სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
არავის ანდოთ პირადი მონაცემები! - როგორ გამოიტანა მამაკაცმა თანამშრომლის პირადობით ონლაინსესხები
არავის ანდოთ პირადი მონაცემები! - როგორ გამოიტანა მამაკაცმა თანამშრომლის პირადობით ონლაინსესხები

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი 50 წლის ნინო გუ­რაშ­ვი­ლია, რომ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მაც მისი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლა და ქალს ვა­ლე­ბი და­ა­დო.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ონ­ლა­ინ­სეს­ხის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა თა­ნამ­შრო­მელ ბიჭს სთხო­ვა და სწო­რედ მა­შინ გა­ან­დო მას ყვე­ლა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მი:

"ფული სას­წრა­ფოდ დამ­ჭირ­და, ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, ონ­ლა­ინ­სეს­ხი ამე­ღო. მე ვუ­თხა­რი რომ ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბით არა­სო­დეს მი­სარ­გებ­ლია და აღე­ბა არ ვი­ცო­დი, მან კი შე­მომ­თა­ვა­ზა მის­თვის მეთ­ქვა ჩემი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი და სეს­ხის აღე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. ჩემი პი­რა­დი ნო­მე­რიც მე თა­ვად ჩა­ვა­წე­რი­ნე, "თი-ბი-სი ბან­კის" ბა­რა­თის ნო­მე­რიც, სა­დაც აღე­ბუ­ლი თან­ხა უნდა ჩა­რი­ცხუ­ლი­ყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვა­წე­რი­ნე" - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი, თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მე­ლიც სეს­ხის აღე­ბა­ში და­ეხ­მა­რა ქალს, მისი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­კუ­თა­რი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა ისე, რომ ნინო გუ­რაშ­ვილს ამის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და. ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მა­შინ აღ­მოჩ­ნდა, როცა ერთ-ერთი ონ­ლა­ინ­სეს­ხის კომ­პა­ნი­ი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ და უთხრეს, რომ მის სა­ხელ­ზე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ირი­ცხე­ბო­და, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ უნდა და­ე­ფა­რა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი "შავ სი­ა­ში" აღ­მოჩ­ნდე­ბო­და.

ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გა­არ­კვია, რომ მისი სა­ბან­კო ამო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით თა­ნამ­შრო­მე­ლი ფუ­ლა­დი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის მო­პა­რულ ან­გა­რი­შის ნო­მერს იყე­ნებ­და, მას­ზე რი­ცხავ­და ონ­ლა­ინ­სეს­ხი­დან დამ­ტკი­ცე­ბულ სეს­ხებს და აქე­დან­ვე რი­ცხავ­და თან­ხას ერთ-ერთი ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს მი­სა­მარ­თზე. AMBEBI.GE და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­საც და­უ­კავ­შირ­და. ის ადას­ტუ­რებს, რომ ნინო გუ­რაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე სეს­ხი მარ­თლაც გა­მო­ი­ტა­ნა და ერ­თთვი­ა­ნი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ მის და­ფარ­ვას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებს:

"რა­ღა­ცა­ში დამ­ჭირ­და, გა­ვი­ჭე­დე, არ შე­ვუქ­მნი პრობ­ლე­მას და გა­ვუ­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. მაგ­რამ მთლი­ა­ნად ვერ გა­და­ვიხ­დი, ნელ-ნელა გა­ვუ­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, ისე გა­ვა­კე­თებ, რომ პრობ­ლე­მა არ შე­ვუქ­მნა. აი, რა­ღა­ცებს ვე­ლო­დე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ერ­თი­ა­ნად მო­მი­წი­ოს ყვე­ლაფ­რის გა­დახ­და. მეც არ მინ­და, რომ პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას", - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ტა­რი­ე­ლა­ძე ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას გა­ნი­ხი­ლავს და მო­ქა­ლა­ქე­ებს შემ­დეგ რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს:

"და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თა­ვი­სი ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ან­დო სხვა პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ი­მახ­სოვ­რა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი შემ­დეგ ახ­დენ­და თან­ხის აღე­ბას ამ ან­გა­რიშ­ზე და ამ ან­გა­რი­ში­დან თა­ვის პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის მოხ­მა­რე­ბას. ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი იმას, რომ აქ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­უ­ბა­რი იყოს სეს­ხის გამ­ცე­მი კომ­პა­ნი­ის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე, პი­რა­დი ინ­ტერ­ნეტ­ბან­კი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბაა, მას­ზე მათ გა­აჩ­ნი­ათ უფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს და­ცუ­ლი, არის და­ცუ­ლი კი­დე­ვაც და მისი გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან ადა­მი­ა­ნებ­მა თავი უნდა შე­ი­კა­ვონ, იმი­ტომ რომ პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის სხვა პი­რის­თვის გა­და­ცე­მა რაც არ უნდა სან­დოდ მიგ­ვაჩ­ნდეს ეს ადა­მი­ა­ნი, შე­ი­ცავს იმის რისკს რომ ის ადა­მი­ა­ნი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ისარ­გებ­ლებს.

სეს­ხის გამ­ცე­მი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­შე ეს ადა­მი­ა­ნი არის ვალ­დე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ სეს­ხის გამ­ცემ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა არ იცოდ­ნენ და არც შე­იძ­ლე­ბო­და სცოდ­ნო­დათ რომ ამ ადა­მი­ანს სხვის­თვის ჰქონ­და გა­და­ცე­მუ­ლი ბან­კის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი და სი­ნამ­დვი­ლე­ში ერთი თეთ­რი ამ ადა­მი­ან­მა კი არა, სხვა ადა­მინ­მა გა­და­რი­ცხა, ამ­დე­ნად სა­მარ­თლებ­რი­ვად ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. მე­ო­რე სა­კი­თხია კი­დევ ამ ადა­მი­ა­ნის და მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­მაც ისარ­გებ­ლა ინ­ტერ­ნეტ ბან­კინ­გით და ამით უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი და უნდა მის­ცენ შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტა­რი­ე­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

არავის ანდოთ პირადი მონაცემები! - როგორ გამოიტანა მამაკაცმა თანამშრომლის პირადობით ონლაინსესხები

არავის ანდოთ პირადი მონაცემები! - როგორ გამოიტანა მამაკაცმა თანამშრომლის პირადობით ონლაინსესხები

ჩვენი რესპონდენტი 50 წლის ნინო გურაშვილია, რომლის თანამშრომელმაც მისი პირადი მონაცემებით ბოროტად ისარგებლა და ქალს ვალები დაადო.

დაზარალებული ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ონლაინსესხის აღებაში დახმარება თანამშრომელ ბიჭს სთხოვა და სწორედ მაშინ გაანდო მას ყველა პირადი მონაცემი:

"ფული სასწრაფოდ დამჭირდა, ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ონლაინსესხი ამეღო. მე ვუთხარი რომ ონლაინსესხებით არასოდეს მისარგებლია და აღება არ ვიცოდი, მან კი შემომთავაზა მისთვის მეთქვა ჩემი პირადი მონაცემები და სესხის აღებაში დამეხმარებოდა. ჩემი პირადი ნომერიც მე თავად ჩავაწერინე, "თი-ბი-სი ბანკის" ბარათის ნომერიც, სადაც აღებული თანხა უნდა ჩარიცხულიყო. ეს ყველაფერი ჩავაწერინე" - ამბობს დაზარალებული.

იხილეთ ვიდეო

ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი, თანამშრომელმა, რომელიც სესხის აღებაში დაეხმარა ქალს, მისი პირადი მონაცემები საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა ისე, რომ ნინო გურაშვილს ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ფაქტის წინაშე დაზარალებული მაშინ აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთი ონლაინსესხის კომპანიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მის სახელზე დავალიანება ირიცხებოდა, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "შავ სიაში" აღმოჩნდებოდა.

ჩვენმა რესპონდენტმა გაარკვია, რომ მისი საბანკო ამონაწერის მიხედვით თანამშრომელი ფულადი ოპერაციებისთვის მოპარულ ანგარიშის ნომერს იყენებდა, მასზე რიცხავდა ონლაინსესხიდან დამტკიცებულ სესხებს და აქედანვე რიცხავდა თანხას ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მისამართზე. AMBEBI.GE დაზარალებულის თანამშრომელსაც დაუკავშირდა. ის ადასტურებს, რომ ნინო გურაშვილის სახელზე სესხი მართლაც გამოიტანა და ერთთვიანი ვადაგადაცილება აქვს, მაგრამ მის დაფარვას უახლოეს მომავალში აპირებს:

"რაღაცაში დამჭირდა, გავიჭედე, არ შევუქმნი პრობლემას და გავუკეთებ ყველაფერს. მაგრამ მთლიანად ვერ გადავიხდი, ნელ-ნელა გავუკეთებ ყველაფერს, ისე გავაკეთებ, რომ პრობლემა არ შევუქმნა. აი, რაღაცებს ველოდები და შეიძლება ერთიანად მომიწიოს ყველაფრის გადახდა. მეც არ მინდა, რომ პრობლემა შეექმნას", - ამბობს დაზარალებულის თანამშრომელი.

ონლაინსესხების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ტარიელაძე ამ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს და მოქალაქეებს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:

"დაზარალებულმა თავისი ინტერნეტბანკის მონაცემები გაანდო სხვა პიროვნებას, რომელმაც სავარაუდოდ, დაიმახსოვრა ეს მონაცემები შემდეგ ახდენდა თანხის აღებას ამ ანგარიშზე და ამ ანგარიშიდან თავის პირადი მიზნებისთვის მოხმარებას. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ აქ შეუძლებელია საუბარი იყოს სესხის გამცემი კომპანიის ბრალეულობაზე, პირადი ინტერნეტბანკი თითოეული ადამიანის ინდივიდუალური საკუთრებაა, მასზე მათ გააჩნიათ უფლებები, რომელიც უნდა იყოს დაცული, არის დაცული კიდევაც და მისი გამჟღავნებისგან ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ, იმიტომ რომ პირადი მონაცემების სხვა პირისთვის გადაცემა რაც არ უნდა სანდოდ მიგვაჩნდეს ეს ადამიანი, შეიცავს იმის რისკს რომ ის ადამიანი არაკეთილსინდისიერად ისარგებლებს.

სესხის გამცემი კომპანიების წინაშე ეს ადამიანი არის ვალდებული, იმიტომ რომ სესხის გამცემმა კომპანიებმა არ იცოდნენ და არც შეიძლებოდა სცოდნოდათ რომ ამ ადამიანს სხვისთვის ჰქონდა გადაცემული ბანკის პირადი მონაცემები და სინამდვილეში ერთი თეთრი ამ ადამიანმა კი არა, სხვა ადამინმა გადარიცხა, ამდენად სამართლებრივად ვალდებულება არსებობს. მეორე საკითხია კიდევ ამ ადამიანის და მეორე ადამიანის ურთიერთობა, რომელმაც ისარგებლა ინტერნეტ ბანკინგით და ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები და უნდა მისცენ შესაბამისი კვალიფიკაცია", - განაცხადა გიორგი ტარიელაძემ.

იხილეთ ვიდეო

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი