საახალწლო დეკორი საკუთარი ხელით

საახალწლო დეკორი საკუთარი ხელით

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა და დროა, სახლის მორთვაზე დაიწყოთ ზრუნვა. რა თქმა უნდა, მაღაზიაში ყველა სათამაშოსა და მოსართავის ყიდვა შეიძლება, მაგრამ საკუთარი ხელით დამზადებული ორიგინალური ნივთები უკეთესია და თანხის დაზოგვასაც შეძლებთ.

თოვლის პაპა წინდისგან

წინდისგან აი, ასეთ საყვარელ თოვლის პაპას გააკეთებთ. დაგჭირდებათ თეთრი წინდა, ნაჭრის ლენტი, რამდენიმე მძივი, ღილი და ბრინჯი მის დასატენად. წინდას ძირი მოაჭერით, მეორე მხარე გადაკერეთ, მიღებულ ტომარას რეზინი ორ ადგილად მოუჭირეთ, რომ ერთი დიდი ბურთი მიიღოთ, მეორე - პატარა. წინდის ზედა ნაწილი ოდნავ მოადუნეთ და მასში ჩაყარეთ ბრინჯი, ახლა ქვედა რეზინაც მოადუნეთ, რათა ბრინჯმა იქაც ჩააღწიოს. ზედა გუნდას თვალები და ცხვირი მძივებისგან გაუკეთეთ. მოახვიეთ შარფი და მიაკერეთ ღილები. წინდის მოჭრილი ნაწილისგან კი თოვლის პაპისთვის თანამედროვე ქუდი გამოგივათ.

სურნელოვანი ნაძვის ხეები

დარიჩინის ჩხირს რამდენიმე ხელოვნური ნაძვის ხის ტოტი (პატარა, საშუალო და დიდი ზომის) თანმიმდევრულად მიაწებეთ. ზემოდან კი ფერადი ღილებით გააფორმეთ. ნაძვის ხე სახლს გაგილამაზებთ, დარიჩინი კი ჰაერში სასიამოვნო არომატის დაატრიალებს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს