პარტნიორები:

    გიორგი მღებრიშვილი - თუ გადახედავთ ჩემს ე.წ. ბეგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ჩემს რომელიმე თანამშრომელს ოდესმე სუბიექტურად გადავეფარე

    გიორგი მღებრიშვილი - თუ გადახედავთ ჩემს ე.წ. ბეგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ჩემს რომელიმე თანამშრომელს ოდესმე სუბიექტურად გადავეფარე

    ის, რასაც ჟურნალისტი ამბობს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გველესიანის ცემის შესახებ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

    როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, თუ საჭირო იქნება და თუ დადასტურდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიციელი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლდება და მის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

    "როდესაც ის ადამიანი არღვევს კანონს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და სხვებს უნდა მოუწოდებდეს წესრიგისკენ, ამ შემთხვევაში მას კანონი უმკაცრესად დასჯის. მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ თქვენ გადახედავთ ჩემს ე.წ. ბეგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ოდესმე ჩემს რომელიმე თანამშრომელს სუბიექტურად გადავეფარე და ხელი შევუწყვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვაში", - განაცხადა მღებრიშვილმა.

    მინისტრის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო და ახლა გადაწყდება ძიებას პროკურატურა გააგრძელებს თუ გენერალური ინსპექცია.

    "ერთი შემიძლია ცალსახად ვთქვა: თუკი დადასტურდა ჟურნალისტის მიერ მიცემული ჩვენება, პოლიციელი უმკაცრესად დაისჯება. ამის გარანტიას მე გაძლევთ", - აღნიშნა მღებრიშვილმა.

    ტელეკომპანია "იბერიას" წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ