სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დათა ახალაია და გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ დამნაშავედ სცნო
დათა ახალაია და გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ დამნაშავედ სცნო

კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი დათა ახა­ლა­ია და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გია დგე­ბუ­ა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "მას­ტე­რა" სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო.

გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ცხად­და. მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა - გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბას, სა­სა­მარ­თლომ ის გა­ა­მარ­თა. გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შე­სა­ბა­მი­სად, გია დგე­ბუ­ა­ძეს "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხით 9 წლით­თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, ასე­ვე 2 წლით აეკ­რძა­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა.

გია დგე­ბუ­ა­ძეს პა­ტიმ­რო­ბის ვა­და­ში ჩა­ეთ­ვლე­ბა სა­ექ­სტრა­და­ციო პა­ტიმ­რო­ბის ვადა და ასე­ვე წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის ვადა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როს დათა ახა­ლა­ი­ას, სა­სა­მარ­თლომ მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში გა­ა­მარ­თლა, გან­ზრახ მკვე­ლო­ბის ბრალ­ში კი დამ­ნა­შა­ვედ სცნო და "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ 12 წლით წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მა­საც ასე­ვე 2 წლით აეკ­რძა­ლა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს ბრა­ლად 2006 წლის 12 იან­ვარს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის: შოთა გორ­გა­ძის, მა­რად არ­თმე­ლა­ძი­სა და რო­მან სურ­მა­ნი­ძის წი­ნას­წარ და­გეგ­მილ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა ედე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, დათა ახა­ლა­ი­ამ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი შოთა გორ­გა­ძის, ხოლო გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ რო­მან სურ­მა­ნი­ძის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის 22 მარტს გან­ხორ­ცი­ელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დათა ახალაია და გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ დამნაშავედ სცნო

დათა ახალაია და გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ დამნაშავედ სცნო

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

გადაწვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა - გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას, სასამართლომ ის გაამართა. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, გია დგებუაძეს "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლითთავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

გია დგებუაძეს პატიმრობის ვადაში ჩაეთვლება საექსტრადაციო პატიმრობის ვადა და ასევე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა.

რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას, სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა, განზრახ მკველობის ბრალში კი დამნაშავედ სცნო და "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ 12 წლით წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც ასევე 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავება.

გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის: შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ნიდერლანდებიდან საქართველოში 2016 წლის 22 მარტს განხორციელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ