სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შვილი გადამირჩინა..." - რას წერს ქიბარ ხალვაში გარდაცვლილი ქირურგის შესახებ
"შვილი გადამირჩინა..." - რას წერს ქიბარ ხალვაში გარდაცვლილი ქირურგის შესახებ

55 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი ექი­მი, მუც­ლის ღრუს ქი­რურ­გი მე­რაბ კი­ლა­ძე. ქი­რურ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ქი­ბარ ხალ­ვა­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მთე­ლი ოჯა­ხით მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ მე­რაბ კი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო..

ჩემი მა­თეს ნათ­ლია იყო, ყვე­ლა­ზე კარ­გი ადა­მი­ნი და ყვე­ლა­ზე კარ­გი ქარ­თვე­ლი, ვი­საც მე ჩემს არც თუ ისე ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა­ში შევ­ხვედ­რი­ვარ. სულ რა­ღაც გუ­შინ მან ტკბი­ლად მო­უ­ლო­ცა თა­ვის ნათ­ლულს და­ბა­დე­ბის დღე და უსურ­ვა სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი. ვე­ლო­დე­ბით შენს დიდ წარ­მა­ტე­ბებ­სო.

არ შე­მიძ­ლია რომ არ გა­ვიხ­სე­ნო მისი სი­კე­თე და ჩვე­ნი ნა­თელ­მი­რო­ნო­ბის ის­ტო­რია. 2003 წლის ზა­ფხულ­ში, ჩემს ცოლს, რო­მე­ლიც მა­თე­ზე ფეხ­მძი­მედ იყო და ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­ურ­თულ­და ნაღ­ვლის ბუშ­ტი. იმ დროს მე აჭა­რა­ში ვერ ჩავ­დი­ო­დი იქ შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო. თბი­ლის­ში მი­მო­ვი­კი­თხე ვინ არის კარ­გი ექი­მი თქო და მე­რაბ კი­ლა­ძე მი­მას­წავ­ლეს. მი­ვა­კი­თხე ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, ვერ ჩავ­დი­ვარ და ვერ ჩა­მომ­ყავს-მეთ­ქი. პირ­ვე­ლად მყავ­და ნა­ნა­ხი ეგ ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ჩემი გა­ჭირ­ვე­ბა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა, იმ დღეს­ვე ჩა­ა­ლა­გა თა­ვი­სი ხელ­სა­წყო­ე­ბი ჩე­მო­დან­ში და წა­ვი­და ბა­თუმ­ში. ჩემი ცოლი ალ­ბათ არ იყო გან­წი­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მაგ­რამ შვი­ლი კი ნამ­დვი­ლად გა­და­მირ­ჩი­ნა. მან ოპე­რა­ცია აჭა­რის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­ა­ტა­რა. იქვე მე­ო­რე ქალ­ბა­ტო­ნი იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­და­დე­ბუ­ლი. ის ქა­ლიც სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა. (ფო­თი­დან იყ­ვნენ და თუ მის ახ­ლობ­ლე­ბი­დან ვინ­მე ამ სტა­ტუსს წა­ი­კი­თხავს და­მე­თან­ხმე­ბა).

ამის შემ­დეგ დე­კემ­ბერ­ში და­ი­ბა­და მათე, რომ­ლის ნათ­ლი­აც მე­რა­ბი გახ­და და სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვა­ში დიდი როლი ითა­მა­შა.

შენ ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს და არ გა­და­ვა­მა­ტებ, თუ ვი­ტყვი, რომ ამ სამ­ყა­რო­საც.

ღმერ­თმა აცხო­ნოს შენი სული მე­რაბ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"შვილი გადამირჩინა..." - რას წერს ქიბარ ხალვაში გარდაცვლილი ქირურგის შესახებ

"შვილი გადამირჩინა..." - რას წერს ქიბარ ხალვაში გარდაცვლილი ქირურგის შესახებ

55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, მუცლის ღრუს ქირურგი მერაბ კილაძე. ქირურგის გარდაცვალებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქიბარ ხალვაში ეხმაურება.

"მთელი ოჯახით მწუხარებას გამოვთქვამთ მერაბ კილაძის გარდაცვალების გამო..

ჩემი მათეს ნათლია იყო, ყველაზე კარგი ადამინი და ყველაზე კარგი ქართველი, ვისაც მე ჩემს არც თუ ისე ხანმოკლე ცხოვრებაში შევხვედრივარ. სულ რაღაც გუშინ მან ტკბილად მოულოცა თავის ნათლულს დაბადების დღე და უსურვა საუკეთესო სურვილები. ველოდებით შენს დიდ წარმატებებსო.

არ შემიძლია რომ არ გავიხსენო მისი სიკეთე და ჩვენი ნათელმირონობის ისტორია. 2003 წლის ზაფხულში, ჩემს ცოლს, რომელიც მათეზე ფეხმძიმედ იყო და ბათუმში იმყოფებოდა, ძალიან გაურთულდა ნაღვლის ბუშტი. იმ დროს მე აჭარაში ვერ ჩავდიოდი იქ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო. თბილისში მიმოვიკითხე ვინ არის კარგი ექიმი თქო და მერაბ კილაძე მიმასწავლეს. მივაკითხე ავუხსენი სიტუაცია, ვერ ჩავდივარ და ვერ ჩამომყავს-მეთქი. პირველად მყავდა ნანახი ეგ ადამიანი, მაგრამ ჩემი გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანა, იმ დღესვე ჩაალაგა თავისი ხელსაწყოები ჩემოდანში და წავიდა ბათუმში. ჩემი ცოლი ალბათ არ იყო განწირულ სიტუაციაში, მაგრამ შვილი კი ნამდვილად გადამირჩინა. მან ოპერაცია აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაატარა. იქვე მეორე ქალბატონი იყო საავადმყოფოში სასიკვდილოდ გადადებული. ის ქალიც სიკვდილისგან იხსნა. (ფოთიდან იყვნენ და თუ მის ახლობლებიდან ვინმე ამ სტატუსს წაიკითხავს დამეთანხმება).

ამის შემდეგ დეკემბერში დაიბადა მათე, რომლის ნათლიაც მერაბი გახდა და სახელის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა.

შენ ძალიან დააკლდები საქართველოს და არ გადავამატებ, თუ ვიტყვი, რომ ამ სამყაროსაც.

ღმერთმა აცხონოს შენი სული მერაბ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს