სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თვითმფრინავი ნაკუწებად დაიშალა, რადგან ჰაერშივე აფეთქდა" - რუსი ავიაექსპერტების ვერსიები სოჭის კატასტროფაზე
"თვითმფრინავი ნაკუწებად დაიშალა, რადგან ჰაერშივე აფეთქდა" - რუსი ავიაექსპერტების ვერსიები სოჭის კატასტროფაზე

სოჭ­ში და­კარ­გუ­ლი ლა­ი­ნე­რის მგზავ­რე­ბის ძებ­ნი­თი ღოს­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩაფ­რინ­და, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი "ტუ-154-ის" კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ნეშ­ტი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. ამ ეტაპ­ზე ნა­პოვ­ნია ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა 11 ცხე­და­რი, მათ­გან ერთი იდენ­ტი­ციფ­რე­ბა უკვე მოხ­და. და­ნარ­ჩე­ნი ცხედ­რე­ბის ამოც­ნო­ბის მიზ­ნით, მათი ნა­თე­სა­ვე­ბის­გან ექ­სპერ­ტე­ბი ბი­ო­მა­ტე­რი­ას იღე­ბენ.

ასე­ვე, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ლა­ი­ნე­რის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფი­სას და­ღუ­პულ ზო­გი­ერთ პირს სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტი ეცვა, უწყე­ბა აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჭორ­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას უწო­დებს.

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, "ტუ-154-ის" თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას მთლი­ა­ნად გა­მო­რი­ცხავს. ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა კა­ტას­ტრო­ფის გა­მომ­წვევ ოთხ ძი­რი­თად ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს; ესე­ნია, - ძრა­ვა­ში უცხო ობი­ექ­ტის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩი­ტე­ბის გუნ­დის მოხ­ვედ­რა, უხა­რის­ხო საწ­ვა­ვი, მფრი­ნა­ვის შეც­დო­მა და ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა...

თუმ­ცა, რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ძალ­ზე სა­ეჭ­ვოა ის ფაქ­ტი, რომ ოფი­ცი­ა­ლურ­მა უწყე­ბამ რა­ტომ­ღაც თა­ვი­დან­ვე გა­მო­რი­ცხა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე და­უ­წყო სა­უ­ბა­რი...

ან­დრეი კრას­ნო­პე­რო­ვი, მფრი­ნა­ვი-ინ­სტრუქ­ტო­რი:

- ასე­თი მკვეთ­რი და­ცე­მა, ასე ახლო მან­ძი­ლი­დან ხდე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც საფ­რენ ობი­ექ­ტში რა­ღაც ფეთ­ქდე­ბა... ეს კა­ტას­ტრო­ფა ძა­ლი­ან მა­გო­ნებს, შარმ-ეშ-შე­ი­ხის შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც რუსი ტუ­რის­ტე­ბით სავ­სე სა­მო­ქა­ლა­ქო ლა­ი­ნე­რი ჩა­მო­ვარ­და. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­ში­ნაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ტე­რაქ­ტის ვერ­სია, თუმ­ცა, შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნათ, რომ აფეთ­ქე­ბა მოხ­და ბორტზე... იმ ოთხი­ვე ვერ­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში, რა­ზეც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ასე თავ­გა­მო­დე­ბით გა­ნი­ხი­ლავს, მფრი­ნავს ძა­ლი­ან მშვი­დად შე­ეძ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა და სიგ­ნა­ლის მი­ღე­ბა, რაც არ მოხ­და... გარ­და ამი­სა, თვითმფრი­ნა­ვი ზღვა­ში მთელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო, ასე ნამ­სხვრე­ვე­ბად კი არ იქ­ცე­ო­და, ჩა­ი­ძი­რე­ბო­და და ამის შემ­დეგ და­იშ­ლე­ბო­და. ის კი ნა­კუ­წე­ბად და­ი­შა­ლა, რად­გან ჰა­ერ­ში­ვე აფეთ­ქდა. ნა­პოვ­ნია ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი, რო­მელ­საც თვითმფრი­ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სპე­ცი­ფი­უ­რი ჭრი­ლო­ბე­ბი ეტყო­ბა... ეს ყვლა­ფე­რი კი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ის ჰა­ერ­ში აფეთ­ქდა, ნამ­სხვრე­ვე­ბად და­ი­შა­ლა და შემ­დეგ ჩაც­ვივ­და ზღვა­ში... სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­ღა­ცამ იცო­და, რომ ავი­ა­ლა­ი­ნე­რი სი­რი­ა­ში მიფ­რი­ნავ­და და შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­ღაც მუ­სი­კოსს რო­მე­ლი­მე ინ­სტრუ­მენ­ტში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ჩა­უ­დეს...

ვა­დიმ ლუ­კა­შე­ვი­ჩი, ავი­ა­ექ­სპერ­ტი: - "ძა­ლი­ან ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს იმი­სა, რომ ლა­ი­ნე­რი ჰა­ერ­ში­ვე აფეთ­ქდა. თუ ეს ასეა, მა­შინ ეს იყო ტე­რაქ­ტი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, პი­ლო­ტი­რე­ბის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის გამო თვითმფრი­ნა­ვი ჰა­ერ­ში აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად, "შტო­პო­რი" უნდა გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნათ, ანუ სა­უ­ბა­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი ფრე­ნის რე­ჟიმ­ზე, რომ­ლის მოშ­ლაც ძა­ლი­ან რთუ­ლია... თა­ვი­დან­ვე სა­ეჭ­ვოდ მო­მეჩ­ვე­ნა, ის ფაქ­ტი, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­შინ­ვე, ვიდ­რე თუნ­დაც რა­ი­მე დე­ტა­ლი გა­ირ­კვე­ო­და, და­ი­წყო ტე­რაქ­ტის გა­მო­რი­ცხვა, - მან გა­ნა­ცხა­და, რომ "ტუ-154" მო­რა­ლუ­რად დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნაა.

რო­დე­საც სი­ნა­ი­ში "აირ­ბუ­სი" აა­ფეთ­ქეს, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო, რომ ეს იყო ტე­რაქ­ტი. დაზ­ვერ­ვაც იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ ის აა­ფეთ­ქეს, მაგ­რამ ჩვენ მთე­ლი ორი კვი­რა თავს ვი­სუ­ლე­ლებ­დით და რა­ღა­ცაც მი­ვედ-მო­ვე­დე­ბო­დით... ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ, თუ დამ­ტკიც­დე­ბა, რომ ეს არის ტე­რაქ­ტი, ეს არის პა­სუ­ხი ალე­პო­ზე. დღე­ვან­დე­ლი კონ­ტექ­სტის გა­მოც­ნო­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, მით უფრო, რომ წინ გვი­დევს თურ­ქეთ­ში ჩვე­ნი ელ­ჩის მკვლე­ლო­ბის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტიც... ასე­ვე, უკვე ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გი გვაქვს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში... რო­დე­საც ტექ­ნი­კურ გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ეს კი­თხვებს აჩენს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ აფ­რე­ნი­დან 7 წუთ­ში თვითმფრი­ნა­ვი საკ­მა­ოდ სი­მაღ­ლეს აღ­წევს, მაგ­რამ ის რომ პირ­და­პირ ჩა­მო­ვარ­დნი­ლი­ყო, მისი ნა­წი­ლე­ბი ამ­ხე­ლა რა­დი­უს­ზე ვერ გა­ი­ფან­ტე­ბო­და. ისი­ნი კი, ლა­ი­ნე­რის აფ­რე­ნის სი­მაღ­ლის­თვის სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო მან­ძილ­ზეა გა­ფან­ტუ­ლი...

კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც, ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა სა­ფუძ­ველსმოკ­ლე­ბუ­ლია, - რა­ტომ მოძ­ვრა თვითმფრი­ნავს "შასი?" (თვითმფრი­ნა­ვის ბორ­ბლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა აე­როდ­რომ­ზე მოძ­რა­ო­ბის­თვის, ასაფ­რე­ნად და და­საჯ­დო­მად) ის მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოს­ძვრეს, თუკი პი­ლო­ტი გა­და­წყვეტ­და დაჯ­დო­მას და მის "აწე­ვას" ვერ მო­ას­წრებ­და. თუმ­ცა, 7 წუთი საკ­მა­რი­სი დროა და შე­სა­ბა­მი­სად, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, მფრი­ნა­ვებს მისი "აწე­ვა" ვერ შეს­ძლე­ბო­დათ. თუ შასი აკე­ცი­ლი არ ექ­ნე­ბო­დათ, ისი­ნი ამას დის­პე­ჩერს შე­ა­ტყო­ბი­ნებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა, ძრავ­ში ჩი­ტე­ბის გუნ­დის, მოხ­ვედ­რას - ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, მწყობ­რი­დან ერ­თდრო­უ­ლად ორი-სამი ძრა­ვი გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ისი­ნი იმ დის­ტან­ცი­ა­ზე მიფ­რი­ნავ­დნენ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო ნამ­დვი­ლად ჰქონ­დათ" - გან­მარ­ტავს ავი­აქსპერ­ტი.

ლალი პა­პას­კი­რი

ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თვითმფრინავი ნაკუწებად დაიშალა, რადგან ჰაერშივე აფეთქდა" - რუსი ავიაექსპერტების ვერსიები სოჭის კატასტროფაზე

"თვითმფრინავი ნაკუწებად დაიშალა, რადგან ჰაერშივე აფეთქდა" - რუსი ავიაექსპერტების ვერსიები სოჭის კატასტროფაზე

სოჭში დაკარგული ლაინერის მგზავრების ძებნითი ღოსძიებები გრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელიც რუსული თვითმფრინავი "ტუ-154-ის" კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ნეშტითაა დატვირთული. ამ ეტაპზე ნაპოვნია ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა 11 ცხედარი, მათგან ერთი იდენტიციფრება უკვე მოხდა. დანარჩენი ცხედრების ამოცნობის მიზნით, მათი ნათესავებისგან ექსპერტები ბიომატერიას იღებენ.

ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ლაინერის ავიაკატასტროფისას დაღუპულ ზოგიერთ პირს სამაშველო ჟილეტი ეცვა, უწყება აღნიშნულ ინფორმაციას ჭორსა და დეზინფორმაციას უწოდებს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, "ტუ-154-ის" თვითმფრინავის ბორტზე ტერორისტულ თავდასხმას მთლიანად გამორიცხავს. ფედერალური გამოძიება კატასტროფის გამომწვევ ოთხ ძირითად ვერსიაზე მუშაობს; ესენია, - ძრავაში უცხო ობიექტის, სავარაუდოდ, ჩიტების გუნდის მოხვედრა, უხარისხო საწვავი, მფრინავის შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა...

თუმცა, რუსი სამხედრო ექსპერტებისა და სპეციალისტების თქმით, ძალზე საეჭვოა ის ფაქტი, რომ ოფიციალურმა უწყებამ რატომღაც თავიდანვე გამორიცხა ტერორისტული აქტი და დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციაზე დაუწყო საუბარი...

ანდრეი კრასნოპეროვი, მფრინავი-ინსტრუქტორი:

- ასეთი მკვეთრი დაცემა, ასე ახლო მანძილიდან ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრენ ობიექტში რაღაც ფეთქდება... ეს კატასტროფა ძალიან მაგონებს, შარმ-ეშ-შეიხის შემთხვევას, როდესაც რუსი ტურისტებით სავსე სამოქალაქო ლაინერი ჩამოვარდა. რუსეთის ხელისუფლებამ მაშინაც კატეგორიულად უარყო ტერაქტის ვერსია, თუმცა, შემდეგ იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ აფეთქება მოხდა ბორტზე... იმ ოთხივე ვერსიის შემთხვევაში, რაზეც ხელმძღვანელობა ასე თავგამოდებით განიხილავს, მფრინავს ძალიან მშვიდად შეეძლო ინფორმაციის გადაცემა და სიგნალის მიღება, რაც არ მოხდა... გარდა ამისა, თვითმფრინავი ზღვაში მთელ მდგომარეობაში რომ ჩავარდნილიყო, ასე ნამსხვრევებად კი არ იქცეოდა, ჩაიძირებოდა და ამის შემდეგ დაიშლებოდა. ის კი ნაკუწებად დაიშალა, რადგან ჰაერშივე აფეთქდა. ნაპოვნია ადამიანის ცხედარი, რომელსაც თვითმფრინავის ნამსხვრევებისგან მიყენებული, სპეციფიური ჭრილობები ეტყობა... ეს ყვლაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ჰაერში აფეთქდა, ნამსხვრევებად დაიშალა და შემდეგ ჩაცვივდა ზღვაში... სავარაუდოდ, ვიღაცამ იცოდა, რომ ავიალაინერი სირიაში მიფრინავდა და შესაძლოა, რომელიღაც მუსიკოსს რომელიმე ინსტრუმენტში ასაფეთქებელი ჩაუდეს...

ვადიმ ლუკაშევიჩი, ავიაექსპერტი: - "ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ლაინერი ჰაერშივე აფეთქდა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს იყო ტერაქტი. შეუძლებელია, პილოტირების დროს დაშვებული შეცდომის გამო თვითმფრინავი ჰაერში აფეთქებულიყო. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, "შტოპორი" უნდა გაეფუჭებინათ, ანუ საუბარია, განსაკუთრებით კრიტიკული ფრენის რეჟიმზე, რომლის მოშლაც ძალიან რთულია... თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა, ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მაშინვე, ვიდრე თუნდაც რაიმე დეტალი გაირკვეოდა, დაიწყო ტერაქტის გამორიცხვა, - მან განაცხადა, რომ "ტუ-154" მორალურად დაძველებული მანქანაა.

როდესაც სინაიში "აირბუსი" ააფეთქეს, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ეს იყო ტერაქტი. დაზვერვაც იტყობინებოდა, რომ ის ააფეთქეს, მაგრამ ჩვენ მთელი ორი კვირა თავს ვისულელებდით და რაღაცაც მივედ-მოვედებოდით... ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუ დამტკიცდება, რომ ეს არის ტერაქტი, ეს არის პასუხი ალეპოზე. დღევანდელი კონტექსტის გამოცნობა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ წინ გვიდევს თურქეთში ჩვენი ელჩის მკვლელობის სამწუხარო ფაქტიც... ასევე, უკვე ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს თავდაცვის სამინისტროში... როდესაც ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობენ, ეს კითხვებს აჩენს, თუნდაც იმიტომ, რომ აფრენიდან 7 წუთში თვითმფრინავი საკმაოდ სიმაღლეს აღწევს, მაგრამ ის რომ პირდაპირ ჩამოვარდნილიყო, მისი ნაწილები ამხელა რადიუსზე ვერ გაიფანტებოდა. ისინი კი, ლაინერის აფრენის სიმაღლისთვის სრულიად შეუსაბამო მანძილზეა გაფანტული...

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ტექნიკური გაუმართობის დასახელება საფუძველსმოკლებულია, - რატომ მოძვრა თვითმფრინავს "შასი?" (თვითმფრინავის ბორბლები, რომლებიც საჭიროა აეროდრომზე მოძრაობისთვის, ასაფრენად და დასაჯდომად) ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოსძვრეს, თუკი პილოტი გადაწყვეტდა დაჯდომას და მის "აწევას" ვერ მოასწრებდა. თუმცა, 7 წუთი საკმარისი დროა და შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია, მფრინავებს მისი "აწევა" ვერ შესძლებოდათ. თუ შასი აკეცილი არ ექნებოდათ, ისინი ამას დისპეჩერს შეატყობინებდნენ. რაც შეეხება, ძრავში ჩიტების გუნდის, მოხვედრას - ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მწყობრიდან ერთდროულად ორი-სამი ძრავი გამოვიდეს, მაგრამ ისინი იმ დისტანციაზე მიფრინავდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ნამდვილად ჰქონდათ" - განმარტავს ავიაქსპერტი.

ლალი პაპასკირი

ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე