უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გამოჯანმრთელების დინამიკა დადებითია, თუმცა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესს სავარაუდოდ გრიპის ვირუსული ინფექცია აქვს გაციების ფონზე, რის გამოც პერიოდულად დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.

"პატრიარქი საპატრიარქოში იმყოფება და სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, რათა ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს. დინამიკა დადებითია. მდგომარეობა უმჯობესდება და სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ არის. ყოველთვის როდესაც ვირუსული ინფექციაა, პროფილაქტიკას ვაკეთებთ, რაიმე მოსალოდნელი გართულებები არ მოხდეს. ამიტომ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ცისანა შარტავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი