სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს
შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს

შსს ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის შე­ძე­ნას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცა­და.

რო­გორც ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლის პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რით აღ­ჭურ­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ 2018 წლის ბო­ლოს­თვის მოხ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც შსს-ში საქ­მის წარ­მო­ე­ბა სრუ­ლად ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ზე გა­და­ვა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად პლან­შე­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, უკვე არ­სე­ბობს ელექტრო­ნუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც 112-ში შე­სუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში შე­სუ­ლი სა­ჩი­ვა­რი, თუ პო­ლი­ცი­ის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვა ვარ­დე­ბა. პრო­ექ­ტი ამ­ჟა­მად სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში სამ წერ­ტილ­ში გორ­ში, რუს­თავ­სა და თბი­ლი­სის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში, კერ­ძოდ დი­დუ­ბე­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე აღ­ნიშ­ნავს თე­ბერ­ვლი­დან შსს რამ­დე­ნი­მე რა­ი­ო­ნის და­მა­ტე­ბას გეგ­მავს.

რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტა ელექტრო­ნუ­ლი პროგ­რა­მის თა­ნახ­მად, მას შემ­დეგ რაც შე­ტყო­ბი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის შიდა სა­მუ­შაო სის­ტე­მა­ში და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად იღებს ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე და იწყებს რე­ა­გი­რე­ბას. პროგ­რა­მას თან ერ­თვის რუკა, სა­დაც ჩანს რა სა­ხის მოქ­მე­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან.

"ანუ ჩვენ მარ­ტო ის კი არ გვე­ცო­დი­ნე­ბა რა მოხ­და დღეს, არა­მედ რე­ა­ლურ დრო­ში ვუ­ყუ­რებთ სად, რამ­დე­ნი საქ­მე და რე­ა­გი­რე­ბის რა რე­ჟი­მი გვაქვს. ჩვენს თავს შე­ვა­ფა­სებთ არამ­ხო­ლოდ იმით, თუ რამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი მოგ­ვიხ­და, არა­მედ იმით, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად მო­ვახ­დი­ნეთ რე­ა­გი­რე­ბა, რას აკე­თებს ის ხალ­ხი, ვინც კონ­კრე­ტულ რა­ი­ონ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­უ­ბა­რი მაქვს პო­ლი­ცი­ა­ზე. ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის ცენ­ტრი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამის ყო­ველ­დღი­ურ ანა­ლიზ­ზე", - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტა, ამ პროგ­რა­მის სა­შა­უ­ლე­ბით ასე­ვე მოხ­დე­ბა იმ ინ­ცი­დენ­ტე­ბის სიხ­ში­რის გა­მოთ­ვლა, რო­მელ­ზეც პო­ლი­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბა უწევს, თუმ­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს არ წარ­მო­ად­გენს. მისი თქმით, ამის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ი­გეგ­მებ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ყვე­ლაფ­რის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის შექ­მნაა.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს

შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს

შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ყველა პოლიციელის პლანშეტური კომპიუტერით აღჭურვა სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოსთვის მოხდება, რის შემდეგაც შსს-ში საქმის წარმოება სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადავა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად პლანშეტების შერჩევა მიმდინარეობს.

როგორც ხუციშვილმა განაცხადა, უკვე არსებობს ელექტრონული პროგრამა, რომელშიც 112-ში შესული ნებისმიერი შეტყობინება, პოლიციაში შესული საჩივარი, თუ პოლიციის მიერ დაფიქსირებული დარღვევა ვარდება. პროექტი ამჟამად საპილოტე რეჟიმში სამ წერტილში გორში, რუსთავსა და თბილისის ერთ-ერთ რაიონში, კერძოდ დიდუბეში ხორციელდება, თუმცა როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს თებერვლიდან შსს რამდენიმე რაიონის დამატებას გეგმავს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა ელექტრონული პროგრამის თანახმად, მას შემდეგ რაც შეტყობინება პოლიციის შიდა სამუშაო სისტემაში დარეგისტრირდება, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ავტომატურად იღებს ამ შეტყობინებას მობილურ მოწყობილობაზე და იწყებს რეაგირებას. პროგრამას თან ერთვის რუკა, სადაც ჩანს რა სახის მოქმედება ხორციელდება პოლიციის მხრიდან.

"ანუ ჩვენ მარტო ის კი არ გვეცოდინება რა მოხდა დღეს, არამედ რეალურ დროში ვუყურებთ სად, რამდენი საქმე და რეაგირების რა რეჟიმი გვაქვს. ჩვენს თავს შევაფასებთ არამხოლოდ იმით, თუ რამდენი დანაშაული მოგვიხდა, არამედ იმით, თუ რამდენად სწრაფად მოვახდინეთ რეაგირება, რას აკეთებს ის ხალხი, ვინც კონკრეტულ რაიონში იმყოფება, საუბარი მაქვს პოლიციაზე. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი პასუხისმგებელი იქნება ამის ყოველდღიურ ანალიზზე", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ამ პროგრამის საშაულებით ასევე მოხდება იმ ინციდენტების სიხშირის გამოთვლა, რომელზეც პოლიციას რეაგირება უწევს, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამის საშუალებით დაიგეგმებ პრევენციული ზომები. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის შექმნაა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ