახალწლო ტკბილეულის, გოზინაყის მომზადებას კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 66% აპირებდა, მთავარი კერძებიდან ყველაზე პოპულარული საცივია (60%). შემწვარი გოჭის მომზადებას კი მხოლოდ 20% გეგმავდა საახალწლო სუფრისთვის (პროცენტული მაჩვენებლების ჯამი ცდება 100-ს, რადგან შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა).

საახალწლო სუფრისთვის საშუალოდ გათვალისწინებულმა თანხამ კი, კვლევის თანახმად, 250 ლარი შეადგინა (იხილეთ ინფოგრაფიკა)

ფოტო: matthewpizza

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი