ყველაზე მდიდრები საქართველოდან

ყველაზე მდიდრები საქართველოდან

ამ დროისთვის საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ ერთი მილიარდელი - ბიძინა ივანიშვილი ფიქსირდება. თუმცა "ფორბსის" 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა და წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი შვიდი პოზიციით დაქვეითდა.

ყოფილი პრემიერი მსოფლიოს მილიარდელებს შორის 298-ე პოზიციაზეა 4,8 მილიარდი დოლარის ქონებით. გასული წლის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 291-ე ადგილს იკავებდა 5,2 მილიარდი დოლარით. როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ძვირად დაუჯდა, რადგან 2012 წელს მისი ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2013 წელს კი საქართველოს პრემიერის ქონება 5,3 მილიარდი დოლარით შეფასდა.

"ფორბსი" ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს: "2015 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილმა რეკორდულ თანხად - 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით", მოგვიანებით კი ნახატი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. მისი შვილის, ბერას თანადგომით საქართველოში ახალი სატელევიზიო შოუ "2030" დაიწყო, რომელშიც თავად ივანიშვილი ხშირად ჩნდება".

ბიძინა ივანიშვილის გარდა, "ფორბსის" მილიარდელთა რეიტინგში კიდევ ერთი ქართული გვარი გვხვდება, თუმცა ის რეიტინგში არა საქართველოს, არამედ - რუსეთს წარმოადგენს. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი