სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალი ტაქსები თბილისში - როდიდან იმოძრავებენ ქალაქში ელექტრომობილი ტაქსები
ახალი ტაქსები თბილისში - როდიდან იმოძრავებენ ქალაქში ელექტრომობილი ტაქსები

ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, დე­და­ქა­ლაქ­ში ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი ტაქ­სე­ბის­თვის პარ­კი­რე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და პარ­კი­რე­ბის წეს­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და.

მუმ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი ტაქ­სე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც და­მუხ­ტვა სჭირ­დე­ბა და დე­და­ქა­ლაქ­ში ამ მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი გაჩ­ნდა, პარ­კი­რე­ბის პრო­ცე­სი ასე­ვე უფა­სო იქ­ნე­ბა და­მუხ­ტვის პრო­ცეს­შიც.

ამას­თან, მისი თქმით, დღე­ის­თვის თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე ერ­თე­უ­ლი ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა, ორმა კერ­ძო კომ­პა­ნი­ამ კი გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი ტაქ­სე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

მუმ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის მე­რია აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს და­ეხ­მა­რე­ბა ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა­ში, რო­მე­ლიც მათ იჯა­რით გა­და­ე­ცე­მა.

"იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი ტაქ­სე­ბის და­მუხ­ტვი­სათ­ვის ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლე­ბი გაჩ­ნდა, მო­თხოვ­ნა გაჩ­ნდა კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, მოხ­დეს ჩვე­ნი მხრი­დან ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა. შე­იქ­მნე­ბა ტაქ­სე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წე­ვენ მგზავ­რებს. ამის მო­თხოვ­ნა უკვე გაჩ­ნდა და ვმუ­შა­ობთ ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, არ­სე­ბობს კომ­პა­ნია "ჯინო ფე­რე­და­ი­სი", რო­მელ­მაც მო­მარ­თა მე­რი­ას, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა მოხ­და და გა­ნა­ცხა­დია შე­მო­ტა­ნი­ლი. კომ­პა­ნი­ას სურ­ვი­ლი აქვს იჯა­რით გა­და­ე­ცეს ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რათა ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჯინო ფე­რე­და­ი­სის" გარ­და მათ კომ­პა­ნია მ2-მაც მი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ახალი ტაქსები თბილისში - როდიდან იმოძრავებენ ქალაქში ელექტრომობილი ტაქსები

ახალი ტაქსები თბილისში - როდიდან იმოძრავებენ ქალაქში ელექტრომობილი ტაქსები

ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების წახალისების მიზნით, დედაქალაქში ელექტროძრავიანი ტაქსებისთვის პარკირება უფასო იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარკირების წესში ცვლილება შევიდა.

მუმლაძის განცხადებით, ელექტროძრავიანი ტაქსებისათვის, რომელთაც დამუხტვა სჭირდება და დედაქალაქში ამ მიზნით რამდენიმე ადგილი გაჩნდა, პარკირების პროცესი ასევე უფასო იქნება დამუხტვის პროცესშიც.

ამასთან, მისი თქმით, დღეისთვის თბილისში დაახლოებით 50-მდე ერთეული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებაა, ორმა კერძო კომპანიამ კი გამოთქვა სურვილი, ელექტროძრავიანი ტაქსებით მომსახურება განახორციელოს.

მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიებს დაეხმარება ადგილის შერჩევაში, რომელიც მათ იჯარით გადაეცემა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროძრავიანი ტაქსების დამუხტვისათვის ლოკაციის ადგილები გაჩნდა, მოთხოვნა გაჩნდა კომპანიების მხრიდან, მოხდეს ჩვენი მხრიდან ადგილების გამოყოფა. შეიქმნება ტაქსების კომპანიები, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ მგზავრებს. ამის მოთხოვნა უკვე გაჩნდა და ვმუშაობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, არსებობს კომპანია "ჯინო ფერედაისი", რომელმაც მომართა მერიას, რამდენიმე ადგილის შერჩევა მოხდა და განაცხადია შემოტანილი. კომპანიას სურვილი აქვს იჯარით გადაეცეს ეს ტერიტორიები, რათა ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებით განახორციელოს მგზავრთა მომსახურება", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

მისი ინფორმაციით, "ჯინო ფერედაისის" გარდა მათ კომპანია მ2-მაც მიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი