სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ომბუდსმენი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
ომბუდსმენი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის სა­ვა­რა­უ­დო ცე­მის ფაქ­ტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­ე­სალ­მე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­ჩერ­და.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას, ჩა­ა­ტა­როს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, სრუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის სა­ხელს ამო­ფა­რე­ბუ­ლი ახორ­ცი­ე­ლებს ძა­ლა­დო­ბას, ლა­ხავს ადა­მი­ა­ნის პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას, აყე­ნებს ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

ომ­ბუდსმე­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა 2016 წლის 18 დე­კემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" ჟურ­ნა­ლის­ტის გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის სა­ვა­რა­უ­დო ცე­მის ფაქტს. მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მელ­მა მ.ხ.-მ და მის­მა ორმა თან­მხლებ­მა პირ­მა, რომ­ლე­ბიც არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ბორ­ჯომ­ში, სას­ტუმ­რო "ბორ­ჯო­მი კრო­უნ პლა­ზას" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გას­ვი­ანს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის 19 დე­კემ­ბერს, შსს-ს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში, სსიპ 112-დან მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის (ძა­ლა­დო­ბის) პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, თუმ­ცა საქ­მე შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით გა­და­ე­ცა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს და საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტი (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ, ძა­ლა­დო­ბით ან ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით).

მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­ჩერ­და. სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­აჩ­ნია, რომ თუკი არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი ანდა კონ­კრე­ტუ­ლი პირი უთი­თებს, რომ პო­ლი­ცი­ელ­მა მის მი­მართ ჩა­ი­დი­ნა ძა­ლა­დო­ბა, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა უნდა იყოს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა. ამი­ტო­მაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­ე­სალ­მე­ბა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­თვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხია. აპა­რა­ტის წარ­მო­ე­ბა­შია არა­ერ­თი საქ­მე, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა და შე­საძ­ლოა ვლინ­დე­ბო­დეს არა­სა­თა­ნა­დო და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ჭი­ა­ნურ­დე­ბა და არა­ე­ფექ­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხოლო, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თა, ჭი­ა­ნურ­დე­ბა საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვაც.

იმი­სათ­ვის, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და არ არ­სე­ბობ­დეს გან­ცდა, თით­ქოს მათ მიერ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა და ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით გა­მოვ­ლი­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ბა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას, ჩა­ა­ტა­როს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, სრუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის სა­ხელს ამო­ფა­რე­ბუ­ლი ახორ­ცი­ე­ლებს ძა­ლა­დო­ბას, ლა­ხავს ადა­მი­ა­ნის პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას, აყე­ნებს ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას", - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცველს ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გას­ვი­ა­ნის მტკი­ცე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ორ პირ­თან ერ­თად გა­უს­წორ­და, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ომბუდსმენი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება და ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც სამართალდამცველის სახელს ამოფარებული ახორციელებს ძალადობას, ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტის გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მ.ხ.-მ და მისმა ორმა თანმხლებმა პირმა, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ბორჯომში, სასტუმრო "ბორჯომი კროუნ პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტ გიორგი გასვიანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 19 დეკემბერს, შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობის) პირველი ნაწილით, თუმცა საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუკი არსებობს ვარაუდი ანდა კონკრეტული პირი უთითებს, რომ პოლიციელმა მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, გამოძიების დასრულებამდე მისი უფლებამოსილების შეჩერება უნდა იყოს დამკვიდრებული პრაქტიკა. ამიტომაც სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

მსგავსი შემთხვევების გამოძიების მონიტორინგი სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. აპარატის წარმოებაშია არაერთი საქმე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ძალადობას ეხება და შესაძლოა ვლინდებოდეს არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. სამწუხაროდ, ხშირად მსგავსი საქმეების გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურად მიმდინარეობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი საქმე სასამართლოში წარიმართა, ჭიანურდება საქმის სასამართლოში განხილვაც.

იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და არ არსებობდეს განცდა, თითქოს მათ მიერ კანონის დარღვევა და ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება ადეკვატური რეაგირების მიღმა დარჩება, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება და ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც სამართალდამცველის სახელს ამოფარებული ახორციელებს ძალადობას, ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ტელეკომპანია "იბერიას" წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."